TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 6
Previous part

Chapter: 6 


Verse: 1  Link to ntkpl   ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა.

Verse: 1V    
მათა ] მათდა H; გაქუს ] გაქუნდეს K


Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.

Verse: 2V    
შენსა ] კაცთა U


Verse: 3  Link to ntkpl   
ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი.

Verse: 3V    
სცნობნ ] სცნობ J; მარცხენაჲ ] მარცხენე U; მარჯუენაჲ ] მარჯუენე U


Verse: 4  Link to ntkpl   
რაჲთა იყოს ქველისსაქმე შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.

Verse: 4V    
ჰხედავს ] ხედავს IKUXJ;


Verse: 5  Link to ntkpl   
და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.

Verse: 5V    
უყუარნ ] უყუარს X; უჩუენონ ] უჩუჱნონ HIUXJ


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად, და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.

Verse: 6V    
დაჰჴაშ ] დაჰჴარ X; ჰხედავს ] ხედავს IKUXJ


Verse: 7  Link to ntkpl   
და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლისმეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი.

Verse: 7V    
რამეთუ ] რომელნი X; ჰგონებედ ] ჰგონებდენ X; მრავლისმეტყუელებითა ] მრავლისმეტყუჱლებითა I


Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან.

Verse: 8V    
თხოვამდე ] თხოამდე X


Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი,


Verse: 10  Link to ntkpl   
მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.

Verse: 10V    
ეგრეცა ] ეგრეთცა U


Verse: 11  Link to ntkpl   
პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს


Verse: 12  Link to ntkpl   
და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა.


Verse: 13  Link to ntkpl   
და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ, ამენ.

Verse: 13V    
ამინ ] ამინ K


Verse: 14  Link to ntkpl   
რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან.

Verse: 14V    
უკუეთუ ] უკუჱთუ HK


Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.

Verse: 15V    
უკუეთუ ] უკუჱთუ X


Verse: 16  Link to ntkpl   
და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი.

Verse: 16V    
ვითარცა-იგი ] ვითარცა U; განირყუნნიან ] განირყუნიან HI; განირყუნიან ] განირყვნიან U, ეჩუენნენ ] ეჩუჱნნენ HUX; მმარხველად ] მარხველად X


Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი,


Verse: 18  Link to ntkpl   
რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად, და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ.

Verse: 18V    
ეჩუენო ] ეჩუჱნო HIUXJ; მმარხველად ] მარხველად X; ჰხედავს ] ხედავს HIKUXJ


Verse: 19  Link to ntkpl   
ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და Ⴞმჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.

Verse: 19V    
იუნჯებთ ] იონჯებთ X; საუნჯეთა ] საუნჯესა J; * აქედან U-ს აკლია


Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან.


Verse: 21  Link to ntkpl   
რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.


Verse: 22  Link to ntkpl   
სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს.


Verse: 23  Link to ntkpl   
უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენმე?

Verse: 23V    
უკუეთუ ] უკუჱთუ H; უკუეთუ ] უკუჱთუ H; რაოდენმე ] რაჲოდენმე X


Verse: 24  Link to ntkpl   
ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.

Verse: 24V    
ვერ ] ვერვის K; -ეწიფების ] -გეწიფების X


Verse: 25  Link to ntkpl   
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ შჭამოთ და   რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი -- სამოსლისა?

Verse: 25V    
ჰზრუნავთ ] ზრუნავთ HIXJ; შჭამოთ ] სჭამოთ KXJ; ჰსუათ ] სუათ X; არს ] არსა X


Verse: 26  Link to ntkpl   
მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არამე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?

Verse: 26V    
მიჰხედენით ] მიხედენით J; მიჰხედენით ] მიჰხედეთ HIX; არა (1) ] არცა I; უფროჲს ] -- J


Verse: 27  Link to ntkpl   
ანუ ვინმე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?

Verse: 27V    
ჰასაკსა თჳსისა ] ჰასაკისა თჳსისა X


Verse: 28  Link to ntkpl   
და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ.

Verse: 28V    
ჰზრუნავთ ] ზრუნავთ XJ; აღორძნდის ] აღორძინდის X; შურებინ ] შურებნ X; სთავნ ] სთესვენ X


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა   შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.


Verse: 30  Link to ntkpl   
უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არამე უფროჲს თქუენა, მცირედმორწმუნენო?

Verse: 30V    
თქუენა ] თქუჱნა HI


Verse: 31  Link to ntkpl   
ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?

Verse: 31V    
ჰზრუნავთ ] ზრუნავთ X


Verse: 32  Link to ntkpl   
რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი.


Verse: 33  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.


Verse: 34  Link to ntkpl   
ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი.

Verse: 34V    
ჰზრუნავთ ] იზრონოს X; ხვალემან ] ხლვალემან J; თჳსისა ] თჳსისათჳს J; თჳსი ] მისა X



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.