TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 65
Previous part

Chapter: 4  
4


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათა; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.

Verse: 1V     
უწყოდ̃თ V, უწოდით I, უფალი TIK.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით;

Verse: 2V     
და იღუძებდით TIK.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
ილოცევდით მას თანა ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ,

Verse: 3V     
მის თანა ] მას შინა F, -- IK, და ] თანად TIK, საჲდუმლოთა VZ.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ ჟამთა გამოიფრდიდით.

Verse: 5V     
იქცეოდ̃თ V.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაითა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ.

Verse: 6V     
მარადის ] ყოვლადვე TIK, მადლთა IK, ვითარცა ] -- IK, მარილითა ] + მარადის T, რაჲთა უწყოდით... სიტყჳს- მიგებაჲ ] მეცნიერებად ვითარჯერ-არს თქუენდა მიგებაჲ თითოეულისაჲ IK, თითოეულისა ZF.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ჩემთჳს ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და თანამონამან ჩუენმან უფლისა მიერ,

Verse: 7V     
თანა-მონამან ჩუენმან ] ჩუენ თანა მონამან VZFTIK, უფლისა მიერ ] უფლისამან T.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
რომელი მივავლინე თქუენდა მებრვე ამისთჳს, რაჲთა ცნას თქუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა

Verse: 8V     
გულთა ] სულთა F.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
ონესიმეს თანა, სარწმუნოჲსა და საყუარელისა ძმისა, რომელ-იგი არს თქუენგანი; ყოველივე აქაჲ გაუწყოს თქუენ.

Verse: 9V     
ონისიმჱს Z, ონისიმეს TIK, რომელი-იგი F, გაუწყონ F.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
გიკითხავს თქუენ არისტარჴოს, თანატყუე ჩუენი, და მარკოზ, მამის ძმის წული ბარნაბაჲსი, _ რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ; უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი, _

Verse: 10V     
ჩუენი ] ჩემი TIK, მარკოს BIK, მამის ] -- K, შეიწყნაროთ F.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
და ისუ, რომელსა-იგი ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინის-მცემელ.

Verse: 11V     
-იგი ] -- FTIK, მექმნეს V.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა.

Verse: 12V     
მისთა ] თჳსთა T.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი, და დიმა.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
კითხვაჲ არქუთ ლავდიკელთა მათ ძმათა და ნუმფას და სახლად-სახლად სახლისა მათისა კრებულთა.

Verse: 15V     
ნჳმფას TIK, სახლად და სახლად F, -- IK, და სახლეულსა მისსა ეკლესიასა IK.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრე ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს და ლავდიკიაჲთ კუალად რაითა თქუენვე აღმოიკითხოთ.

Verse: 16V     
თქუენ ] -- TK, ლავდიკეაჲთ V, რაჲთა კუალად F.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა. მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამინ.

Verse: 18V     
მოიჴსნენით I, ამენ T.



Verse: col     
მიწერა1 ჰრომით წიგნი ესე კოლასელთა მიმართ ტჳქიკოს და ონესიმეს მიერ. მუჴლი ს̂ჱ.

Verse: colV     
წიგნი ესე ] -- TIK, ტჳქიკოჲს TIK, ონისიმეს FTIK, ს̂გ ] ს̂ნ FT + და ( -- K) თავნი ათ (ი̂ IK) TIK.

Verse: col-1N     
ასეა.
Part:  




Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.