TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 44
Previous part

Chapter: 44 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   აღმოთქუნ გულმან ჩემმან კეთილი, და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი ვითარცა საწერელი მწიგნობრისა ჴელოვნისაჲ.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ყოველთა ძეთა კაცთასა, განეფინა მადლი ბაგეთაგან შენთა; ამისთჳს გაკურთხოს შენ ღმერთმან უკუნისამდე.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა,

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
გარდაიცუ მშჳლდსა შენსა, წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და მშჳდობისა და სიმართლისა. გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ლსარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
ღმერთო, საყდარი შენი უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა შენისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ; ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
მური, შტახსი, კასიაჲ სამკაულისაგან შენისა, ტაძართაგან პილოჲს ძუალედთა, რომელთა განგახარეს შენ.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
ასულნი მეუფისანი პატივითა ღირს იქმნეს; დაადგინე დედოფალი მარჯუენით შენსა, შემოსილი სამოსლითა ოქრეანითა, შემკულა და შემოსილ პირად-პირად შუენიერი.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი. დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
სთნდეს მეუფესა სიკეთე შენი, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
შენ თაყუანის-სცე მას და ასულმანცა ტუიროსისმან თაყუანის-სცეს მას, ძღუნით პირსა მისსა ჰმსახურებდენ მდიდარნი ერისანი.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
ყოველი დიდებაჲ ასულისა მეუფისაჲ შინაგან; ფესუედითა ოქრეანითა შემკულა და შემოსილ.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიართუენ მეუფესა ქალწულნი მისნი, და შემდგომად მისა, მოყუასნი მისნი მიერთუნენ მას.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიართუენ მას სიხარულითა და გალობითა და შეიყვანენ იგინი ტაძართა მეუფისათა.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
მამათა შენთა წილ იყვნენ შვილნი შენნი; დაადგინენ იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
მოიჴსენონ სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.