TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 69
Previous part

Text: Sumb.Dav._Vita_Bagrat.  
Sumbat Davidi filius

Vita Bagratidorum




Part: _  
King: _ 
Page of ed.: 372  
სუმბატ დავითის-ძე

Line of ed.: 1  
ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა

Line of ed.: 2  
ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით
Line of ed.: 3  
ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა

Line of ed.: 4  
სუმბატ ძემან დავითისმან


Line of ed.: 5        ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა
Line of ed.: 6     
იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე.
Line of ed.: 7     
ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა
Line of ed.: 8     
ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფ/ალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ
Line of ed.: 9     
შვა თარა. თარა შვა აბრამ. / აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა
Line of ed.: 10     
შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა
Line of ed.: 11     
ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე.
Line of ed.: 12     
იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ
Line of ed.: 13     
შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია.
Line of ed.: 14     
ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა
Line of ed.: 15     
ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია, იექონია შვა სალათაელ.
Line of ed.: 16     
სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ
Line of ed.: 17     
შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ.
Line of ed.: 18     
ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი
Line of ed.: 19     
და ძმა კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა
Line of ed.: 20     
მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ
Page of ed.: 373   Line of ed.: 1     
შვა მოსე. მოსე შვა იუდა, იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ.
Line of ed.: 2     
იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ
Line of ed.: 3     
შვა იერუბემ, იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ.
Line of ed.: 4     
სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ.
Line of ed.: 5     
ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა
Line of ed.: 6     
ღმერთმან ტყუეობასა შინა.

Line of ed.: 7        
და ესენი შჳდნი ძმანი, / ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით პილისტიმით,
Line of ed.: 8     
ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს / ეკლეცს წინაშე რაქაელ
Line of ed.: 9     
დედოფლისა და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და
Line of ed.: 10     
მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

Line of ed.: 11        
და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით
Line of ed.: 12     
გუარამ, განაჩინეს ერის-თავად, და ესე არს ერის-თავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და
Line of ed.: 13     
ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის
Line of ed.: 14     
გუარამისნი.

Line of ed.: 15        
ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და
Line of ed.: 16     
სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს,
Line of ed.: 17     
და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ
Line of ed.: 18     
ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

Line of ed.: 19        
ხოლო ვინათგან მოკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა
Line of ed.: 20     
უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლისა
Line of ed.: 21     
აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან.

Line of ed.: 22        
მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სჳმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა
Line of ed.: 23     
და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და
Line of ed.: 24     
სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.

Line of ed.: 25        
მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ, კათალიკოზი მეცხრე.

Page of ed.: 374  
Line of ed.: 1        
მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი
Line of ed.: 2     
და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა,
Line of ed.: 3     
ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით,
Line of ed.: 4     
რომელნი მონათლნა რაქაელ დედ/ოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი
Line of ed.: 5     
ქუეყანით / ფილისტიმით, და ნათელ-იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა.
Line of ed.: 6     
რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა
Line of ed.: 7     
მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი
Line of ed.: 8     
შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.

Line of ed.: 9        
ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ და
Line of ed.: 10     
გუარამ განაჩინეს ერის-თავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა
Line of ed.: 11     
და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა,
Line of ed.: 12     
რომელ არს მცხეთას.

Line of ed.: 13        
ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს და საჰაკ დაუზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა,
Line of ed.: 14     
ხოლო ასამ და ვარაზვარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს,
Line of ed.: 15     
ერის-თავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს, და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.

Line of ed.: 16        
და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის-ზე ტფილისისა მკჳდრთა
Line of ed.: 17     
ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა
Line of ed.: 18     
ერთი ვინ-მე დედა-კაცი.

Line of ed.: 19        
და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.

Line of ed.: 20        
და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი.

Line of ed.: 21        
და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის[ასა] მცხეთას.

