TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 5
Previous part

Chapter: IV  
მანი მხატვრის მოსვლა ჩინეთით ბარამ ხელმწიფის წინაშე და დილარამ-ჩანგის სახის მოტანა; გაგზავნა კცისა ჩინეთს და შოვნა მის მზისა.



Strophe: 60  



Verse: a        მეფე იჯდა, ვითა მთვარე,   პირ-გავსილი, არა მცხრალი,
Verse: b     Page of Ms. A: 8     მან შორს კაცი დაინახა,   უცხო ვინმე მომავალი;
Verse: g        ბრძანა: "უცხო მოჩივარი   არსო, ჩვენგან შესაწყალი";
Verse: d     და   მიჰხვდა მისსა საწადელსა,   აწ იხილეთ ღვთისა ძალი.



Verse: n.b     
მან შორს _ შორით D.
Verse: n.g     
არსო _ არის D.



Strophe: 61  



Verse: a        მიიყვანეს ბარამს წინა   იგი მოყმე, სიბრძნით სრული,
Verse: b        მასვე მიჰხვდა მუნა მგზავრი,   რისაც იყო მონატრული;
Verse: g        ოდეს ნახა ბრძენმან მეფე,   გაუმთელდა ძველი წყლული,
Verse: d     და   ჰქონდა ბრძენსა გულსა მისსა   ბევრი კარგი დამალული.



Verse: n.b     
მუნა მგზავრი _ მონა მოყმე D.
Verse: n.d     
მისსა _ შინა D.



Strophe: 62  



Verse: a        მას უბრძანა: "ბერო კაცო,   ვინ ხარ ანუ სადკენ წახვალ,
Verse: b        სადაური, გვარად ვინ ხარ,   ეგზომ ჩქარად ვისთან მიხვალ"?
Verse: g        ჰკადრა ბრძენმან: "ჩინელი ვარ,   ბარამ მეფეს წინა მივალ,
Verse: d     და   ექვსი თვეა, გზა მივლია,   ვეახლები ან დღეს, ან ხვალ".



Verse: n.a     
მას უბრძანა _ უბრძანა თუ D. სატკენ D.
Verse: n.d     
ვიახლები AD.
Verse: n.     
62 და 63 სტროფებს შუა D-ში სათაურია: "აქა მანი ჩინელმან დილარამ ჩანგის სახე მოართვა ბარამ ხელმწიფეს".



Strophe: 63  



Verse: a        კვლა უბრძანა: "ახლოს გახლავს,   ეჰა კაცო, ეძებ ვისცა!"
Verse: b        მეფე იცნა, ეთაყვანა,   მეუფესა მადლი მისცა;
Verse: g        ბრძენი იყო ფეხზედ მდგომი,   მეფე ტკბილად ეუბნისცა,
Verse: d     და   რაც არ ჰკითხეს გონიერსა,   მან არ უთხრა არავისცა.


Strophe: 64  



Verse: a        ბერმან კაცმან ბარამ მეფე   თვით დალოცა მაღლის ღვთითა,
Verse: b        ჰკადრა: "ეჰა ჴელმწიფეო,   მე ვარ მანი , სრული ზნითა,
Verse: g        შენ გეახელ ჩინეთითგან,   მოვალ დიდის იმედითა,
Verse: d     და   მხატვარი ვარ, ვერ მედრების   ქვეყნად კაცი დახატვითა".


Strophe: 65  



Verse: a        "ქალი ჰყავს ჩინეთს ვაჭარსა,   ჴელმწიფეს ეკადრებისა,
Verse: b     Page of Ms. A: 9     ხაყან ჩინელი მრავალსა   აძლევს და ევაჭრებისა:
Verse: g        არ აძლევს ქალსა ვაჭარი,   არც იგი მას ედრებისა,
Verse: d     და   მას თუ ჴელმწიფე იშოვნის,   სამოთხეს შეეყრებისა".



Verse: n.a     
ინეთის-ერთი D.
Verse: n.b     
ხაყან ჩინელი _ ჩინეთის მეფე D.
Verse: n.d     
იშოებს ხელმწიფე D.



Strophe: 66  



Verse: a        "დილარამ ჰქვიან სახელად   მას, მზესა დაუწუნარსა,
Verse: b        მნათობად მზეს და მთვარესა   ჰგავს, მისი შუქი მუნ არსა;
Verse: g        ჩანგს უკრავს, მაზედ ჴმას ატკბობს,   ბულბულებრ დაუჩუმარსა,
Verse: d     და   კაცი ვერ იტყვის ენითა   მის მზისა ჴელის უნარსა".



