TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 6
Previous part

Chapter: V  
ბარამ ხელმწიფეს წინაშე მისვლა დილარამ-ჩანგისა და მათი ერთად შეყრა.



Strophe: 82  



Verse: a        გაანათლა იგი არე   მზეებრ შუქთა მონაფენით,
Verse: b     Page of Ms. C: 3     დაატკობდა იგი პირ-მზე   მუნ მეჯლისსა ჩანგთა ჟღერით,
Verse: g        წლისა მკვდარი აღდგებოდა   მის მზისავე ჴმისა სმენით;
Verse: d     და   მას ღამესა მათი ლხინი   ვით იქების კაცთა ენით?



Verse: n.g     
მის _ მუნ A.



Strophe: 83  



Verse: a        გული მისცა საყვარელსა,   თუცა სრულად არ ეყმობის,
Verse: b        გაუერთა გული მზესა,   მათ გაყრაცა ვით ეტყობის?
Verse: g        "ამო არის ლხინი, ოდეს   გული გულსა გაეწყობის";
Verse: d     და   მათ ორთავე ერთად მჭვრეტსა   ჭირი ყველა დაეთმობის.



Verse: n.d     
მჭურეტთა AD; ჭირი-ჭირნი A; _ კვლაცა BCD; დაეთმობის _ დაერთობის D.



Strophe: 84  



Verse: a        ყმასა სწადდა მასთან ჯდომა,   თუცა ქალმან არა ჰკადრა,
Verse: b        თქვა თუ: "მზესთან მთვარე მცხრალი   იქმნებისმცა არა სადრა;
Verse: g        შორით მჭვრეტსა მზის შუქითა   მთვარეს პირი მოებადრა,
Verse: d     და   ყორანთაგან თეთრთა ქორთა   უმსგავსოა თავისა დრა".



Verse: n.a     
ეწადნეს AD.
Verse: n.b     
იქნებისმცა არა სადრა _ მშნოდ იქნების თვით არს დარა D.
Verse: n.g     
მჭვრეტთა BC
Verse: n.d     
თავისა დრა _ თავი სადრა D.



Strophe: 85  



Verse: a        "პირველ მართებს, რომე ვიდგე   სამსახურად მეფეს წინა,
Verse: b     Page of Ms. A: 12     ვით წესია საყიანთა,   ჴელთა მქონდეს ბროლის მინა,
Verse: g        ჩანგს უკრევდე, მით ვალხენდე   მეფეს, ოდეს მოეწყინა,
Verse: d     და   ჴამს თუ ყმასა პატრონისთვის   ყოვლი ჭირი მოეთმინა".


Strophe: 86  



Verse: a        ბარამს ღმერთმან აღუსრულა   საწადელი, რაც ეთხოვნა;
Verse: b     Page of Ms. B: 4     თქვა: "კაცთაგან ვერვის ძალ-უც   ჩემგან კიდე მზისა შოვნა;
Verse: g        მზეო, შენსა ვერა-მჭვრეტსა,   მე მმართებდა ველთა ყოვნა,
Verse: d     და   აწ მე, შენთან ლხინთა მზმელსა,   არა მმართებს ჭირთა ჴსოვნა".



Verse: n.b     
ძალუცს D.
Verse: n.g     
ყოვნა _ ყოფნა D.



Strophe: 87  



Verse: a        კვლაცა ბრძანა: "სჯობს ათასჯერ,   რაც რომ ქება გამეგონა";
Verse: b        დაწვნეს ერთად, მოისვენეს,   მეფე ქალსა დაემონა;
Verse: g        ქალი დახვდა ჴელმწიფესა   გაუშლელი ვარდის კონა,
Verse: d     და   ყოვლად-ფერად მოსაწონმან   თავი მითცა მოაწონა.


Strophe: 88  



Verse: a        გული მისცა გულისათვის   საყვარელსა, ამო სული,
Verse: b        აწღა მიხვდა ბარამ მეფე,   რისაც იყო მონატრული;
Verse: g        თუცა იყო ბარამ მეფე   ალვა, ედემს დანერგული,
Verse: d     და   მთვარე ქალსა ვერ ედრების,   ქვეყნად მზეა ამოსული.


Strophe: 89  



Verse: a        ერთსა სწორსა ვერვინ ნახა   მეფე გარეთ გამოსრული,
Verse: b        დღივ და ღამე მოემატა   ბარამს მისი სიყვარული;
Verse: g        ლხინობდეს და ნადიმობდეს   მზე და მეფე ჯავარ-სრული,
Verse: d     და   არ სწუნობდეს ერთმანერთსა   ყმა და ქალი მხიარული.



Verse: n.b     
დღე და ღამე A.
Verse: n.g     
ნადიმობდეს _ ნადირობდეს AB.



Strophe: 90  



Verse: a        ბარამ მეფე წამ ერთ, თუ სთქვა,   უმისობას ვერ გასძლებდა,
Verse: b        სრას იყვის თუ ნადირობდის,   ქალსა მასთან იახლებდა,
Verse: g        ქალი ჰკრევდის ტკბილად ჩანგსა,   ლხინობდის და ნადიმობდა,
Verse: d     და   ენატრისმცა მათი ხლება,   მათსა ლხინსა ვინცა სცნობდა.



Verse: n.a     
გაძლებდა B.
Verse: n.b     
ნადირობას BC.
Verse: n.g     
ჰკრევდა BCD; ნადიმობდა _ ნადირობდა AD.
Verse: n.d     
ენატრამცა BC. მათ ენატრის A.



Strophe: 91  



Verse: a        ერთს წელს იყვნეს ასრე, რომე   მოგაჴსენე, მხიარულნი;
Verse: b     Page of Ms. C: 4     ვის ასმია მათებრ კაცნი   ერთმანერთის მოყვარულნი?
Verse: g        ვერ მოშორდის წამ ერთ მზესა,   მისი იყო სული, გულნი,
Verse: d     და   ტრფიალობდეს ერთმანერთსა,   მუნ არ იყვნეს გულ-ნაკლულნი.



Verse: n.a     
რომე მოგაჴსენე _ რომე გკადრე ვიქმენ A.
Verse: n.g     
მზესა _ ქალსა A.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.