Line of ed.: 22        
და ამის-ზე წარვლო ერეკლე მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა
Line of ed.: 23     
დამართებით ციხესა კალისასა. და ციხის-თავმან ჴმა-უყო ციხით გამოღმართ და რქუა ერეკლე
Line of ed.: 24     
მეფესა: "რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაც-ბოტისა კისერი გათქს". მაშინ [ვითარცა]
Line of ed.: 25     
/ესმა [სიტყუა ესე] / ერეკლე მეფესა, განრისხნა მისთჳს, და აღმოიკითხა წიგნისაგან
Line of ed.: 26     
დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუა იგი, ვითარმედ: "აღმოვიდეს ვაცი დასავლისა
Line of ed.: 27     
და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი". და თქუა მეფემან: "უკეთუ იყო ჩემდა
Page of ed.: 375   Line of ed.: 1     
სიტყუა ეგე კადნიერებისათჳს ჩემისა მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ." და დაუტევა
Line of ed.: 2     
ტფილისს ჯიბღუ ერის-თავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თჳთ წარემართა
Line of ed.: 3     
ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისასა, და დაილაშქრა ადგილსა მას,
Line of ed.: 4     
რომელსა ჰქჳან ხუზაშენი, და ნათელ-სცა ერეკლე ვარაზ გაგელსა და ყოველსა ერსა
Line of ed.: 5     
მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელი იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა.
Line of ed.: 6     
და წარვიდა ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისა
Line of ed.: 7     
და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთის-მშობელისა ეკლესიისა, და აღასრულა გუმბათი
Line of ed.: 8     
მისი. ხოლო მან ჯიბღუ წარიღო კალა და ციხე იგი ტფილისისა გამოიღო, და
Line of ed.: 9     
ციხის-თავი იგი შეიპყრა. და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისთჳს, რამეთუ თქუა სადიდებელი
Line of ed.: 10     
იგი მეფისა ერეკლესი. ხოლო კადრებისა მისთჳს ტყავი გაჰჴადა და მეფესა
Line of ed.: 11     
მისწია იგი გარდაბანს ვარაზ გაგელისსა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს,
Line of ed.: 12     
და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელ-სცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო
Line of ed.: 13     
ბაღდადი, და შეიპყრა ხუასრო მეფე, და მოაღებინა ძელი ცხოვრებისა, და იწყო შენებად
Line of ed.: 14     
იერუსალემისა, და დასუა / მოდისტოს პატრიაქად და წარმოემართა აქათ-ვე, და მოვიდა
Line of ed.: 15     
წელსა მეშჳდესა. / და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი განესრულა,
Line of ed.: 16     
ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა.

Line of ed.: 17        
და მან ერეკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინა,
Line of ed.: 18     
რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდენ, და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი,
Line of ed.: 19     
რომელნი-ცა-ღა არა მოინათლნენ, მოისრნენ. ხოლო მათ ნათლის-ღება არა
Line of ed.: 20     
ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ
Line of ed.: 21     
ზედა მახჳლი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმიდა
Line of ed.: 22     
სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, და წარვიდა ერეკლე მეფე სამეფოდ-ვე თჳსად.

Line of ed.: 23        
და მთავრობდა ქართლს იგი-ვე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე
Line of ed.: 24     
ბართლომე.

Line of ed.: 25        
მის ზედა-ვე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და
Line of ed.: 26     
მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად
Line of ed.: 27     
მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან
Line of ed.: 28     
განასრულა ეკლესია [ჯუარისა], და განაწესა მუნ ჯუარისა კრება, და დაჯდა ტფილისს
Line of ed.: 29     
ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის-ზე ქუეყანა ქართლისა
Page of ed.: 376   Line of ed.: 1     
აღწერეს, და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს
Line of ed.: 2     
აგარის ნათესავთა-ო.

Line of ed.: 3        
და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი.

Line of ed.: 4        
და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატ/ოსი, რომელმან გარდაბანელნი
Line of ed.: 5     
მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი, ფი/ლიპე და სტეფანოზ და ადარნასე.

Line of ed.: 6        
და ძენი მისნი გურგენ ერის-თავი, აშოტ კურაპალატი.

Line of ed.: 7        
ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო
Line of ed.: 8     
ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა. და მაშინ
Line of ed.: 9     
გაძლიერდა ჴელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ
Line of ed.: 10     
უძლო წინა-აღდგომად მათდა აშოტ. და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს
Line of ed.: 11     
საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩჳლნი,
Line of ed.: 12     
უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა.
Line of ed.: 13     
და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედა-წულითურთ და შვილითურთ.
Line of ed.: 14     
მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან,
Line of ed.: 15     
და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ
Line of ed.: 16     
მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზნი. მაშინ შეეწია ღმერთი
Line of ed.: 17     
აშოტ კურაპალატსა, და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და
Line of ed.: 18     
მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა.

Line of ed.: 19        
ხოლო ჴევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა.
Line of ed.: 20     
რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა
Line of ed.: 21     
ყოველნი ც/იხენი და მოვლო შავშეთი-ცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა
Line of ed.: 22     
სრვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედ-ღა დაშთეს / კაცნი
Line of ed.: 23     
ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკჳდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა
Line of ed.: 24     
და სიყუარულითა, და დაემკჳდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუება და
Line of ed.: 25     
აჴელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასოთა,
Line of ed.: 26     
და ზოგი ოჴერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ
Line of ed.: 27     
შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ჴელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.

Page of ed.: 377  
Line of ed.: 1        
და ამან აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი
Line of ed.: 2     
პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოჴრებულ იყო
Line of ed.: 3     
ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთ-ვე ციხედ, და
Line of ed.: 4     
წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა
Line of ed.: 5     
მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკჳდრა ციხესა მას
Line of ed.: 6     
შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე
Line of ed.: 7     
კარადმდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალ-გზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა
Line of ed.: 8     
ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.

