და შთავიდა სამფსონი თამნათად და იხილა დედაკაცი თამნათას ასულთაგან უცხოტომთაჲსა და სთნდა წინაშე მისსა.
და აღვიდა და მიუთხრა მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა და თქუა: დედაკაცი Page of ms. Gb: 192r ვიხილე თამნათას შინა Page of ms. Ga: 376v ასულთაგან უცხოტომთაჲსა და აწ მომგუარეთ მე იგი ცოლად.
და ჰრქუა მას მამამან მისმან და დედამან მისმან: ნუ არა არიან-ა ასულნი ძმათა ჩემთანი და ყოვლისაგან ერისა ჩემისა დედაკაცი, რამეთუ შენ მიხუალ მოყვანებად ცოლისა უცხოტომთაგან წინადაუცუეთელთა? და თქუა სამფსონმან მამისა მიმართ თჳსისა: იგი მომგუარე მე, რამეთუ იგი საწადელ არს წინაშე თუალთა ჩემთა.
და მამამან მისმან და დედამან მისმან ვერ ცნეს, ვითარმედ უფლისა მიერ არს, ვითარმედ შურისძიებასა ეძიებს იგი უცხოტომთაგან. და ჟამსა მას შინა უცხოტომნი უფლებულ იყვნეს ისრაელისა.
შთავიდა სამფსონ და მამაჲ მისი თამნა[თა]დ, და განვიდა გარე ვიდრე ვენაჴამდე თამნათაჲსა, და აჰა, ლეკჳ ლომისაჲ მიგებებად მისსა.
და მიაკადა მის ზედა სულმან უფლისამან და შემუსრა იგი, ვითარ შემუსრის ვინმე თიკანი თხათაჲ, და არარა იყო ჴელთა შინა მისთა. და არა მიუთხრა მამასა თჳსსა, ანუ დედასა თჳსსა, რომელი ქმნა.
Page of ms. Ga: 377r და შთავიდეს და ეზრახნეს დედაკაცსა და სათნო-უჩნდა წინაშე თუალთა სამფსონისთა.
და მიიქცა შემდგომად დღეთა მოყვანებად მისსა, და მისდრკა ხილვად მძორსა ლომისასა, და აჰა, შესაკრებელი ფუტკართაჲ პირსა შინა მისსა და თაფლი.
და გამოიღო იგი პირისაგან ლომისა ჴელთა თჳსთა ზედა და ვიდოდა მავალი და ჭამდა. და მივიდა მამისა მიმართ თჳსისა და დედისა მიმართ თჳსისა და სცა მათ და ჭამეს. და არა მიუთხრა მათ, ვითარმედ პირისაგან Page of ms. Ga: 377v ლომისა გამოიღო თაფლი.
და შთავიდა მამაჲ მისი დედაკაცისა მისთჳს. და ქმნა მუნ სამფსონმან სუმაჲ შჳდთა დღეთა, რამეთუ ესრეთ ჰყოფენ ჭაბუკნი.
და იყო, შეშინებასა Page of ms. Gb: 192v თანა დაუდგინნეს მას მოყუასნი ოცდაათნი და იყვნეს მის თანა.
და ჰრქუა მათ სამფსონმან: წინა-გიყო თქუენ წინა-ყოფაჲ, და უკუეთუ მომთხრობელთა მომითხრათ იგი შჳდთა დღეთა სუმისათა, მიგცნე თქუენ ოცდაათნი სინდონნი და ოცდაათნი შესამოსელნი.
და უკუეთუ ვერ შეუძლოთ მითხრობად ჩემდა, და მომცენით თქუენ მე ოცდაათნი ტილონი და ოცდაათნი ცვალებულნი შესამოსელნი. და ჰრქუეს მას: წინა-ყავ წინა-ყოფაჲ შენი და ვისმინოთ იგი.
და ჰრქუა მათ: რაჲ არს? ჭამადი გამოვიდა მჭამელისაგან და ძლიერებისაგან ტკბილი. და ვერ შეუძლეს მითხრობაჲ წინაყოფილისაჲ მის სამთა დღეთა.
და იყო მეოთხესა დღესა და ჰრქუეს ცოლსა სამფსონისსა: შეაცთუნე ქმარი Page of ms. Ga: 378r შენი და გითხრას შენ წინაყოფაჲ იგი, ნუსადა დაგწუათ შენ და სახლი მამისა შენისაჲ ცეცხლითა. ანუ დაგლახაკებად გუხადეთ ჩუენ?
და ტიროდა ცოლი სამფსონისი მისდამი და ჰრქუა მას: გარნა მომიძულე მე და არა შემიყუარე მე, რამეთუ წინა-ყოფაჲ, რომელი წინა-უყავ ძეთა ერისა ჩემისათა, არა მითხარ მე. და ჰრქუა მას სამფსონმან: უკუეთუ მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა არა მიუთხარ, და შენ მიგითხრა-ა?
და ტიროდა ამას ზედა შჳდთა დღეთა, რომელთა შინა იყო მათ შინა სუმაჲ. და იყო, მეშჳდესა დღესა მიუთხრა მას, რამეთუ შეაურვა იგი. და მან მიუთხრა ძეთა ერისა თჳსისათა.
და ჰრქუეს მას კაცთა ქალაქისათა დღესა მეშჳდესა, უწინარეს მზის დასლვისა:
და მიიმართა მის ზედა სულმან უფლისამან და შთავიდა ასკალონად და დასცნა მათგანი ოცდაათი კაცი. და მოიდო შესამოსლები მათი და მისცნა კუართნი მთხრობელთა მისდა წინა-ყოფილისათა. და განრისხნა გულისწყრომით სამფსონი და აღვიდა სახიდ მამისა თჳსისა.
და დაემკჳდრა ცოლი სამფსონისი სძლის-მომგურელსა მისსა თანა, რომელი იყო მოყუასი მისი.