TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 48
Previous part

Chapter: 48 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   ისმინეთ ესე ყოველმან თესლებმან და მერჩდით მე ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნაშობნი ქუეყანისანი, ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისჴმის-ყოფასა.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
მივყო იგავსა ყური ჩემი და განვაცხადნე იგავნი გალობისანი.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
რაჲსათჳს არა მეშინოდის მე დღესა ბოროტსა? ურჩულოებანი სლვათა ჩემთანი გარე-მომადგეს მე.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა სიმდიდრისა მათისასა იქადოდიან.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
ძმამან ვერ იჴსნას, ვერ იჴსნას იგი კაცმან; არა მისცა მან ღმერთსა საჴსარი თავისა თჳსისაჲ,

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
არცა სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა შურებოდე უკუნისამდე,

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
და სცხოვნდე სრულიად. არა იხილო განსაჴრწნელი,

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
რაჟამს იხილონ ბრძენთა სიკუდილი. ერთბამად უგუნურნი და უკეთურნი წარწყმდენ, დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
ტაძარები მათი სახლებ მათდა იყო უკუნისამდე, საყოფელ მათდა თესლითი თესლამდე; სახელები მათი ითქუას მიწასა მათსა.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო. ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
ესე არს გზაჲ საცთურებისა მათისაჲ მათდა მიმართ, ამისა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილითა ჰმწყსიდეს მათ; ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად, და შეწევნაჲ მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან დაეცნენ.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
ხოლო ღმერთმან იჴსნას სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი, რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაჲ;

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცაღა შთაჰყვეს დიდებაჲ სახლისა მისისაჲ მის თანა.

Verse: 19  Link to mcat Link to sept Link to armat   
არამედ სული მისი ცხორებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.

Verse: 20  Link to mcat Link to sept Link to armat   
შევიდეს იგი ნათესავსა მამათა მისთასა, უკუნისამდე ნათელი მან არა იხილოს.

Verse: 21  Link to mcat Link to sept Link to armat   
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურითა და მიემსგავსა მათ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.