Line of ed.: 9        
და იყო ერთსა შინა ჟამსა, განვიდა აშოტ, რათა-მცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათჳს
Line of ed.: 10     
სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსა-მე და განავლინა ლაშქრის-მაწუეველნი.
Line of ed.: 11     
და ვიდრე არღარა შეკრებულ იყო / ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს
Line of ed.: 12     
მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ჴევსა ნიგალისასა
Line of ed.: 13     
და იწყო ძებნად ერისა, რათა-მცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი. და წარმოემართნეს
Line of ed.: 14     
მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდეს
Line of ed.: 15     
კლვად / მისსა. მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკუა,
Line of ed.: 16     
მათი, და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინ-ღა აგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა
Line of ed.: 17     
მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა. ვერ წინა-აღუდგებოდა
Line of ed.: 18     
იგი მათ. ამისთჳს-ცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი
Line of ed.: 19     
მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა,
Line of ed.: 20     
რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი
Line of ed.: 21     
იგი მისი დათხეული დღეს-ცა საჩინოდ სახილველ არს.

Line of ed.: 22        
ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნეს დოლისყანასა,
Line of ed.: 23     
ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ჴელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წარვიდეს
Line of ed.: 24     
დოლისყანით და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თჳსისათა, დაეწივნეს მათ
Line of ed.: 25     
სავანესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა ერთი
Line of ed.: 26     
მათგანი, და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა
Line of ed.: 27     
შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ
Line of ed.: 28     
კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ^ჳლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა
Line of ed.: 29     
მ^ვ, თუესა იანვარ/სა ოცდაცხრასა.

Line of ed.: 30        
და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი
Page of ed.: 378   Line of ed.: 1     
თანა ჰყვეს მას, რაჟამს-იგი მოიწია შავშეთ-კლარჯეთად. ხოლო უმრწემესი გუარამ
Line of ed.: 2     
არტანუჯის მოსლვას-ღა შინა დაებადა.

Line of ed.: 3        
და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, მამისა მათისა, რომელ გარეთ ქუეყანა ჰქონდა
Line of ed.: 4     
ძეთა აშოტისთა -- წარუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნეს იგინი უსრულ ასაკითა.
Line of ed.: 5     
ხოლო რაჟამს სრულ-ასაკ იქმნეს იგინი, კუალად-ცა მოსცა ღმერთმან მათ-ვე ყოველი-ვე
Line of ed.: 6     
იგი ნაქონები მამისა მათისა. და ვიდრე უსრულო-ღა იყვნეს იგინი ასაკითა, იზარდებოდეს
Line of ed.: 7     
ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნეს ხარკის-მიმცემელ სარკინოზთა ყოველნი-ვე
Line of ed.: 8     
ჴევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს
Line of ed.: 9     
მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, დასუეს ბაგრატ კურაპალატად. / და
Line of ed.: 10     
წარმართა ღმერთმან ჴელმწიფება მათი.

Line of ed.: 11        
/ და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი:
Line of ed.: 12     
გურგენ, რომელი-იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს, და ძმანი
Line of ed.: 13     
მისნი აშოტ კეკელაჲ და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ჴელმწიფობასა მისსა დასუეს
Line of ed.: 14     
ანთიპატოს-პატრიკად. და ძენი ბაგრატ კურაპალატისანი სამნი: დავით, რომელი შემდგომად
Line of ed.: 15     
მამისა თჳსისა დასუეს კურაპალატად, ადარნასე და აშოტ. და ძენი უმრწემესისა
Line of ed.: 16     
აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ.

Line of ed.: 17        
ხოლო აშოტ კეკელაჲ, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქრონიკონსა პ^ზ, და დაუტევა
Line of ed.: 18     
გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს, და სუმბატ არტანუჯელი
Line of ed.: 19     
ანთიპატრიკი.

Line of ed.: 20        
/გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფლისა გუარამისა, უწინარეს მამისა თჳსისა ქრონიკონსა
Line of ed.: 21     
პ^თ. არა დაუტევა ძე.

Line of ed.: 22        
გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ჟ^დ; სიცოცხლესა-ვე
Line of ed.: 23     
მამისა თჳსისასა, და არა დაუტევა შვილი. და მამა მისი, ბაგრატ კურაპალატი,
Line of ed.: 24     
ძე აშოტ კურაპალატისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა ჟ^ვ, და დაუტევნა ძენი: დავით,
Line of ed.: 25     
რომელი შემდგომად მისსა კურაპალატ ყვეს; და მოიკლა იგი ჴელითა მამის ძმის-წულისა
Line of ed.: 26     
თჳსისა ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესა-ვე შინა გუარამისსა, ქრონიკონსა
Line of ed.: 27     
რ^ა, სუფევასა შინა გუარამისსა, ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა ნასრესი,
Line of ed.: 28     
უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისათა; და დაუტევა ამან დავით
Page of ed.: 379   Line of ed.: 1     
მოკლულმან ძე / მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ასაკითა, ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა
Line of ed.: 2     
სამეფოსა კოსტანტინეპოლედ და იყო მუნ მრავალ წელ.

Line of ed.: 3        
და ამისსა შემდგომად დასუეს გურგენ ძე ადარნასესი კურაპალატად, დიდისა აშოტ
Line of ed.: 4     
კურაპალატის ძისა.

Line of ed.: 5        
გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისა, მამა ნასრისა, ქრონიკონსა რ^ბ.

Line of ed.: 6        
და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა რ^ე.

