TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 4
Previous part

Chapter: 4  
თავი IV


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და ეტყოდა უფალი მოსეს, მეტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იტყოდე ძეთა მიმართ ისრაელისათა და თქუ: სულმან უკუეთუ ცოდოს უნებლიეთ ყოველთაგან ბრძანებათა უფლისათა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ქმნაჲ, და ქმნას ერთი რაჲმე მათგანი,

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მღდელთმთავარმან ვინმე ცხებულმან ცოდოს, ესე ერისა არს ცოდვა, და მოჰგუაროს ცოდვისათჳს.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიყვანოს ზუარაკი კარსა თანა კარვისა საწამებელისასა წინაშე უფლისა და დასდვას ჴელი თავსა ზედა ზუარაკისასა და დაკლას ზუარაკი წინაშე Page of ms. Ga: 8v  უფლისა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან ცხებულმან, განსრულებულმან, ჴელითა სისხლისაგან ზუარაკისა და შეიღოს იგი კარავსა საწამებლისასა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დააწოს მღდელმან თითი სისხლსა და აპკუროს სისხლისაგან შჳდ გზის თითითა წინაშე უფლისა კრეტსაბმელისა მიმართ წმიდისა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სცხოს მღდელმან სისხლისაგან ზუარაკისა რქათა საკურთხეველისა საკუმეველისა აღზევებისათა წინაშე უფლისა, რომელ არს კარავსა შინა წამებისასა, და ყოველი სისხლი ზუარაკისაჲ მოღუაროს ხარისხსა თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსასა, რომელ არს კართა თანა კარვისა საწამებელისათასასა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი ცმელი ზუარაკისა მის ცოდვისაჲსა მოუღოს მისგან, ცმელი იგი დამფარველი შინაგანთაჲ და ყოველი ცმელი ზედაკერძოჲ შინაგანთაჲ

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათზედაჲ, რომელ არს ბარკალთა ზედა, და ყური ზედაჲ ღჱძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს იგი,

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარ-სახედ მოეკუეთების ზუარაკისაგან მსხუერპლისა მაცხოვარებისაჲსა, და შეწირნეს მღდელმან საკურთხეველსა ზედა ნაყოფებისასა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო ტყავი ზუარაკისაჲ და ყოველი ჴორცი მისი თავისა თანა, მწუერვალნი მისნი და მუცელი და სკორე,

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი იგი ზუარაკი განიღონ გარეშე ბანაკისა ადგილსა წმიდასა, სადა დაასხიან ნაცარი, და დაწუან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა, დასათხეველსა ზედა ნაცრისასა დაიწუას.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 9r  უკუეთუ ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაელისა[თაჲ] უმეცარ იქმნას და დაეფაროს სიტყუაჲ თუალთაგან შესაკრებელისათა და ქმნან ერთი ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, რომელი არა საქმარ იყოს, და ცოდონ,

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ეცნობოს მათ ცოდვაჲ იგი, რომელ ცოდეს მას შინა, და მოიბას შესაკრებელმან ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისათჳს და მოიყვანოს იგი კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაასხნენ მოხუცებულთა შესაკრებელისათა ჴელნი მათნი თავსა ზედა უბოჲსასა წინაშე უფლისა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეიღოს მღდელმან ცხებულმან სისხლისაგანი ჴბოჲსაჲ კარავსა შინა საწამებელსა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იღებოს მღდელმან თითი სისხლითა და შეასხუროს შჳდ გზის წინაშე უფლისა კრეტსაბმელისა მიმართ წმიდისა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ზედა დაჰხჳოს მღდელმან სისხლისაგან რქათა ზედა საკურთხეველისა საკუმეველისა აღზევებისათასა, რომელ არს წინაშე უფლისა, რომელ არს კარავსა შინა წამებისასა, და ყოველი სისხლი მოღუაროს ხარისხსა თანა საკურთხეველისა ნაყოფთაჲსასა, რომელ არს კარსა თანა კარვისა საწამებლისასა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი ცმელი მოუღოს მისგან და Page of ms. Ga: 9v  შეწიროს საკურთხეველსა ზედა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოს ზუარაკი ესე, ვითარ-სახედ ყო ზუარაკი იგი ცოდვისაჲ, ეგრეთ ყოს. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან და მიეტეოს მათ ცოდვაჲ.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განიღონ ზუარაკი სრულად გარეშე ბანაკისა და დაწუან ზუარაკი პირველი: რამეთუ ცოდვისათვის შესაკრებელი[სა] არს ესე.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ მთავარმან ცოდოს და ქმნას ერთი ყოველთაგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათა, ვითარ არა საქმარ იყოს, უნებლიეთ, და ცოდოს,

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ეცნობოს მას ცოდვაჲ, რომელი ცოდა მას შინა, და მოიბას ძღუენი მისი თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ,

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა თიკანისასა და დაკლან იგი ადგილსა, რომელსა დაჰკლვენ ყოვლად დასაწუველთა წინაშე უფლისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სცხოს მღდელმან სისხლისაგან ცოდვისაჲთა თითითა რქათა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი მოსთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა ყოვლად ყოვლად დასაწუველთაჲსა[სა].

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი მსხუერპლისა მაცხოვარებისაჲ, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს უნებლიეთ ერისაგან მის ქუეყანისა და ყოს ერთი ყოველთაგან მცნებათა ღმრთისათა, ვითარ არა საქმარ იყოს, და ცოდოს,

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ეცნობოს მას ცოდვაჲ, რომელ ცოდა მას შინა, მოიღოს ძღუენი მისი თიკანი თხათაგან, ნეზჳ უბიწოჲ, Page of ms. Ga: 10r  მოიბას ცოდვისათვის, რომელი ცოდა,

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა ცოდვსა მისისასა და დაკლან თიკანი ცოდვისა მისისაჲ ადგილსა, რომლსა დაჰკლვენ ყოვლად დასაწუველთა.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან სისხლისაგან მისისა თითითა თჳსითა და სცხოს რქათა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი მოღუაროს ხარისხსა თანა დასაწუველთაისა.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი ცმელი მოუღოს, ვითარ-სახედ მოეღებვის ცმელი მსხუერპლსა მაცხოვარებისასა, და შესწიროს მღდელმან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელებისა უფალსა; და ლხინება ყოს მისთჳს მღდელმან და მიეტეოს მას.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა ცოდვისასა. და დაკლან იგი ცოდვისათჳს ადგილსა, რომელსა დაჰკლვენ ყოვლად დასაწუველთა.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მომღებელმან მღდელმან სისხლისაგან ცოდვისა მის თითითა თჳსითა სცხოს რქათა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი Page of ms. Ga: 10v  მისი მოღუაროს ხარისხსა თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველი ცმელი მისი მოუღოს, ვითარ-სახედ მოეღებვის ცმელი ცხოვარსა სამსხუერპლოსა მაცხოვრებისასა, და დასდვას იგი მღდელმან საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწუველთა თანა უფლისათა. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ცოდვისათჳს, რომელი ცოდა, და მიეტეოს მას.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.