TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 
თავი III


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   და მოსე მწყსიდა ცხოვართა სიმამრისა თჳსისათა, მღდელისა მის მადიამელთასა, და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმრთისასა ქორებად.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა ცეცხლითა ალისათა მაყულოვანით გამო. და იხილა, ვითარმედ მ[ა]ყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწუების.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო ხილვა ესე დიდი, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რა არს?

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა, წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს.

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა, და ღაღადება მათი მესმა საქმის მაწუეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი.

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან ეგჳპტელთასა, გამოყვანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა მას კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესეველთასა და იებოსელთასა.

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და აწ ესერა ღაღადება ძეთა ისრაელისათა მოიწევის ჩემდა, და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი იგი აჭირვებდეს მათ.

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა და გამოიყვანო ერი ჩემი, ძენი ისრაელისანი, ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვინ ვარ მე, რამეთუ მივიდე ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტისა და გამოვიყვან[ნ]ე ძენი ისრაელისანი ქუეყანით ეგჳპტით?

Verse: 12  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა, ვითარმედ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რათა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით, და ჰმსახურებდენ ღმერთსა ადგილსა ამას.

Verse: 13  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაელისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა. და მკითხვიდენ, თუ რა არს სახელი მისი, რა ვჰრქუა მათ?

Verse: 14  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ. და თქუა: ესრე არქუ ძეთა ისრაელისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.

Verse: 15  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა ღმერთმან მერმე კუალად მოსეს: ესრე არქუ ძეთა ისრაელისათა: უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან, ღმერთმან აბრაჰამისმან, ღმერთმან ისაკისმან და ღმერთმან იაკობისმან მომავლინა მე თქუენდა. ესე არს სახელი ჩემი საუკუნე და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.

Verse: 16  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მოვედ უკუე და შეკრიბენ მოხუცებულნი ძეთა ისრაელისათანი და არქუ მათ: უფალი ღმერთი მამათა თქუენთა მეჩუენა მე, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი, და მრქუა მე: მოხედვით მოგხედო თქუენ და რაოდენი შეგემთხჳა თქუენ ეგჳპტეს.

Verse: 17  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ვთქჳ გამოყვანება თქუენი ბოროტის-ყოფისაგან ეგჳპტელთასა და შეყვანებად ქუეყანასა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ფერეზელთასა და გერგესეველთასა და იებოსელთასა, ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისა.

Verse: 18  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ისმინონ ჴმისა შენისა, შეხჳდე შენ და მოხუცებულნი ძეთა ისრაე ლისათანი ფარაოსა, მეფისა ეგჳპტელთასა, და არქუ მას: უფალი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდეთ გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა.

Verse: 19  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ხოლო მე ვიცი, რამეთუ არა განგიტევნეს თქუენ გამოსლვად ფარაო, მეფემან ეგჳპტისამან, არა თუ ჴელითა მტკიცითა.

Verse: 20  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
განვყო ჴელი ჩემი და დავსცე ეგჳპტელთა ყოვლითა საკჳრველებითა ჩემითა, რაოდენი იყო მათ შორის, და ამისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ.

Verse: 21  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოვსცე მადლი ერსა ამას წინაშე ეგჳპტელთა. და რაჟამს გამოხჳდოდით, არა გამოხჳდეთ ცალიერნი,

Verse: 22  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
არამედ ითხოვენ დედაკაცმან მოძმისაგან და შემყოფისა თჳსისა ჭურჭელი ვეცხლისა და ოქროსა და სამოსელი და შეჰმოსეთ იგი ძეთა თქუენთა და ასულთა თქუენთა და გამოტყუენენით ეგჳპტელნი იგი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.