TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 5
Previous part

Chapter: 5  
თავი V


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   უკუეთუ სულმან ცოდოს და ესმეს ჴმაჲ ფიცისაჲ და ესრეთ წამოს (ანუ ესმა, ანუ თანა-უწყოდა), უკუეთუ არა აუწყა, მოიღოს ცოდვაჲ.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სული, რომელი შეეხოს ყოველსა საქმესა არაწმიდებისასა, ანუ მძორსა, ანუ ნამჴეცავსა, ანუ არაწმიდასა, ანუ მძორთაგანსა საძაგელთა არაწმიდათასა, ანუ მძორსა ქუეწარმავალისა არაწმიდისასა და დაჰვიწყდა მას და იგი და შეიგინა და ცოდა,

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ანუ შეეხოს არაწმიდებისაგან კაცისა, ანუ ყოვლისა Page of ms. Ga: 11r  არაწმიდებისაგან მისისა, რომლისაცა შეხებული შეიგინა, და დაჰვიწყდა მას, ხოლო ამის შემდგომად მოეჴსენა და ცოდა,

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სულმან უკუეთუ ფუცოს, განმაჩინებელმან ბაგითა, ბოროტის ყოფად ყოველთაებრ, რომელთა განაჩენს კაცი ფიცითა, და დაეფაროს მას თუალთაგან, და ესრეთ ცნა და ცოდა ერთი რაჲმე ამათგანი,

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღიაროს ცოდვაჲ, რომლისათჳს ცოდა, მის ცოდვისაებრ,

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოჰგუაროს მათთჳს, რომელი ცოდა, ნეზჳ ცხოვართაგან ტარიგი, ანუ წალი თხათაგან ცოდვისათჳს. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ცოდვისა მისისათჳს, რომელი ცოდა, და მიეტეოს მას ცოდვაჲ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ ვერ შემძლებელ იყოს ჴელი მის კმა-ყოფად ცხოვრისა, მოჰგუარნეს ცოდვისა მისისათჳს, რომელი ცოდა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი უფალსა: ერთი ცოდ\ვისათჳს Page of ms. Ga: 11v  და ერთი ყოვლად დასაწუველად.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიყვანის იგინი მღდელისა და შეწიროს მღდელმან ცოდვისაჲ იგი პირველად და მოჰკუეთოს მღდელმან თავი მისი ქედითგან და არა განყოს.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ასხუროს სისხლისაგან ცოდვისაჲსა კედელსა საკურთხეველისასა, ხოლო ნეშტი იგი სისხლი დაწრიდოს ხარისხსა ზედა საკურთხეველისასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო მეორე ყოს ყოვლად დასაწუველად, ვითარცა ჯერ-არს, და ლხინება-ყოს ცოდვისა მისისათჳს მღდელმან, ცოდვისა მისისათჳს, რომელი ცოდა და მიეტეოს მას.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ ვერ პოოს ჴელმან მისმან უღლეული გურიტთაჲ ანუ ორნი მართუენი ტრედისანი, და შესწიროს ძღუენი შენი მისთჳს, რომელ სცოდე, მეათე\დი Page of ms. Ga: 12r  სათოელისაჲ სამინდოჲ ცოდვისათჳს, არა დაასხა მას ზედა ზეთი, არცა დასდვა მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ ცოდვისათჳს არს.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიღო იგი მღდელისა და იმჭელოს მღდელმან მისგან სავსე მჭელი მისი, და მოსაჴსენებლად მისსა დასდვას საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწუველთა უფლისათასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ლხინება ყოს მისთჳს მრდელმან ცოდვისა მისისათჳს, რომელი ცოდა, ერთითა რაჲთმე ამათგანითა, და მიეტეოს მას; ხოლო ნეშტი იგი იყოს მღდელისა, ცითარცა მსხუერპლი სამინდოჲსაჲ.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სულსა, რომელსა დაჰვიწყდეს მას დავიწყებაჲ და Page of ms. Ga: 12v  ცოდოს უნებლიეთ წმიდათაგან უფლისათა, და მოჰგუაროს ცოდვისა მისისათჳს უფალსა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლისა ვეცხლისა სიკლისაჲთა სიკლითა წმიდითა, რმლისათჳს ცოდა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და რომელი ცოდა წმიდათაგან, უკუნ-ზღოს და ნახუთალი შესძინოს მას ზედა და მისცეს იგი მღდელსა. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ვერძითა მის ცოდვისაჲთა და მიეტეოს მას.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სულმან უკუეთუ ცოდოს და ყოს ერთი ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, რომლისაჲ არა ჯერ არს ქმნაჲ, და ვერ ცნას და ცოდოს და დაეფაროს ცოდვაჲ მისი,

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიყვანოს ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ბრალისათჳს მღდელისა მიმართ; და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან უმეცრებისა მისისათჳს, რომელსა უმეცარ იქმნა და მან არა უწყოდა, და მიეტეოს მას,

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ცოდა ცოდვაჲ ცოდვად წინაშე უფლისა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სულმან უკუეთუ ცოდოს და უგულებელს-ყოფით უგულებელს-ყვნეს მცნებანი უფლისანი და ტყუოს მოყუსისა მიმართ ვედრისათჳს, ანუ ზიარებისათჳს ანუ ნატაცებისათჳს, გინა ჰმძლავრა რაიმე მოყუასსა,

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ანუ პოვა წარწყმედული და ტყუვა მისთჳს და ფუცა ნაცილად ერთისათჳს ყოველთაგან, რომელიცა ყო კაცმან ვიდრე ცოდვადმდე ამათ შინა,

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს ცოდოს და ქმნას ბრალი Page of ms. Ga: 13r  და უკუნ-სცეს ნატაცები, რომელი იტაცა, ანუ მონახუეჭი, რომელი მოიხუეჭა, ანუ ვედრა, რომელი დაევედრა მას, ანუ წარნაწყმედი, რომელიცა-რაჲ პოვა,

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ყოვლისაგანვე საჴმარისა, რომლისათჳს ფუცა მისთჳს უსამართლოდ, და ზღოს იგი თავად[ი] და ხუთეული მისი შესძინოს მას ზედა. ვისიცა იყოს, მას უკუნ სცეს, რომელსაცა დღესა ემხილოს.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ბრალისა მისისათჳს მოჰგუაროს უფალსა ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ სასყიდლის, რომლისათჳს ცოდა.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან წინაშე უფლისა და მიეტეოს მას ერთისათჳს ყოველთაგან, რომელ ქმნა და ცოდა მას შინა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.