TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 


Verse: 1  Link to ntkpl   და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი.

Verse: 1V    
აღვიდა ] და აღვიდა X


Verse: 2  Link to ntkpl   
და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:

Verse: 2V    
ასწავებდა ] და ასწავებდა J


Verse: 3  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.


Verse: 4  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.


Verse: 5  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.


Verse: 6  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.

Verse: 6V    
ჰშიოდის ] შიოდის XU


Verse: 7  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.


Verse: 8  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.


Verse: 9  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ.

Verse: 9V    
ღმრთისა ] ღმრთისად KU


Verse: 10  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.


Verse: 11  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუვით ჩემთჳს.

Verse: 11V    
გყუედრიდენ ] გყუჱდრიდენ HIXJ; გყუედრიდენ და გდევნიდენ ] გდევნიდენ და გყუჱდრიდენ U; მიმართ ] მომართ XJ; სიცრუვით ] სიცრუვე X;


Verse: 12  Link to ntkpl   
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.

Verse: 12V    
თქუენი ] თქუჱნი J; ფრიად ] დიდი X; ეგრეთვე ] ეგრევე HI; დევნნეს ] დევნეს X


Verse: 13  Link to ntkpl   
თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.


Verse: 14  Link to ntkpl   
თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა.


Verse: 15  Link to ntkpl   
არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა.

Verse: 15V    
ქუეშე ] ქუჱშე IUJ; ქუეშე ] ქუჱშჱ H; ჴჳმირსა ] ჴუმირსა X; იგი ] -- U


Verse: 16  Link to ntkpl   
ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.


Verse: 17  Link to ntkpl   
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა, არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.

Verse: 17V    
დაჴსნად (1) ] დაჰჴსნად I; შჯულისა ] სჯულისა KU


Verse: 18  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი, გინა რქაერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.

Verse: 18V    
ამენ ] + ამენ J; ამენ ] ამინ I; შჯულისაგან ] სჯულისაგან KU; იქმნეს ] იქმნას J


Verse: 19  Link to ntkpl   
უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.

Verse: 19V    
ასწავოს ] ასწაოს HKXU; ასწავოს ] ასწაოს HKXUJ; ამას ] მას X


Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.

Verse: 20V    
უკუეთუ ] უკუჱთუ U


Verse: 21  Link to ntkpl   
გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს საშჯელისა.

Verse: 21V    
მათ -- ] მათ -- X; საშჯელისა ] სასჯელისა HKXUJ


Verse: 22  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს საშჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.

Verse: 22V    
განურისხნეს ] განურისხდეს X; საშჯელისა ] სასჯელისა KXUJ; რაკა ] რაკკა K


Verse: 23  Link to ntkpl   
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენთჳს,


Verse: 24  Link to ntkpl   
დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.

Verse: 24V    
მას ] მას + და U; მაშინ ] მაშინღა X


Verse: 25  Link to ntkpl   
იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან -- მსახურსა და საპყრობილედ შეჰვარდე.

Verse: 25V    
ადრე ] -- J; ნუუკუე ] ნუუკუჱ HIKXUJ


Verse: 26  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.


Verse: 27  Link to ntkpl   
გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო.


Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.

Verse: 28V    
მას ] მან U


Verse: 29  Link to ntkpl   
უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.

Verse: 29V    
მარჯუენე ] მარჯუჱნე UJ; აღმოიღე ] აღმოჲღე J; შენდა ] + და X; არა ] -- X; გეჰენიასა ] გეჰჱნიასა I


Verse: 30  Link to ntkpl   
და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა.

Verse: 30V    
მოიკუეთე ] მოიკუჱთე HXU; მოიკუეთე ] მოჲკუეთე J; შთავარდეს ] შთაგდებად X; გეჰენიასა ] გეჰჱნიასა I


Verse: 31  Link to ntkpl   
თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი.


Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძჳსა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა.


Verse: 33  Link to ntkpl   
კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი.

Verse: 33V    
მისცე ] მიეც U


Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ არაფუცვად ყოვლადვე ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ;


Verse: 35  Link to ntkpl   
ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერჴთა მისთაჲ; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.

Verse: 35V    
კუარცხლბეკი ] კუარცხბეკი U; კუარცხლბეკი ] კუარცხლბერკი XJ


Verse: 36  Link to ntkpl   
ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად.

Verse: 36V    
ერთისა ] ერთისაცა K


Verse: 37  Link to ntkpl   
არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს.

Verse: 37V    
ჰჱ ჰე ] ჰჱ ჰჱ HK; ჰჱ ჰე ] ჰე ჰე IXU; არაჲ არა ] არა არა HIKUJ; არაჲ არა ] არა რაჲ X


Verse: 38  Link to ntkpl   
გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.


Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა წინააღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა.

Verse: 39V    
შენ ] -- U; მარჯუენასა ] მარჯუჱნასა IKU; მარჯუენესა ] მარჯუჱნესა J


Verse: 40  Link to ntkpl   
და რომელსა უნდეს საშჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.

Verse: 40V    
საშჯელად ] სასჯელად KU


Verse: 41  Link to ntkpl   
და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.

Verse: 41V    
შენ ] -- U


Verse: 42  Link to ntkpl   
და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი.


Verse: 43  Link to ntkpl   
გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.


Verse: 44  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და   აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ.

Verse: 44V    
გიყუარდედ ] გიყუარდენ HXU


Verse: 45  Link to ntkpl   
რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა.

Verse: 45V    
ცრუთა ] ცოდვილთა U


Verse: 46  Link to ntkpl   
უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან.

Verse: 46V    
მეზუერეთაცა ] მეზუჱრეთაცა HXU; ეგრეთვე ] ეგრეთ HI


Verse: 47  Link to ntkpl   
და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა?

Verse: 47V    
უმეტეს ] უმეტესსა IK; მეზუერეთაცა ] მეზუჱრეთაცა HIXU; ეგრეთვე ] ეგრევე H; ეგრეთვე ] ეგრეთ J


Verse: 48  Link to ntkpl   
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.




Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.