Line of ed.: 7        
და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. და / იყო
Line of ed.: 8     
მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დი-სიძე ნასრესი, და შესწია მან დიდითა ლაშქრითა,
Line of ed.: 9     
მეფემან აფხაზთამან, და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხუა-ცა ლაშქარი
Line of ed.: 10     
ურიცხჳ. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისა, განვიდა ბრძოლ/ად
Line of ed.: 11     
მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი.
Line of ed.: 12     
და ყვეს ბრძოლა და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს-კერძთა
Line of ed.: 13     
და სძლეს ნასრას, მეოტ-ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ჴევსა სამცხისასა,
Line of ed.: 14     
სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ^ე. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიჴოცა
Line of ed.: 15     
საჴსენებელი მისი.

Line of ed.: 16        
ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის
Line of ed.: 17     
მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა
Line of ed.: 18     
კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.

Line of ed.: 19        
და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა
Line of ed.: 20     
ქრონიკონსა რ^თ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი
Line of ed.: 21     
[და დავით მამფალი].

Line of ed.: 22        
/და სიცოცხლესა-ვე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ; და ქუეყანა ნასრისი
Line of ed.: 23     
დაიპყრეს სხუათა ამათ მთავართა.

Line of ed.: 24        
ხოლო გურგენ კურაპალატი წარვიდა ტაოთ, კალმახით, მამულით თჳსით, ცხოვრებად
Line of ed.: 25     
შავშეთს და არტანს. და ამისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრიბეს
Line of ed.: 26     
ლაშქარი ერთმან-ერთსა ზედა ერთ-კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა,
Line of ed.: 27     
მეორე-კერძ ადარნასე ქართველთა მეფემან და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდეს ესენი
Line of ed.: 28     
ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა, / და ჰბრძოლეს ერთმან-ეთსა. და მეოტ იქმნა
Line of ed.: 29     
გურგენ კურაპალატი, წყლეს და შეიპყრეს. და მოკუდა წყლულებითა მისითა გურგენ
Line of ed.: 30     
კურაპალატი, ძე ადარნასესი, მისა აშოტ დიდისა, ქრონიკონსა რ^ია. და დაუტევნა
Line of ed.: 31     
/ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ ერის-თავთ-ერის-თავი.

Page of ed.: 380  
Line of ed.: 1        
შემდგომად გურგენ მამისა თჳსისა კურაპალატისა გარდაიცვალა [ადარნასე] ქრონიკონსა
Line of ed.: 2     
რ^ივ, და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერის-თავთა-ერის-თავი და
Line of ed.: 3     
გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე, დიდი ერის-თავთა-ერის-თავი იყო.

Line of ed.: 4        
და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ძე სუმბატისი ქრონიკონსა რ^კთ,
Line of ed.: 5     
თუესა აპრილსა კ^, დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი
Line of ed.: 6     
მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერის-თავი, აშოტ და დავით.

Line of ed.: 7        
გარდაიცვალა დავით ერის-თავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურაპალატისა, ძმა
Line of ed.: 8     
დიდისა გურგენისა, ქრონიკონსა რ^კჱ, და არა დაუტევა შვილი.

Line of ed.: 9        
აშოტ ერის-თავთა-ერის-თავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა
Line of ed.: 10     
კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა
Line of ed.: 11     
პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე / უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა
Line of ed.: 12     
ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ^ლჱ, და არა ესუა შვილი.

Line of ed.: 13        
და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმის-წული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს
Line of ed.: 14     
ერის-თავთა-ერის-თავად.

Line of ed.: 15        
გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ^მბ, და დაუტევა
Line of ed.: 16     
ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა-იგი ეწოდა ბაგრატ.

Line of ed.: 17        
გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა
Line of ed.: 18     
რ^მგ და დაუტევნა ძენი ოთხნი, დავით რომ/ელი შემდგომად მამისა / თჳსისა ქართველთა
Line of ed.: 19     
მეფე იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი, და სუმბატ, რომელი
Line of ed.: 20     
ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს.

Line of ed.: 21        
გარდაიცვალა გურგენ ერის-თავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ^მგ,
Line of ed.: 22     
მას-ვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დაუტევა
Line of ed.: 23     
ამან გურგენ ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდა გურგენ-ვე, სახელი
Line of ed.: 24     
მამისა თჳსისა.

Line of ed.: 25        
გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა,
Line of ed.: 26     
ქრონიკონსა რ^ნზ, და არა ესუა ძე.

Line of ed.: 27        
გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ^ნთ, თუესა
Line of ed.: 28     
ივნისსა, და არა ესუა ძე.

Line of ed.: 29        
გარდაიცვალა გურგენ დიდი ერის-თავთა-ერის-თავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი
Line of ed.: 30     
სიმჴნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა
Line of ed.: 31     
ყოველნი გარემოსნი, ქრონიკონსა რ^ჲა, თუესა თებერვალსა ი^დ. არა ესუა ძე.

Page of ed.: 381  
Line of ed.: 1        
გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ ართანუჯელისა მონაზონობასა შინა,
Line of ed.: 2     
ქრონიკონსა რ^ჲგ, თუესა თებერვალსა ოცსა, და დაუტევა ძე თჳსი სუმბატ, რომელი-იგი
Line of ed.: 3     
დასუეს ერის-თავთა-ერის-თავად.

