ისმინე, უფალო სიმართლისაო, მომხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ბაგითა ზაკულითა.
პირით შენით განვმართლდე და თუალთა ჩემთა იხილონ წარმართებულებაჲ.
გამოცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე და არა იპოვოს ჩემ თანა უშჯულოებაჲ.
რაჲთა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს ბაგეთა შენთაჲსა დავიცვენ მე გზანი ფიცხელნი.
დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაჲთა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაჲ.
საკჳრველ ჰყავ შენ წყალობაჲ შენი, რომელმან იჴსნნა მოსავნი შენნი მჴდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარე მე
პირისაგან უღმრთოთაჲსა, რომელნი მაჭირებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს
და ცმელსა თჳსსა შეიყინნეს, პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
განმაგდეს მე კუალად, ესერა მოაქციეს და მომიცვეს მე. გულს-იდგინეს დამდაბლებაჲ ჩემი ქუეყანად.
მექმნნეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ რაჲ ზინ მზირად.
აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ, დაამჴუენ იგინი და იჴსენ სული ჩემი უღმრთოთაგან.
მახჳლი მტერთა შენთაჲ ჴელსა შენსა არს შენ, უფალო ღმერთო ჩემო, დააყენენ და დაამცირენ იგინი ქუეყანით მათით, მიმოდაყვენ, დააბრკოლენ იგინი ცხორებასა მათსა, რამეთუ საიდუმლოჲთა შენდამი აღივსო მუცელი მათი, განძგეს ჭამადითა მათითა, დაუტევეს ნეშტი მათი ყრმათა მათთა.
ხოლო მე სიმართლითა ჩემითა ვეჩუენო პირსა შენსა და განვძგე გამოჩინებითა დიდებისა შენისაჲთა .