TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 4
Previous part

Chapter: III  
ბარამ ხელმწიფის მგლოვიარობიდამ გამოსვლა და მამისა ტახტზედ დაჯდომა.



Strophe: 51  



Verse: a        სრა მოჰფინეს საჴელმწიფო,   ოქროს მელნით დახატული,
Verse: b     Page of Ms. D: 133    ტახტზედ დაჯდა მეფე ლაღი,   ლომთა მკვლელი, ჯავარ-სრული,
Verse: g        ვისცა ვისგან უსამართლო   სჭირდა ჟამთა გარდასრული,
Verse: d     და   უსამართლა, ვითა ჴამდა,   მოიმადლა ყოვლი რჯული.


Strophe: 52  



Verse: a        ოდეს სრულ ქმნა სამართალი,   მადლი ღვთისა მიითვალა,
Verse: b        მოაწვივნა დიდებულნი,   წინ ნადიმი გაიშალა;
Verse: g        მეფემან და დიდებულმან   მას დღეს მისცეს ლხინსა ძალა,
Verse: d     და   პატრონისა კარგის მჭვრეტსა   ლხინი რადმცა მოეშალა?



Verse: n.a     
სრულ _ სულ A; მღვთთისა A.
Verse: n.g     
მას დღე A.
Verse: n.d     
"მოეშალა" აკლია D-ში.
Verse: n.     
52 და 53 სტროფებს შუა სათაურია: "მამის უკან ბარამ ხელმწიფის ტახტზედ დაჯდომა და სამართლის ქნა".



Strophe: 53  



Verse: a        ვაზირს უბრძანა მეფემან:   "გაჴსენ სალარო ძველია,
Verse: b     Page of Ms. A: 7     ხედავ, სოფელი დიდთა და   მცირეთა სისხლთა მსმელია?
Verse: g        უხვთათვის ძველი სალარო   ვითა მკბენარი გველია,
Verse: d     და   ვის დარჩეს, თუცა არ გასცემს,   ის უფრო მეტად ხელია".



Verse: n.d     
ის უფრო მეტად ხელია _ საქმისა დაუცდელია D.



Strophe: 54  



Verse: a        უბრძანა და მოიტანეს   მუნ სალარო მეფის წინა,
Verse: b        ლალ-გოარი გაუთლელი   ზანდუკებით მოედინა,
Verse: g        სტავრა-ნახლი, სარასარი   ცის კიდემდის მოეფინა,
Verse: d     და   უხვად გასცა, საბოძვრისა   მათ წაღება მოეწყინა.



Verse: n.b     
ზანდუკები A.



Strophe: 55  



Verse: a        კვლავ მეფეთგან ყოველგნით მოვიდა   მოსალოცავი:
Verse: b        თვალ-მარგალიტი ურიცხვი   და იაგუნდი არ ავი,
Verse: g        ქალ-ვაჟნი, მზეებრ მნათობნი,   სევდისა გამაქარავი,
Verse: d     და   აქლემი, ჯორის ყათარი,   კაცთაგან დაუთვალავი.


Strophe: 56  



Verse: a        მეფე დახვდა მხიარულად   მუნ სტუმართა გონიერთა,
Verse: b        მოიკითხის, უბრძანებდის   მათ სიტყვათა შვენიერთა;
Verse: g        ჰკადრეს ქება შესაფერი   ენა-ტკბილთა, ლმობიერთა,
Verse: d     და   ჴამს, სიახლე ენატროსმცა   გლახ-მეფეთა, ყრმათ და ბერთა!


Strophe: 57  



Verse: a        შვიდ დღე ასრე, რომე გკადრე,   მეფე მათთან ლხინსა ზმიდა,
Verse: b        მათ ალხენდის მისით ჭვრეტით,   ლხინობდა და ღვინოს სმიდა,
Verse: g        მას დღეს მათთა ლხინთა ქება   კაცთა ენით ვით ითქმიდა?
Verse: d     და   კვლაცა ბარამ შარიერთა   ტკბილად მადლსა შეუთვლიდა.



Verse: n.d     
შარიელთა A.



Strophe: 58  



Verse: a        რას ვაგრძელებ? ბარამ მეფე   ბურთობდის და ნადირობდის,
Verse: b        შემოიქცის, დარბაზს დაჯდის,   დიდებულთა სმად იჴმობდის,
Verse: g        სვის, წართის და მათ ალხენდის,   დიდებულნი ვინ რომ ჰყმობდის,
Verse: d     და   ინატრიდის სიახლესა,   მათსა ლხინსა ვინცა სცნობდის.



Verse: n.g     
ვინ რომ _ ვინცა D.
Verse: n.d     
ვინცა _ ვინ რომ A.



Strophe: 59  



Verse: a        დღესა ერთსა ნადირობდა,   დაეჴოცა ყმას ნადირი,
Verse: b        შემოიქცა, მას სალხინოდ   მოეწონა წყლისა პირი;
Verse: g        გვერდს ეახლნეს დიდებულნი,   ლხინსა ზმიდა ბარამ გმირი,
Verse: d     და   კაცსა ლხინი არ ეტკბობის,   არ უნახავს თუცა ჭირი.



Verse: n.a     
დაეჴოცნეს AD.
Verse: n.b     
მას _ ყმა A.
Verse: n.d     
გვერთს D; იახლნეს AD.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.