Line of ed.: 4        
გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ^ჲე, თუესა
Line of ed.: 5     
მარტსა, და დაუტევა ძე თჳსი ადარნასე, რომელი შემდგომად
Line of ed.: 6     
მამისა თჳსისა მაგისტროსი იქმნა / და შემდგომად მამის ძმათა კურაპალატი იქმნა.

Line of ed.: 7        
მას-ვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი
Line of ed.: 8     
გარდ/აიცვალა, ძე ბაგრატ მამფლისა.

Line of ed.: 9        
გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა
Line of ed.: 10     
რ^ოდ, და არა ესუა შვილი. და ამას-ვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალა
Line of ed.: 11     
და არა ესუა ძე.

Line of ed.: 12        
და შემდგომად აშოტ კურაპალატისა / ძმა მისი დასუეს კურაპალატად, სუმბატ.

Line of ed.: 13        
და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა
Line of ed.: 14     
რ^ოჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერის-თავთ-ერის-თავი, რომელი ქართველთა
Line of ed.: 15     
მეფედ დასუეს, რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი.

Line of ed.: 16        
გარდაიცვალა [ადარნასე კურაპალატი], ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქორონიკონსა
Line of ed.: 17     
რ^პა, რომელი-ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩჳთა,
Line of ed.: 18     
და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერის-თავთა-ერის-თავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ
Line of ed.: 19     
ერის-თავთ-ერის-თავი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა რ^პვ, ხოლო ძმა მისი
Line of ed.: 20     
დავით კურაპალატი იქმნა დიდად.

Line of ed.: 21        
გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის, ძისა ბაგრატ მამფლისა, ქრონიკონსა რ^პჱ.

Line of ed.: 22        
გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურაპალატისა, ძმა ბაგრატ რეგუნისა, ქრონიკონსა
Line of ed.: 23     
ს^გ, და დაუტევა ძე დავით მცირე.

Line of ed.: 24        
გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთა-ერის-თავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა,
Line of ed.: 25     
არტანუჯელი, ქრონიკონსა ს^ჱ და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა
Line of ed.: 26     
დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, და
Line of ed.: 27     
დაუტე/ვნა ძენი ორნი: სუმბატ / და გურგენ.

Line of ed.: 28        
გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა
Line of ed.: 29     
ს^იბ, და არა ესუა შვილი.

Line of ed.: 30        
გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერის-თავთა-ერის-თავისა დიდებულისა, კაცისა
Line of ed.: 31     
მართლისა; და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა
Page of ed.: 382   Line of ed.: 1     
სუმბატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ს^იდ, და დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ,
Line of ed.: 2     
რომელსა უწოდეს მეფეთა-მეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა
Line of ed.: 3     
დის-წული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე
Line of ed.: 4     
იქმნა / აფხაზეთს, და ამისთჳს გურგენს მეფეთ-მეფობა ეწოდა.

Line of ed.: 5        
გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა
Line of ed.: 6     
ს^კა, და არა ესუა ძე.

Line of ed.: 7        
და აოჴრდა იმიერ-ტაო; და გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას
Line of ed.: 8     
ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა. და
Line of ed.: 9     
მივიდეს მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამა მისი გურგენ. და
Line of ed.: 10     
მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი -- გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა,
Line of ed.: 11     
რათა-მცა ვითარ მტერ-ყვნა ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით
Line of ed.: 12     
ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული
Line of ed.: 13     
მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონის-ძიებითა.

Line of ed.: 14        
გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა
Line of ed.: 15     
ს^კჱ, და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, და
Line of ed.: 16     
ეუფლა ტაოს მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობელობითა
Line of ed.: 17     
ჯიქეთითგან ვიდრე / გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა
Line of ed.: 18     
ჴელმწიფებითა,. ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთათჳს მეგობრად და ერთ-გულ
Line of ed.: 19     
ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ
Line of ed.: 20     
მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე.

Line of ed.: 21        
და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ჴელმწიფენი სუმბატ და
Line of ed.: 22     
გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დის-წულისანი, დარბაზობად მის
Line of ed.: 23     
წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიხუნა ქუეყანანი
Line of ed.: 24     
და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი / პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგჳსასა. და
Line of ed.: 25     
მუნ ციხესა შინა თმოგჳსასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა ს^ლა.
Line of ed.: 26     
და ეგრეთ-ვე მას-ვე წელსა შინა გურგენ-ცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქრონიკონსა
Line of ed.: 27     
ს^ლბ ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ
Line of ed.: 28     
და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნი-ვე შვილნი კლარჯთა მეფეთანი
Line of ed.: 29     
რომელ დაშთეს ამათ ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.

Line of ed.: 30        
ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და
Line of ed.: 31     
კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა
Page of ed.: 383   Line of ed.: 1     
მას-ვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ
Line of ed.: 2     
ქრონიკონსა / ს^ლდ, თუესა მაისსა ზ^, დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თჳსი
Line of ed.: 3     
გიორგი და დაჯდა იგი მეფედ წლისა ი^ჱ.

