TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 447
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1     მომიგო და მრქუა მე: ესე სოფელი შექმნა მრავალთათჳს მაღალმან მან, ხოლო მერმე იგი -- მცირედთათჳს.

Verse: 2     
განგიმარტო შენ წინაშე იგავი ესე, ეზრა, რაჲთა ჰკითხო ქუეყანასა და გითხრას შენ, ვითარმედ უმრავლე არს ქუეყანაჲ, სადა იპოვის კაცი და ადგილი ჩან, რომლისა მიწისაგან გამოვალს ოქროჲ, ეგრეცა საქმენი ამის სოფლისანი.

Verse: 3     
დაებადნეს მრავალნი, ხოლო მცირედნი ცხომდენ.

Verse: 4     
მიუგე და ვარქუ; განმხიარულდინ აწ სული ჩემი გონებითა და განპოხნედ ყურნი ჩემნი მეცნიერებითა.

Verse: 5     
გონებაო, მოხუედ სმენად, გესმა, Page of ms. J: 210r  დასცხერ და ნურაჲ გინებნ აწ უფროჲს, არცაღათუ მოცემულ არს შენდა, არამედ მოცემულ არს ჩუენდა მცირედი ცნობაჲ.

Verse: 6     
უფალო, უკუეთუმცა უბრძანე მონასა შენსა და მომცა, მეც ჩუენ თესლისა გამომღებელი გული და მუშაკებაჲ გონებისაჲ, რომლისაგან ნაყოფიმცა იპოვა, რაჲთა უძლონ ცხორებაჲ ყოველმან განჴრწნადმან და პოონ ცხორებაჲ კაცისაჲ.

Verse: 7     
რამეთუ ერთბამად და ერთად ჴელთა შენთა შექმნულნი ვართ ჩუენ ყოველნი, ვითარცა ვთქუ.

Verse: 8     
რამეთუ განაცხოველი აწვე, ოდეს შეჰქმნილ საშოსა შინა გუამი და მოსცნი ასონი, და დაიცვი სიცხოჲსაგან და წყლისა შენი იგი შექმნული, და ცხრა თთუჱ იტჳრთის იგი შენგანვე შექმნულმან და დაბადებულმან შენმან რომელ-იგი შეჰქმენ.

Verse: 9     
...და .. მითურთით [სიტყუამან შენმან] დაიცვის და მერმე მოსცის საშოსა მის თანა ნამა[რხევი იგი].

Verse: 10     
და უბრძანი ასოთაგან ძუძუსა განპოხად სძითა,

Verse: 11     
მერმე ძუძუჲთგან განპოხე შენ შექმნული შენი ვიდრე მრავალ ჟამადმდე, და შენითა განგებითა განსრულებული იგი ას[ოჲ] გეწყალინ.

Verse: 12     
რამეთუ გან[ჰზა]რდი იგი შენითა სიმართლითა, და განსწავლი იგი შენითა შჯულითა, და გულისხმა-უყვი მას შენითა მეცნიერებითა

Verse: 13     
Page of ms. J: 210v  და მოაკუდინი იგი, ვითარცა შენი დაბადებული, და აცხოვნი იგი, ვითარცა შენი შექმნული.

Verse: 14     
აწ უკუე წარ-მე-სწყმიდოა კაცი, ესოდენითა შრომითა შექმნული იგი შენი და ბრძანებული, და ძნიად შრომითა განწესებული იგი შენი, უკუეთუ შე-ვე-რაჲსა-ჰქმენ კაცი იგი?

Verse: 15     
ხოლო აწ [ვთქუა] ყოვლისათჳსვე უფროჲს-ღა, რომელ შენ მიბრძანე, და ერისა შენისათჳს, რომლისაჲ მელმის,

Verse: 16     
და სამკჳდრებელისა, რომლისათჳს ვჭუვი, და [ნათესავისა] იაკობისისა, რომლისა ... შეძრწუნებულ ვარ.

Verse: 17     
[ამისთჳს] ვიწყო ლოცვად წინაშე შენსა ჩემთჳს და მათთჳს, რამეთუ ვხედავ მე ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა ბრკუმასა.

Verse: 18     
არამედ მესმა მე შჯულისაგანცა დაბადებისაჲ, რომლისაჲ ყოფად არს.

Verse: 19     
ამისთჳს ისმინე ჴმისა ჩემისაჲ და ყური მოყავ სიტყუათა პირისა ჩემისათა, რომელსა ვიტყოდე.

