TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 437
Previous part

Chapter: 9  
Verse: 1   Link to septLink to mcat Link to sept   პირველსა წელსა დარიოზისა ძისა ასუერის<ს>ა ნათესავისაგან უჟიკთაჲსა, რომელი მეფობდა მეფობასა ქალდეველთაჲსა.

Verse: 2   Link to septLink to mcat Link to sept   
მე დანიელ გულის-ჴმა-ვყავ წიგნთაგან რიცხვსა წელთაჲსა, რომელ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა წინაწარმეტყუელისა აღსრულებისა მის მოოჴრებისა იჱრუსალემისა სამეოც და ათ წელ.

Verse: 3   Link to septLink to mcat Link to sept   
და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ გამოძიებად Page of ms. J: B131v  ლოცვისა და ვედრებისა მარხვითა და ძაძითა.

Verse: 4   Link to septLink to mcat Link to sept   
და ვილო/ცევდ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა, და აუვარებდ, და ვთქუ; უფალო ღმერთო დიდო და საკჳრველო და ძლიერო, რომელმან დაუმარხი აღთქუმაჲ და წყალობაჲ მოყუარეთა შენთა, რომელთა დაიმარხნიან მცნებანი შენნი,

Verse: 5   Link to septLink to mcat Link to sept   
შეგცოდეთ; უმსახურებელ ვიქმნენით, და განგიდეგით შენგან, და გარდავიქეცით მცნებათაგან შენთა და სამართალთაგან შენთა.

Verse: 6   Link to septLink to mcat Link to sept   
და არა ვისმინეთ მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი ეტყოდეს მეფეთა ჩუენთა და მთავართა სახელითა შენითა და ყოველსა ერსა ქუეყანისასა,

Verse: 7   Link to septLink to mcat Link to sept   
შენდა უფალო სიმართლჱ, და ჩუენდა სირცხჳლი პირისა ჩუენისაჲ, ვითარცა დღესა მას კაცისა ჰურიასტანელისა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა და ყოველთა ისრაჱლისათა, რომელნი იგი ახლოს არიან, და რომელნი იგი შორიელ არიან ყოველსა ქუეყანასა ზედა, და მიმოდააბნიენ შენ იგინი ურჩებითა მათითა, რომელნი იგი არა დაგემორჩილნეს შენ.

Verse: 8   Link to septLink to mcat Link to sept   
უფალო ჩუენდა სირცხჳლი პირისა ჩუენისაჲ და მეფეთა მათ ჩუენთა და მამათა მათ ჩუენთა, რომელთა იგი შეგცოდეს შენ.

Verse: 9   Link to septLink to mcat Link to sept   
უფალსა ღმერთსა ჩუენსა, შენნი არიან წყალობანი, და შენნი არიან ლხინებანი, რამეთუ განგიდეგით,

Verse: 10   Link to septLink to mcat Link to sept   
და არა ვისმინეთ ჴმაჲ შენი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ სლვად შჯულთა შინა შენთა, რომელნი იგი მისცენ პირის-პირ ძამათა ჩუენთა ჴელითა მით წინაწარმეტყუელთა შენთაჲთა.

Verse: 11   Link to septLink to mcat Link to sept   
და ყოველი ისრაჱლი გარდაჰჴდა შჯულსა შენსა, და გარდააქციეს, რაჲთა არა ისმინონ ჴმისა მაგის შენისა, და მოვიდა და მოიწია ჩუენ ზედა წყევაჲ იგი, და ფიცი იგი რომელ წერილ არს შჯულსა მოსესსა მონისა შენისასა, რამეთუ შევსცოდეთ ჩუენ მას.

Verse: 12   Link to septLink to mcat Link to sept   
და განამტკიცნა მან სიტყუანი იგი მისნი, რომელთა იგი იტყოდა ჩუენ ზედა, და მსაჯულთა მათ ჩუენთა ზედა, რომელნი იგი გუსჯიდეს ჩუენ მოვლინებად ჩუენ ზედა ესე-ვითარი ჭირი დიდდიდი, რომელი არა სადა ყოფილ იყო, და არცა ყოფად არს ცასა ქუეშჱ ყოველსა რაჲ იგი დღენი ედგნეს იჱრუსალემსა.

Verse: 13   Link to septLink to mcat Link to sept   
ვითარცა იგი წერილ არს შჯულსა მოსე<ს>სა, ესე ყოველი მოვიდა და მოიწია ჩუენ ზედა, და ვერ ვაგეთ ჩუენ ლოცვად წინაშე Page of ms. J: B132r  პირსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა/ მოქცევად ჩუენდა უშჯულოებისაგან ჩუენისა, და გულის-ჴმის-ყოფად ჩუენდა ყოველი ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩუენისაჲ.

Verse: 14   Link to septLink to mcat Link to sept   
და განიღჳძა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ძჳრის-საქმესა მას ჩუენსა ზედა, და მოავლინა ესე ყოველი რაჲვე ჩუენ ზედა, რამეთუ მართლ არს უფალი ღმერთი ჩუენი ყოველსა ზედა ყოფასა მისსა, რაჲცა მიყო ჩუენ, რამეთუ არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ.

Verse: 15   Link to septLink to mcat Link to sept   
და აწ უფალო დმერთო ჩუენო, რომელმან გამოიყვანე ერი შენი ქუეყანით ეგჳპტელთაჲთ ჴელითა შენითა მტკიცითა, და <ჰ>ყავ შენ სახელი ვითარცა დღე ესე, ვცოდეთ ჩუენ; უშჯულო ვიქმნენით.