Verse: n.a     
მზისა D.
Verse: n.g     
ბულბურ D.



Strophe: 67  



Verse: a        "სატურფალი, მზისა დარი,   ანგელოზი ქვეყნიერი,
Verse: b        ჩანგს უკრავს და ზედ დაეტყვის   ჴმა-ბულბული შვენიერი;
Verse: g        კარს უდგანან დიდ-ვაჭარსა   ჴელმწიფე და სრულად ერი,
Verse: d     და   მას ვაჭრობენ ყოვლი რჯული,   ყრმა ვინმეა თუნდა ბერი".


Strophe: 68  



Verse: a        "ვისცა ესმა ჴმა მის მზისა,   მიწყივ ტირს და ოხრავს, ახავს,
Verse: b        თუ ვინ ნახავს სახეს მისსა,   ხატად თვისად გამოსახავს;
Verse: g        ზოგთა ჭკუა არ შერჩების,   თუცა ახლოს დაინახავს,
Verse: d     და   ყოვლი თემი მომივლია,   მისებრ ქალი არ მინახავს".


Strophe: 69  



Verse: a        უბიდაღმან ამოიღო,   ბარამს მისცა მისი სახე,
Verse: b        ყმასა ჰკადრა: "ერთხელ ნახვით   მისი სახე გამოვსახე,
Verse: g        და მოსრულვარ შენს წინაშე,   ესე სახე შენცა ნახე,
Verse: d     და   აწღა ლხინზედ შემეცვალნეს,   რაც რომ ჭირნი მოვინახე".



Verse: n.b     
ყმასა ჰკადრა _ მოახსენა D.
Verse: n.g     
და _ აწ AD. მოვსრულვარ AD. შენს _ თქუენს A.
Verse: n.d     
აწყა D.



Strophe: 70  



Verse: a        "ჩინეთისა ხარაჯა არს,   ქალის ფასი ართუ ძვირსა,
Verse: b        მე რომ ვნახე იგი პირ-მზე,   მისთვის ფასად არ მიკვირსა;
Verse: g        შენ მოგვხვდების სიხარული,   თუცა მისცემ დანაპირსა,
Verse: d     და   ვარდსა მოჰკრებ უეკლოსა,   მასთან ნახავ ლხინსა ჴშირსა".


Strophe: 71  



Verse: a        ბარამ ნახა, გაუკვირდა   ქალის სახე შვენიერი;
Verse: b        "ამ სახისა ვის ასმია?   თურმე მზეა ქვეყნიერი,
Verse: g        ან ქვეყანად ჩამოსული   ანგელოზი ზეციერი,
Verse: d     და   მე არ ვგულობ, ქვეყნად იყოს   ამ სახისა კაცი, ერი".



Verse: n.b     
თუ რა მზეა D.
Verse: n.g     
ანუ ქვეყნად ჩამოსრულა D.
Verse: n.d     
კაცი, ერი _ კაცთა გვარი AD.



Strophe: 72  



Verse: a        ბარამ ბრძანა, მოიყვანეს   მოყმე მისი თანშეზრდილი,
Verse: b        ჭკვიანი და გონიერი,   თავმდაბალი, ენა-ტკბილი;
Verse: g        უბრძანა თუ: "ჩინეთს წადი,   გამოართვი წლისა მალი,
Verse: d     და   სრულად მიეც დიდ-ვაჭარსა,   მოიყვანე სწრაფად ქალი".



Verse: n.b     
მოიყვანეთ A.
Verse: n.d     
მსწრაფლად D.



Strophe: 73  



Verse: a        ყმამან მადლი გარდიჴადა,   თავს შეიდვა ჩინეთს წასვლა,
Verse: b     Page of Ms. A: 10     ზოგჯერ წყნარად გაიარნა   დიდნი გზანი, ხან წაქუსლა;
Verse: g     Page of Ms. D: 134    გავლო გზანი შორიელნი,   მუნ, სად ჴამდა მისგან მისვლა,
Verse: d     და   მუნ მივიდა, მეფეს წინა   ესწრაფოდა დარბაზს შესვლა.



Verse: n.b     
დიდნი _ შორნი A. გაქუსლა D.
Verse: n.d     
ესწრაფოდა _ დაპატიჟეს D.



Strophe: 74  



Verse: a        ყმა მივიდა, ეთაყვანა,   მეფე დახვდა ერთობ ტკბილად,
Verse: b        რაც იცოდა ბარამისგან,   მეფეს ჰკადრა ყველა წვრილად:
Verse: g        "ქალი უქეს დიდ-ვაჭარსა,   ამას გკადრებ, თუცა წბილად,
Verse: d     და   უნდა მისცე წლისა მალი   მისად ფასად, არ ნაკლულად".