Verse: 20     
და თქუა: უფალო, რომელი დამკჳდრებულ ხარ საუკუნითგან უკუნისამდე, რომელი სიმაღლეთა ზედა მაღალთა იქცევი, რომლისა საყოფელი -- ზესკნელს აერთა შინა,

Verse: 21     
რომლისაჲ საყდარი -- უძლეველ და დიდებაჲ -- მიუწდომელ, რომლისა წინაშე დგანან ერნი ანგელოზთანი შიშით, რომლისაჲ-ეგე სიტყუანი სულად და ცეცხლად გარ/დაიქცევიან, Page of ms. O: 492v   რომლისაჲ სიტყუაჲ -- დამყარებულ Page of ms. J: 211r  da tkumuli hgies uḳunisamde,

Verse: 22     
რომლისაჲ განგებაჲ -- მტკიცე და ბრძანებაჲ -- საშინელ, რომლისა მოხილვამან განაჴმნის უფსკრულნი, და მრისხანებამან დაადნვნის მთანი, და ჭეშმარიტებაჲ წამებულ არს!

Verse: 23     
ისმინე. უფალო, ჴმაჲ მონისა შენისაჲ, და ყური მოყავ თქუმულთა შენთასა, და მოხედე სიტყუათა ჩემთა.

Verse: 24     
რამეთუ ვიდრე ვარდა ცხოვრებასა ამას, ვიტყოდი; და ვიდრე ვდგა გონებასა ამას, გლოცვიდე ნუ მიჰხედავ ცოდვათა ამათ ერისა შენისათა, არამედ მოჰხედე მსახურებათა ერისა შენისათა.

Verse: 25     
და ნუ მოიხილავ საქმეთა მათ უშჯულოთასა, არამედ მოიხილე მათ ზედა, ყოველნი ვნებით შენთა მათ აღთქუმათა დაიმარხვენ.

Verse: 26     
ნუცა მოიჴსენებ მათსა, რომელნი უკეთურებით იქცევიან წინაშე შენსა, არამედ მოიჴსენე მათი, რომელნი სახიერებით შენსა შიშსა ერწმუნებიან.

Verse: 27     
ნუცა ჯერ-გიჩნ წარწყმედაჲ მათი, რომელთა სახენი პირუტყუთა მსგავს არიან; არამედ მოიხილე მათ ზედა, რომელნი ბრწყინვალებით შჯულისა შენისაჲთა სწავლულ არიან.

Verse: 28     
ნუცა განჰრისხნები მათ ზედა, რომელნი ბოროტთა მჴეცთა სახჱ არიან,

Verse: 29     
არამედ მოიჴსენე სიყუარული მათი, რომელნი მარადის დიდებასა შენსა ესვენ.

Verse: 30     
რამეთუ ჩუენცა და ჩუენსა პირველნიცა ჴრწნილებისა სახესა დავადგერით;

Verse: 31     
ხოლო შენ ჩუენ ცოდვილთათჳს მოწყალე ხარ.

Verse: 32     
უკუეთუ რომელთა-ესე საქმჱ არა გუაქუს, და გინდეს შეწყალებაჲ ჩუენი / Page of ms. J: 211v  სრულიად, მაშინ Page of ms. O: 493r   მოწყალე იყოს სახელი შენი.

Verse: 33     
რამეთუ მართალნი, რომელთანი საქმენი წინაშე შენსა არიან, თჳსთა საქმეთაგან მიიღონ მოსაგებელი.

Verse: 34     
ანუ რაჲ-მე არს კაცი, რომლისა ზედამცა არა განჰრისხენ, ანუ რაჲ-მე არს ნათესავი განჴრწნადი, ვითარმცა განჰმწარდი მათთჳს?

Verse: 35     
ჭეშმარიტად, არავინ არს ნაშობი კაცთაგანი, რომელმანმცა არა შეგცოდა.

Verse: 36     
ამით განცხადებულ იყოს ქველის-საქმჱ შენი, ოდეს შეიწყალნე, რომელთა-იგი არა აქუს ძალი საქმეთა კეთილთაჲ.

Verse: 37     
მომიგო და მრქუა მე: მართლიად სთქუ ყოველივე, და მსგავსად სიტყუათა მაგათ შენთაებრ ყოფად არს.

Verse: 38     
და ნანდჳლ არა მოვიჴსენნე საქმენი იგი ცოდვილთანი, არცა სიკუდილი მათი, არცა საშჯელი წყმედისა მათისაჲ ;

Verse: 39     
არამედ ვიხარებდე მე მართალთა მათ ზედა საქმესა, რამეთუ ეგრეთ არს აღდგომაჲ მათი და მოსაგებელი.

Verse: 40     
ვითარცა სთქუ, ეგრეცა არს.

Verse: 41     
რამეთუ ვითარცა მუშაკმან სთესის მრავალი თესლი, და ნერგი მრავალი დაჰნერგის, ხოლო ჟამსა მას აღმოცენებისასა არა ყოველი თესლი აღმოსცენდის, არცა ყოველი ნერგი განიგის, ეგრეცა, რომელნი არიან ამას სოფელსა, და ყოველნი ცხონდენ არა.