Line of ed.: 4        
ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, გან[უ]დგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა,
Line of ed.: 5     
და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერის-თავნი. მათ ქუეყანათ კუალად-ვე
Line of ed.: 6     
ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.

Line of ed.: 7        
და ამის გიორგის მეფობისა მეშჳდესა წელსა გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე
Line of ed.: 8     
ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და
Line of ed.: 9     
დაიბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთა-ვე მრავალ დღე, და არა მივიდეს ბრძოლად ერთმან-ერთსა
Line of ed.: 10     
ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი.
Line of ed.: 11     
[და მუნით მოვიდა კოლასა და] გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკანა მეფე ბერძენთა.
Line of ed.: 12     
და შეკრბეს რა უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი ლაშქარნი,
Line of ed.: 13     
იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა შინა, რომელსა ეწოდების / შირიმთა. და მრავლად
Line of ed.: 14     
მოისრნეს ორ-კერძო-ვე და მოიკლნეს მუნ დიდნი ერის-თავნი: რატი ძე ლიპარიტისი
Line of ed.: 15     
და ხურსი. და ვითარცა მოესმა ჴმა ომისა გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდეს
Line of ed.: 16     
ადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფე-ცა სპითა დიდითა.

Line of ed.: 17        
და შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლა დიდი და მოისრნეს
Line of ed.: 18     
მუნ ბერძენნი დიდნი და ფრიადნი. და / წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეზომ
Line of ed.: 19     
განდიდნა ბრძოლა იგი, რომელ სივლტოლა ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა
Line of ed.: 20     
გიორგისნი-ვე სულ-მოკლე იქმნეს რამეთუ მორიდეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი
Line of ed.: 21     
უკანა წარმოუდგა და მოვიდა არტანს, და დაწუა იგი; და რომელი პოვა, ტყუე ყო.
Line of ed.: 22     
ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკანა ბასილი ჯავახეთით
Line of ed.: 23     
კერძო, და მოაოჴრა ყოველი-ვე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად, და მოადგა
Line of ed.: 24     
ბასილი-ცა თრიალეთად-ვე. და რა ეახლნეს ერთმან-ერთსა, კუალად განძლიერდა გიორგი
Line of ed.: 25     
ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილი,
Line of ed.: 26     
შეიქცა თრიალეთით და უკ-მოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა,
Line of ed.: 27     
და კუალად უბოროტესადრე მოაოჴრა. და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა
Line of ed.: 28     
ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მოციქულნი ორთა-ვე ამათ მეფეთანი ზავისათჳს ერთმან-ერთისა
Line of ed.: 29     
წინაშე და მშჳდობისა.

Line of ed.: 30        
ხოლო იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილება დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნეს
Line of ed.: 31     
ბასილის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და მეფე იქმნა ქსიფი,
Line of ed.: 32     
და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლეთით-კერძი ქუეყანა. ხოლო ღმერთმან ბასილის
Page of ed.: 384   Line of ed.: 1     
დიდად შეშინებულსა-ვე პატივ-სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფენ წარვეზს, და ყოველნი-ვე
Line of ed.: 2     
ერნი მისად მიმდგომელნი შეიტყუვნეს ციხესა შინა, შეიპყრ/ეს და ბასილის წინაშე
Line of ed.: 3     
წარმოგზავნეს. და მან ექსორია ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა
Line of ed.: 4     
თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე ქართველი.

Line of ed.: 5        
და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე / და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი
Line of ed.: 6     
გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ხოლო გიორგი
Line of ed.: 7     
მეფემან განავლინა ზჳადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თჳსსა. და დაილაშქრა ზჳადმან-ცა
Line of ed.: 8     
ამიერ კიდესა ბასიანისასა, რე-ცა ზამთრის სახედ. ხოლო თჳთ გიორგი მეფე
Line of ed.: 9     
უკანა ისრე განვიდა ზავად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორ-კერძო-ვე
Line of ed.: 10     
მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა
Line of ed.: 11     
უნდოდა მშჳდობა, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწჳეს იგი ბასილის ზედა, რომელი-იგი
Line of ed.: 12     
ზავად და მშჳდობად ჰგონებდა მისლვასა მათსა, და ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო
Line of ed.: 13     
გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა
Line of ed.: 14     
ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელნი მისად
Line of ed.: 15     
დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან
Line of ed.: 16     
ჰოროლისა წუერითა ამართნა იგინი. მიუპყრა ღმერთსა და თქუა: "იხილე, უფალო,
Line of ed.: 17     
წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან".

