მათ დღეთა შინა მოვიდა იოჰანე ნათლისმცემელი, და ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა.
და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
რამეთუ ესე არს, რომელი-იგი თქუმულ არს ესაჲა წინაწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განმზადეთ გზაჲ უფლისაჲ და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
ხოლო თავადსა იოჰანეს ემოსა სამოსელი თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
[მ]აშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ.
და ნათელ-ი[ღ]ებდეს იორდა[ნ]ესა ზედა მისგან [დ]ა აუვარებდეს [ც]ოდვათა მათთა.
[და] ვითარცა იხილნა ფა[რ]ისეველნი და ს[ად]უკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან მომავალისა რისხვისა?
ყავთ უკუე აწ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,
და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. ხოლო გეტყჳ თქუენ: შემძლებელ არს ღმერთი ქვათა მათგან აღდგინებად და შვილებად აბრაჰამისა.
რამეთუ აწვე, ესერა, ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო შემდგო[მ]ად ჩემსა მომ[ა]ვალი უძლიერ[ჱს] ჩემსა არს, [რომლი]სა არა შემძ[ლე]ბელ ვარ მე ჴ[ამ]ლთა მისთა [ტჳრ]თვად. მან ნა[თე]ლს-გცეს თქუენ [ს]ულითა წმიდითა [დ]ა ცეცხლითა.
რომლისაჲ ნიჩაბ[ი ჴ]ელსა მისსა, [და გან]წმიდოს კა[ლოჲ] თჳსი, შეკრიბოს იფქლი თჳსი საუნჯესა, ხოლო ბზჱ იგი დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.
მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოჰანესა ნათლის-ღებად მისგან.
ხოლო იოჰანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრე შუენის ჩუენდა აღსრულე[ბად ყო]ვლისა სიმართლისა. მაშინღა მიუშუა მას.
და ნათელ-იღო იესუ და მუნქუესვე აღმოჴდა მიერ წყლით. და მეყსეულად განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა.
და, აჰა, ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი სა[ყუარ]ელი, რომელი მთნავს.