Verse: 42     
მიუგე და ვარქუ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, ვიტყოდი.

Verse: 43     
Page of ms. J: 212r  თესლი თუ მუშაკისაჲ არა აღმოჴდის, რამეთუ არა მოვიღის წჳმაჲ მას ზედა და განირყუნის.

Verse: 44     
ხოლო კაცი ჴელთა შინა შენთა შეიქმნა და შენსა ხატსა ემსგავსა, რამეთუ ემსგავსა თესლი მუშაკსა.

Verse: 45     
Page of ms. O: 493v   ნუ წარსწყმედ, უფალო, არამედ ულხინე ერსა შენსა და შეიწყალე სამკჳდრებელი შენი, რამეთუ შენი დაბადებული გეწყალინ.

Verse: 46     
მომიგო და მრქუა მე: ამის სოფლისაჲ ამის სოფლისა თანა ...

Verse: 47     
რამეთუ ფრიადღა გაკლს შენ, ვითარმცა უძლე შენ შეყუარებად დაბადებულისა ჩემისა უფროჲს ჩემსა; ხოლო შენ ეგერა თავიცა შენი მრავალჯერ შეჰრაცხე უღმრთოთა თანა, არამედ ნუ იყოფინ.

Verse: 48     
რამეთუ ამისთჳსცა საკჳრველ იყო წინაშე მაღლისა,

Verse: 49     
რამეთუ დაიმდაბლე თავი შენი, რამეთუ შენთჳს თავი შენი არად შეჰრაცხე მრავალთა თანა, რაჲთა უფროჲს იდიდოს.

Verse: 50     
ხოლო აწ მრავლითა უბადრუკებითა დაგლახაკნეს მკჳდრნი ამის სოფლისანი, ამისთჳს რამეთუ მრავალნი ამპარტავანებითა ვიდოდეს.

Verse: 51     
ხოლო შენთჳს გულისხმა-ყავ და მსგავსთა შენთათჳს ეძიებდ დიდებასა.

Verse: 52     
რამეთუ თქუენთჳს განღებულ არს სამოთხე, და დანერგულ არს ხჱ იგი ცხორებისაჲ, და განმზადებულ არს მომავალი სასუფეველი, განმზადებულ არს ფუფუნებაჲ; და აღშჱნებულ არს და განმზადებულ არს განსასუენებელი, და განგებულ არს საშუებელი დასაბამითგან, და აღმოცენებულ არს ძელი იგი სიბრძნისაჲ.

Verse: 53     
აღბეჭდულ არს თქუენგან სალმობაჲ, დაშრეტილ არს Page of ms. J: 212v  თქუენგან სიკუდილი, დამალულ არს ჯოჯოხეთი, ვლტოლილ არს ჴრწნილებაჲ.

Verse: 54     
წარჴდეს და დაივიწყნეს სალმობანი, გამოაცხადნა სრული Page of ms. O: 494r   იგი ფასი უკუდავებისაჲ

Verse: 55     
ნუღარა შესძინებთ კითხვად მრავალთა მათთჳს წარსაწყმედელთა,

Verse: 56     
რამეთუ მათცა მიიღეს აზნაურებაჲ: და შეურაცხ-ყვეს მაღალი, და შჯული მისი დააკნინეს, და გზანი მისნი განაქარვნეს,

Verse: 57     
უფროჲსღა ღირსნი მისნი დათრგუნნეს,

Verse: 58     
თქუეს გულსა შინა მათსა: "არა არს ღმერთი", ამისთჳსცა უწყიან სიკუდილი მათი.

Verse: 59     
ვითარცა თქუენ გელის თქუმული იგი კეთილი, ეგრეცა მათთჳს სწყურის სატანჯველსა, რამეთუ განმზადებულ არს. და არა თუ მაღალსა უნდა მოსპოლვაჲ კაცთაჲ,

Verse: 60     
არამედ ესე, რომელ დაებეჭდნეს, შეაგინეს სახელი შემოქმედისა მათისაჲ, და არა ჰმადლობდეს მას, რომელმან განუმზადა მათ კეთილი.

Verse: 61     
ხოლო აწ ამისთჳს საშჯელი ჩემი მოახლებულ არს,

Verse: 62     
რომელ არა მრავალთა უწყებულ არს, არამედ შენ ხოლო და მსგავსთა შენთათჳს მცირედთა.

Verse: 63     
მიუგე და ვარქუ: ... მრავალი სასწაული ... გეგულების ყოფად, უკუანაჲსკნელსა ... არა მაუწყე, რომელსა ჟამსა იყოს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.