Line of ed.: 18        
და კუალად მოიღო ბასილი მეფემან ძელი / ცხოვრებისა მანდილითა წმიდითა,
Line of ed.: 19     
და დასცა იგი ქუეყანასა ზედა და თქუა ესრეთ, ვითარმედ: "უკეთუ მიმცე მე ჴელთა
Line of ed.: 20     
მტერთასა, არღარა თაყუანის-გცე უკუნისამდე". და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მას-ვე
Line of ed.: 21     
ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი-იგი პირველ მივიდეს;
Line of ed.: 22     
და გამოვიდეს მიერ-კერძო ტაღმანი მეფისანი რუსნი, და არა განერა ერთი-ცა პირველ
Line of ed.: 23     
მოსრულთა მათ თჳნიერ მცირედთასა. რამეთუ თჳთ მეფე გიორგი და უძლიერესი
Line of ed.: 24     
ლაშქარი მისი არღარა მისრულ იყო ჯერეთ ყოვლად-ვე, და მოიკლნეს მათგანი მას
Line of ed.: 25     
დღესა შინა, რომელთა-ცა-იგი მშჳდობის-ყოფა არა ენებათ, და მეოტ იქმნეს ყოველნი.
Line of ed.: 26     
და მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა და რომელნი-მე მეოტ იქმნეს. წარიღეს
Line of ed.: 27     
ბერძენთა ავარი დიდ-ძალი და განძი სამეფო ყოველი სრულიად, რომელი აქუნდა.

Line of ed.: 28        
და წარმოიძრა მცირედ ბასილი / მეფე და მოუდგა უკანა. და კუალად იწყო
Line of ed.: 29     
ზავად და მშჳდობად პირველისაებრ-ვე, რამეთუ შიში აქუნდა საბერძნეთით კუალად-ცა
Line of ed.: 30     
განდგომილებისა. და ყვეს მაშინ მშჳდობა და დაიზავნეს.

Line of ed.: 31        
და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ, სამისა წლისა ყრმა ჩჳლი,
Line of ed.: 32     
და მისცა ციხე ათორმეტი, და ქუეყანა დავით კურაპალატისა ნაქონები ტაოს, ბასიანს,
Page of ed.: 385   Line of ed.: 1     
და ჯავახეთს, შავშეთს. და ესრეთ წარვიდა / ბერძენთა მეფე ბასილი, და თანა წარიტანა
Line of ed.: 2     
ბაგრატ ყრმა მცირე. და შემდგომად სამისა წლისა შინა-ვე წარმოგზავნა აღუთქუა
Line of ed.: 3     
გიორგის ბაგრატისი.

Line of ed.: 4        
გარდაჴდეს რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით
Line of ed.: 5     
კოსტანტინეპოლით ბაგრატ, ძე გიორგისი, ვითარცა-იგი აღეთქუა. და მოიწია ბაგრატ
Line of ed.: 6     
ტაოს და შემოვიდა თჳსსა მამულსა ბანას თანა-მოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლისათა
Line of ed.: 7     
ზღვრადმდე ბაგრატის მამულისა. ხოლო შე-რა-იქცა კატაბანი იგი, მოემთხჳვნეს
Line of ed.: 8     
მას მანდატურნი წიგნითა ესრეთ წერილითა, ვითარმედ: "მიიცვალა ბასილი
Line of ed.: 9     
მეფე, ძმა ჩემი, და ვიქმენ მე მეფე ყოვლისა საბერძნეთისა. და აწ სადა-ცა-ღა მოწევნულ
Line of ed.: 10     
იყოს საჴელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, გარე-ვე-აქციე იგი სწრაფით და
Line of ed.: 11     
წინაშე ჩუენსა მოგზავნე". და ვითარცა აღმოიკითხა კატაბანმან, მსწრაფლ მოიქცა და
Line of ed.: 12     
დევნა უყო ბაგრატს, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თჳსსა მამულსა შემოსრულ იყო
Line of ed.: 13     
იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერ-ღა-რა ეძლო კატაბანსა
Line of ed.: 14     
მას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა. ეჰა, დიდი და საკჳრველი მოწყალება ღმრთისა/
Line of ed.: 15     
ვითარ-ღა განერა მართალი ჴელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა
Line of ed.: 16     
ს^მე.

Line of ed.: 17        
და მოვიდა ბა/გრატ საბერძნეთით წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა და
Line of ed.: 18     
დედისა თჳსისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესრეთ შეკრბეს
Line of ed.: 19     
იგინი მშჳდობით, და მისცეს დიდება და მადლობა / ღმერთსა მომადლებისათჳს მათდა
Line of ed.: 20     
ესე-ვითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა რა გარდაჴდეს წელნი ორნი, გარდაიცვალა
Line of ed.: 21     
გიორგი, მამა ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსა ეწოდების
Line of ed.: 22     
მყინვარნი, ქრონიკონსა ს^მზ, თუესა აგჳსტოსა ი^ვ. და დამარხეს იგი ქუთათისს.

Line of ed.: 23        
და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი
Line of ed.: 24     
ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე, და ბანელი ეპისკოპოსი
Line of ed.: 25     
იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა, რომელნი-მე ციხოვანნი და
Line of ed.: 26     
რომელნი-მე უციხონი, განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი
Line of ed.: 27     
ბერძენთა მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო.