Verse: n.b     
მეფეს ჰკადრა _ მოახსენა D.
Verse: n.g     
ამას გკადრებ _ მოგახსენებ D.



Strophe: 75  



Verse: a        რა შეესმა ჴელმწიფესა,   გაადვილდა საქმე ძნელი:
Verse: b        ვაჭარს მისცა, _ ჩინეთისა   ხარაჯა და მოსცა ქალი;
Verse: g        თვით გაზითვა ჴელმწიფემან,   გაისტუმრა, ვითა შვილი,
Verse: d     და   მან აავსო საბოძვრითა   მოციქული ენა-ტკბილი.



Verse: n.a     
საქმე _ ყოვლი A.
Verse: n.d     
მოციქული _ მისცა ქალი D.



Strophe: 76  



Verse: a        წამოვიდეს ჩქარად გზასა   მუნ ქალ-ვაჟი მხიარულად,
Verse: b        მუნით იგი ტურფა მგზავრნი   არსად იყვნეს ხან-დაზმულად;
Verse: g        მათ დალივნეს ჩინეთისა   სამძღვარნი და გზანი სრულად,
Verse: d     და   მას დღეს ყმასა მთვარეს წინა   მზე მიჰყვანდა უფლის-წულად.


Strophe: 77  



Verse: a        მათ გამოვლნეს ჩინეთისა   შორნი გზანი ერთობ ჩქარად,
Verse: b     Page of Ms. B: 3     თვით ისპაჰანს მოახლოვდეს   მოციქულნი სრულად ჯარად;
Verse: g        მუნ აცნობეს ბარამ გმირსა   მოციქულთა მოსვლა წყნარად,
Verse: d     და   მოაჴსენეს: "მათ მოჰყავსო   ტანი-ალვა მზისა დარად".



Verse: n.a     
გამოვლეს BD.
Verse: n.b     
მოახლოვდეს _ მიეწურნეს A. სრულად სულად B.
Verse: n.g     
მუნ _ მათ A.
Verse: n.d     
მოაჴსენეს _ ჰკადრეს გმირსა A.



Strophe: 78  



Verse: a        რა შეიგნო მათი მოსვლა,   მეფეს ერთობ გაეხარნეს,
Verse: b        ყმას შვენოდა კბილთა ღელვა,   ღაწვნი ვარდსა დაედარნეს;
Verse: g        ჴამს თუ მისსა ვერამჭვრეტსა   მეფეს ლხინნი გაემწარნეს,
Verse: d     და   მას დღეს ორნი, მზე და მთვარე,   ერთმანეთსა შეეყარნეს.


Strophe: 79  



Verse: a        მიაგება ქალთა ჯარი,   პირად მზე და ტანად ალვა;
Verse: b        საწოლს დაჯდა ბარამ გმირი,   უცხოთაგან იყო ხალვა,
Verse: g        მოელოდა სატურფალსა,   ვისგან ჰქონდა გულსა ალვა,
Verse: d     და   ვერ ძალ-ედვა უნახავად   სიყვარულთა მისთა მალვა.


Strophe: 80  



Verse: a        მოვიდა და გაანათლა   მზემან იგი არე-მარე,
Verse: b        სახლსა შიგან მოეფინა   შუქი მზისა, ვითა გარე;
Verse: g        ბარამ ნახა მომავალი   იგი ტურფა, მზისა დარე,
Verse: d     და   აშვენებდეს სრა-საჯდომთა   ერთად მსხდომნი მზე და მთვარე.



Verse: n.a     
მზემან _ მზისებრ A.
Verse: n.b     
შიგან _ შინა A.
Verse: n.d     
აშვენებდა BD; საჯდომსა A; მსხდომნი-მჯდომი A.



Strophe: 81  



Verse: a        გულსა ნათლად სიხარული   ჩაესახა ბარამ გმირსა;
Verse: b     Page of Ms. A: 11     თქვა თუ: "ღმერთო, შეწყალება   შენგან ჩემი არ მიკვირსა,
Verse: g        ეგზომ შენსა წყალობასა   ჴორციელი თვით ვინ ღირსა?
Verse: d     და   ვერაოდეს ვერ გადვიჴდი,   რაც რომ კარგი შენგან მჭირსა".



Verse: n.a     
ჩაესახნეს ABD.
Verse: n.g     
წყალობასა _ სიყუარულსა A; თვით-ვით B.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.