TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 96
Previous part

Chapter: 4  
4
Part: 8 
(ჱ̂)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა.

Verse: 1V     
ქრისტესსა FTIK, ცხოელნი V.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
ქადაგე სიტყუაჲ, ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა.

Verse: 2V     
ჟამითი-უჟამოდ ] ჟამიერად და უჟამოდ TIK, შეჰრისხე T ] განკანონე IK, და (1) ] -- T.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღურთა ქავილითა ყურთაჲთა;

Verse: 3V     
ამას ] ამის T, მოძღ̃რბასა Z, მოძღურებასა FTIK, მოძღუართაჲ F.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარემიაქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ.

Verse: 4V     
-მიაქცინენ ZFIK, ზღაპრებჲ̃სა F.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო შენ ფრთხილად იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე.


Part: 9 
(თ̂)


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მან დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე,

Verse: 9V     
მოსლვად ჩემდა ZFTIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისკე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა.

Verse: 10V     
მარტოდ T.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს ჩემდა მსახურებასა.

Verse: 11V     
მარკოს V, აღადგინე ] აღიყვანე TIK.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ტჳქიკოს წარავლინე ეფესოს.

Verse: 12V     
ტჳქიკე TIK, წარვავლინე Z.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
ფელონი,1 რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე, და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.3

Verse: 13-3N     
აშიაზე განმარტება ახლავს: რომელთა (რომელსა T) შინა (-- T) ეწერა შჯული (სჯული FT) VZFT.

Verse: 13V     
ფილონი IK, კარპოს F, -ხჳდოდე T, ტყავებისაჲ T, წიგნის ტყავები ] ეტრატისები IK.

Verse: 13-3N     
აშიაზე განმარტება ახლავს "ფელონს" (თუმცა იგი ეკუთვნის "წიგნებიცა"-ს): ჰურიებრივსა (ჰორიებრივსა V, ჰურიაებრსა FT) გრაგნილსა შჯულისასა (სჯულისასა FT) იტყჳს VZFT.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
ალექსანდრე მჭედელმან მრავალნი ბოროტი შემაჩუენნა. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინააღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანადამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე. ნუ შეერაცხებინ მათ.

Verse: 16V     
მე (2) ] -- F.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უფალი თანადამიდგა და განმაძლიერა მე, რაჲთა ჩემ მიერ ქადაგებაჲ იგი აღესრულოს და ესმეს ყოველთა წარმართთა, და განვერი მე პირისაგან ლომისა.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
და მიჴსნა მე უფალმან ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

Verse: 18V     
არს ] -- F.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა.

Verse: 19V     
ონისიფორეს ZIK, ონისფორეს T.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
ერასტოს დადგა კორინთეს შინა; ხოლო ტროფიმე დაუტევე მელეტონს შინა უძლური.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად. გიკითხვენ შენ ევვულოს და პუდის და ლინოს და კლავდია და ძმანი ყოველნი.

Verse: 21V     
ევვოლოს V, პოდის T.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
უფალი იესუ ქრისტე სულისა შენისა თანა. მადლი ჩუენ თანა. ამინ.

Verse: 22V     
თანა (1) ] + ამინ IK.



Verse: col     
რაჟამს ეფესოჲსა ეპისკოპოსად დადგინებულ იყო ტიმოთე, მაშინ მიუწერა მეორე ესე ეპისტოლე ჰრომით, მეორედ რაჲ განკითხულ იყო ნერონის მიერ. მუჴლი ას სამეოც და თორმეტი.)

Verse: colV     
ეფესოს F, ეფისკოპოსად F, ებისტოლე Z, სამოც Z, ას სამეოც და თორმეტი ] რ̂ობ F, ტიმოთეს მიმართ მეორე ებისტოლე (ეპისტოლე IK) მიწერა ჰრომით, მეორედ რაჲ განკითხულ იყო ნერონის მიერ, მუჴლი რ̂ობ (რ̂ო IK), თავნი ლ̂ TIK.
Part:  




Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.