Line of ed.: 28        
და წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტინე მეფემან პარკიმანოსი თჳსი მიუუწდომელისა
Line of ed.: 29     
ძალითა ლაშქრითა თჳსისათა და განძითა ურიცხჳთა ყოვლად უძლიერესად
Line of ed.: 30     
ბასილი მეფისა-ცა. მოვლო და მოაოჴრა ქუეყანანი იგი, რომელნი პირველ მოეოჴრნეს
Line of ed.: 31     
ქუეყანანი ბასილი მეფესა, და უმეტეს-ცა. რამეთუ მიიწია ესე თრიალეთს ციხესა ქუეშე
Line of ed.: 32     
კლდე-კართასა, სადა-იგი იყვნეს მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძ/ოლა ყვეს, გარნა
Line of ed.: 33     
არა დიდად. და განდგეს კუალად აზნაურნი, და მისცნეს ციხენი, ჩანჩახამან, ერის-თავმან
Line of ed.: 34     
შავშეთისამან, მისცა ციხე წეფთისა, და თჳთ წარვიდეს იგინი საბერძნეთს.

Page of ed.: 386  
Line of ed.: 1        
ხოლო აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის
Line of ed.: 2     
ეკლესიასა და სახელ-სდვა მას სუეტი. და შეკრიბა მაშინ მან ერი თჳსი და შევიდეს
Line of ed.: 3     
მას შინა თჳთ საბა მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის
Line of ed.: 4     
აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა.

Line of ed.: 5        
ხოლო მოავლინა მუნ პარკიმანოსმან იოვანე ხ/არტულარი, სახელით ვალანგ,
Line of ed.: 6     
ლაშქრითა დიდ-ძალითა, და თანა-მოსცა მას ძე გურგენ კლარჯისა დემეტრე, რე-ცა
Line of ed.: 7     
შესატყუენელად ქუეყანისა მკჳდრთა, რომელი-ესე იქმნა ესრეთ. რამეთუ მიიქცეს ერნი,
Line of ed.: 8     
სოფელნი უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა. და გამოადგინეს ლაშქარნი
Line of ed.: 9     
სუეტსა მას ტბეთისასა, და ჰბრძოდეს ძლიერად მრავალ-ღონედ. და ღმერთმან განაძლიერნა
Line of ed.: 10     
მყოფნი იგი სუეტსა მას შინა მადლითა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთათა და
Line of ed.: 11     
ლოცვითა წმიდათა ამათ მღდელთ-მოძღუართათა. და ვითარცა ერთ-გულნი
Line of ed.: 12     
და ჭეშმარიტნი მარტჳლნი საღმრთონი თავთა თჳსთა სიკუდილად განსწირვიდეს, და
Line of ed.: 13     
ჴორციელთა უფალთათჳს თავთა თჳსთა განსწირვიდეს, და სისხლთა დასთხევდეს
Line of ed.: 14     
სიტყჳსაებრ მოციქულთასა, და / განძლიერდებოდეს. ყოველთა-ვე ეტყოდეს, ვითარმედ:
Line of ed.: 15     
"ნუ-მცა შეგჳტყუებენ ჩუენ ლიქნანი ესე და საფასენი მსწრაფლ წარმავალნი, არამედ
Line of ed.: 16     
მოვიგოთ მადლი ერთგულებისა და გჳრგჳნი ახოვნებისა". რამეთუ მბრძოლნი იგი გარე
Line of ed.: 17     
მოდგომილნი მათდა ლიქნიდეს აღთქმითა და ქადაგებითა კეთილითა და საფასეთათა:

Line of ed.: 18        
ხოლო ესე-ვითარად რა ღელვად აღტეხილად იგუემებოდა აღმოსავლეთი, მსწრაფლ
Line of ed.: 19     
ეწია რისხვა უმსჯავროსა მას მეფესა კოსტანტინეს, მსგავსად-ვე ივლიანეს უსჯულოსა,
Line of ed.: 20     
უწყალოებისათჳს ბაგრატ მეფისა ჩუენისა, მოოჴრებისათჳს მამულისა მისისა, და
Line of ed.: 21     
მოსწრაფედ მოუწერა პარკიმანოსს პროედროსსა თჳსსა, რათა მსწრაფლ შეიქცეს იგი
Line of ed.: 22     
ლაშქრით-ურთ თჳსით და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და წარვიდა იგი, ესმა რა ესე.
Line of ed.: 23     
და ვითარცა გარდაიცვალა ესე კოსტანტინე მეფე, დაუტევა შემდგომად მისსა მეფობა
Line of ed.: 24     
რომანოზს, ნათესავსა და მიმდგომსა-ვე თჳსსა.

Line of ed.: 25        
ამისსა შემდგომად წელსა მესამესა სანატრელმან დედოფალმან მარიამ, დედამან
Line of ed.: 26     
ბაგრატ მეფისამან, შეიმოსა სიმჴნე და ახოვნება, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთა
Line of ed.: 27     
მათ ძლიერთა და დიდთა / მეფეთა არშაკუნიანთა და წარვიდა კოსტანტინეპოლედ
Line of ed.: 28     
წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშჳდობა-ყოს აღმოსავლეთისათჳს და
Line of ed.: 29     
რათა არღარა იყოს ბრძოლა ბერძ/ენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ
Line of ed.: 30     
და მყუდრო იყვნენ, და რათა მიუთხრეს პატივი ძესა თჳსსა ბაგრატს მეფესა წესისაებრ
Line of ed.: 31     
სახელისა.




This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.