TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to ntkpl   და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.

Verse: 2  Link to ntkpl   
და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:

Verse: 3  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

Verse: 4  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გლითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.

Verse: 5  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანა.

Verse: 6  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.

Verse: 7  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეაწყალნენ.

Verse: 8  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

Verse: 9  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ.

Verse: 10  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

Verse: 11  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.

Verse: 12  Link to ntkpl   
გაკურთხენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.

Verse: 13  Link to ntkpl   
თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.

Verse: 14  Link to ntkpl   
თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა.

Verse: 15  Link to ntkpl   
არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა.

Verse: 16  Link to ntkpl   
ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი ღა ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

Verse: 17  Link to ntkpl   
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა, არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.

Verse: 18  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქვენ: ვიდრემდე წარჴდეს ცა და ქუეყანა, იოტა ერთი, გინა რქა ერთი, არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.

Verse: 19  Link to ntkpl   
უკეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთა და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქვას სასუფეველსა ცათასა.

Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.

Verse: 21  Link to ntkpl   
გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს სასჯელისა.

Verse: 22  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრუას ძმასა თჳსსა რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.

Verse: 23  Link to ntkpl   
უკეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმა შენი გულძჳრ რამე არს შენთჳს,

Verse: 24  Link to ntkpl   
დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა, და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.

Verse: 25  Link to ntkpl   
იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მსახურსა და საპყრობილედ შეჰვარდე.

Verse: 26  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანასკნელი კოდრატი.

Verse: 27  Link to ntkpl   
გესმა, რამეთუ ითქვა: არა იმრუშო.

Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.

Verse: 29  Link to ntkpl   
უკეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.

Verse: 30  Link to ntkpl   
და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა.

Verse: 31  Link to ntkpl   
თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მისცეს მას განსატევებელი.

Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძჳსა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს მანცა იმრუშა.

Verse: 33  Link to ntkpl   
კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.

Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქვენ: არა ფუცვად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;

Verse: 35  Link to ntkpl   
ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთა; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისა;

Verse: 36  Link to ntkpl   
ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.

Verse: 37  Link to ntkpl   
არამედ იყავნ სიტყვა თქუენი ჰე, ჰე და არა, არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს.

Verse: 38  Link to ntkpl   
გესმა, რამეთუ თქმულ არს: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.

Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქვენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოცა.

Verse: 40  Link to ntkpl   
და რომელსა უნდეს საშჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.

Verse: 41  Link to ntkpl   
და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.

Verse: 42  Link to ntkpl   
და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი.

Verse: 43  Link to ntkpl   
გესმა, რამეთუ თქმულ არს: შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი.

Verse: 44  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყვარდედ მტერნი თქუენნი და აკურიხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.

Verse: 45  Link to ntkpl   
და იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათასა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა.

Verse: 46  Link to ntkpl   
უკუეთუ გიყუარდენ მოყვარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან.

Verse: 47  Link to ntkpl   
და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრევე ყვიანა?

Verse: 48  Link to ntkpl   
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამა თქუენი ზეცათა სრულ არს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.