Verse: 16   Link to septLink to mcat Link to sept   
უფალო ყოველსა შინა არს წყალობაჲ შენი; გარე-მიაქციე გულის-წყრომაჲ რისხვისა შენისაჲ ქალაქისა შენისაგან იჱრუსალემისა, და მთისაგან წმიდისა შენისა, რამეთუ ცოდვითა ჩუენითა და უშჯულოებითა მამათა ჩუენთაჲთა იჱრუსალემი და ერი იგი შენი საყუედრელად მიეცნეს ყოველსა შორის, რომელნი იგი იყვნეს გარემოჲს ჩუენსა.

Verse: 17   Link to septLink to mcat Link to sept   
და აწ შეგესმინ ჩუენი უფალო ღმერთო ჩუენო ლოცვაჲ მონისა შენისაჲ, და შეიწირენ თაყუანის-ცემანი მისნი, გამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა ზედა შენსა, რომელი იგი მოიოჴრა შენთჳს უფალო.

Verse: 18   Link to septLink to mcat Link to sept   
მოყავ ყური შენი ღმერთო, და ისმინე ჩუენი; აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე განრყუნილებაჲ ჩუენი და ქალაქისა მის შენისაჲ, რომელსა დაედვა სახელი შენი მას ზედა, რამეთუ არა სიმართლითა ჩუენითა მიმიპყრიეს გული შეწყნარებასა ჩუენსა, არამედ წყალობისა შენისა-ებრ.

Verse: 19   Link to septLink to mcat Link to sept   
ისმინე ჩუენი უფალო, და მილხინე ცოდვათა ჩუენთაგან, მოხედენ უფალო; ყავ უფალო, და ნუ მაყოვნებ სახელისა შენისათჳს უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ სახელი შენი დებულ არს ზედა ქალაქსა ამის შენსა.

Verse: 20   Link to septLink to mcat Link to sept   
მე ვიდრე ვიტიყოდე და მიუთხრობდ ცოდვათა ჩემთა და ცოდვათა ერისა ჩემისა ისრაჱლისათა, და მე შე-ოდენ-ვაწყალებდ თავსა ჩემსა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა მთისა მის წმიდისა უფლისა ღმრთისა ჩემისა.

Verse: 21   Link to septLink to mcat Link to sept   
იყვნენ ოდენ სიტყუანი იგი ლოცვისანი პირსა შინა ჩემსა და აჰა ესერა ვხედევდ კაცსა მას გაბრიელს, რომელი იგი ვიხილე პირველსა მას ჩუენებასა Page of ms. J: B132v  ჩემსა ფრინვით მომავალსა;

Verse: 22   Link to septLink to mcat Link to sept   
და შემომეახლა მე ჟამსა ოდენ მწუ/ხრისა მსახურებასა, და მეცნიერ მყო მე, და მეტყოდა მე და თქუა; დანიელ აწ მოსრულ ვარ უწყებად შენდა.

Verse: 23   Link to septLink to mcat Link to sept   
ვითარცა დასაბამსა მას ლოცვათა შენთასა გამოვიდეს სიტყუანი პირისაგან შენისა, და მე მოვედ თხრობად შენდა, რამეთუ კაცი სანატრელი ხარი შენ. აწ განიზრახე სიტყჳთა მაგით შენითა და გულსა დაიდევ ჩუენებაჲ ეგე რომელი იხილე;

Verse: 24   Link to septLink to mcat Link to sept   
სამეოც და ათნი შჳდეულნი დაებადნეს ერსა მას შენსა ზედა და ზედა ქალაქსა მას წმიდასა შენსა, ვიდრემდე დაძუელდენ აღსრულებად ცოდვათა, და დაბეჭდვად მათ, და აჴოცად უშჯულოებისა, და ლხინებად სიცრუვეთა, და მოწევნად სიმართლისა საუკუნოჲსა, და დაბეჭდვად ხილვათა და წინაწარმეტყუელებათა, და ცხებად წმიდა<სა> წმიდათასა.

Verse: 25   Link to septLink to mcat Link to sept   
და სცნა და გულის-ჴმა-ჰყო გამოსლვისაგან სიტყჳსა მიგებად და აღშჱნებად იჱრუსალემსა ვიდრე ქრისტჱსადმდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოც და ორ; და მოაქციოს, და აღაშჱნოს უბნები და ზღუდჱ, და განახლდენ ჟამნი.

Verse: 26   Link to septLink to mcat Link to sept   
და შემდგომად სამეოცთა და ორთა შჳდეულთა მოისრას ცხებულებაჲ, და სამართალი არა იყოს მას შინა და ქალაქსა, და სიწმიდეცა განირყუნეს თანად მთავრისა მის მომავალისა და მოიკუეთნენ დარღუნითა, და ვიდრე აღსრულებადმდე ბრძოლისა შემოკლებულისა და განრყუნისა.

Verse: 27   Link to septLink to mcat Link to sept   
და განუძლიეროს აღთქუმაჲ მრავალთა შჳდეულ ერთ და ზოგსა შჳდეულისასა, აღიღოს მსხუერპლი და შესაწირავი, და ტაძარსა მას საძაბელი მოოჴრებისაჲ, და ვიდრე აღსრულებადმდე ჟამისა აღსასრული მოეცეს მოოჴრებასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.