


განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ.



ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳიერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღჰორძნდეთ საცხორებელად*.



უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,



რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან.



და თქუენცა, ვითარცა ლოდნი რჩეულნი* აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ.



რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მისა* მიმართ, არასადა* ჰრცხუენეს.



თქუენდა უკუე არს პატივ*, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს - ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე* იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების,



რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა* მას* ურჩებით, რომელსაცა ზედა დაესხნეს.



ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა* თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა,



რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ, რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით.



საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა.



სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთაგან საქმეთა* შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.



დაემორჩილენით უკუე ყოველსა კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს,



გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს,



რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა უმეცრებასა.



ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად* გაქუნ* უკეთურებისა აზნაურებაჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი



ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცემდით.



მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.



რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებითა კეთილითა* ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით*.



რამეთუ რაჲ უმჯობჱს არს, უკუეთუ სცოდვიდეთ და იქენჯნებოდით* და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.



და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა სახე*, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა,



რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა* ზაკუვაჲ პირსა მისსა;



რომელი იგინებოდა* და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა;



რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა* ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვასა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით*, რომლისა-იგი წყლულებითა განვიკურნენით*.



რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოარნი* შეცთომილნი, არამედ* აწ მოიქცით მწყემსისა მის* მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა.