ესე წიგნი არს შესაქმისა კაცთაჲსაჲ, რომელსა დღესა შეიქმნა ადამი ხატად ღმრთისა.
შეიქმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად Page of ms. P: 36R და უწოდა სახელი მისი ადამ, რომელსა დღესა შექმნა იგი.
ცხონდა ადამ ორას ოც და ათ წელ და შვა მსგავსებისაებრ მისისა და ხატებისა მისისა ძჱ და დასდვა სახელი მისი სეით.
და იყვნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა მის სეითისა შჳდას წელ, და ისხნა მან ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რაოდენ ცხონდა, ცხრაას ოც და ათ წელ და მოკუდა.
ცხონდა სეით ორას და ხუთ წელ და შვა ენუსი.
და ცხონდა სეით შემდგომად შობისა მის ენუსისა შჳდას და შჳდ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაას და თორმეტ წელ, და მოკუდა.
ცხონდა ენუსი ას ოთხმეოც და ათ წელ და შვა კაინან.
და ცხონდა ენუსი შემდგომად შობისა მის კაინანისა შჳდას და ათხუთმეტ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი ენუსისნი ცხრაას და ხუთ წელ, და მოკუდა.
ცხონდა კაინან ას სამეოც და ათ წელ და შვა მალელე.
და ცხონდა კაინან შემდგომაღ შობისა მის მალელჱსსა შჳდას და ორმეოც წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაას და ათ წელ, და მოკუდა.
ცხონდა მალელე ას სამეოც და ხუთ წელ და შვა იარედ.
და ცხონდა მალელე შემდგომად შობისა მის იარედისა შჳდას ოც და ათ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი მალელჱსნი რვაას ოთხმეოც და ათხუთმეტ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
ცხონდა იარედ ას სამეოც და ორ წელ და შვა ენუქი.
და ცხონდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისა რვაას წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი იარედისნი ცხრაას სამეოც და ორ წელ და მოკუდა.
ცხონდა ენუქი ას სამეოც და ხუთ წელ და შვა მათუსალა.
და სათნო ეყო ენუქი ღმერთსა შემდგომად შობისა მის მათუსალაჲსა, და ცხონდა ორას წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი ენუქისნი რვაას სამეოც და ხუთ წელ.
და სათნო ეყო ენუქი ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.
ცხონდა მათუსალა ას სამეოც და შჳდ წელ და შვა ლამექი.
და ცხონდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა შჳდას ოთხმეოც და ორ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი მათუსალაჲსნი ცხრაას სამეოც და ცხრა წელ და მოკუდა.
ცხონდა ლამექი ას ოთხმეოც და რვა წელ და შვა ძჱ.
და დასდვა სახელი მისი ნოვე და თქუა: ამან განმისუენოს საქმეთაგან ჩუენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთაჲსა და ქუეყანისა მისგან, რომელი წყევა უფალმან ღმერთმან.
და ცხონდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოვჱსსა ხუთას სამეოც და ხუთ წელ და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყვნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდას ორმეოც და ცამეტ წელ და მოკუდა.
იყო ნოვე ხუთას წლის და შვნა ნოვე სამ ძჱ: სემ, ქამ და იაფეთ.