TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 379
Previous part

Book: Ep.Jer. 
Epistola Jeremiae

Ⴄბისტოლე

e codice I (Jerusalem) (B)


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: _ 
წიგნი სამოციქულოჲ, რომელ მიუძღუანა იერემია ტყუედ წარტყუენულთა ბაბილონდ მეფისაგან ბაბილონელთაჲსა, უწყებად მათა, რამეთუ უბრძანა მას უფალმან.


Verse: 1  Link to mcat Link to sept   Page of ms. J: B54v  ცოდვათათჳს რომელ სცოდეთ წინაშე ღმრთისა მიჰყავთ ბაბილონდ ტყუედ ნაბუქოდონოსორისა მეფისა ბაბილონისა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და რაჟამს შეხჳდეთ ბაბილონდ, და დაჰყვნით მუნ მრავალ წელ, და ჟამნი გრძელნი ვიდრე შჳდად ნათესავადმდე: და შემდგომად მისა გამოგიყვანნე თქუენ <მიერ> მშჳდობით.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ხოლო აწ ეგერა იხილნეთ ბაბილონს შინა ღმერთი ოქროჲსანი და ვერცხლისანი და ძელისანი, აღღებულნი მჴართა ზედა, რომელ უჩუენებდენ შიშსა შორის წარმართთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ეკრძალენით ნი უკუე სადა მე მიემსგავსნეთ უცხოთესლთა, და გეშინოდის მათა, და ზარმან შეგიპყრას თქუენ მათთჳს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
იხილოთ და ერი წინა მათსა და უკუანა მათსა, და თაყუანის-სცემდენ მათ. თქუთ უკუჱ გულითა თქუენითა: შენდა ჯერ არს თაყუანის-ცემაჲ, უფალო.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს, და მან მოიძინეს სულნი თქუენნი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ენაჲ მათი გამოხუეწილ არს ხუროჲსაგან, და იგი თავადნი შემოსილ არიან ოქროჲთა და ვეცხლითა, და ნაცილ არიან, და ვერ უძლავს სიტყუად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა ქალწულსა მომკაულსა მოიღიან ოქროჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მოაქმნიან გჳრგჳნად თავსა ზედა ღმერთთა მათთასა, <არნცა ოდეს> დაიყენიან ქურუმთა მათ ღმერთთაგან მათთა ოქროჲ და ვეცხლი, და თავსა თჳსსა შეიმსახურიან. Page of ms. J: B55r 

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მისციან მისგანი სასყიდლად/ როსკიპთა, და შეამკვნიან იგი ვითარცა კაცნი სამოსლითა, ღმერთნი ოქროჲსანი <და> ღმერთნი ვეცხლისანი და ძელისანი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ესენი ვერ განერნენ გესლისაგან და მჭამელისაგან, მოსილ არიან სამოსლითა ძოწეულითა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
განჴოცნიან პირნი მათნი მტუერისათჳს სახლისაჲსა, რომელ არნ ფრიად მათ ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და კუერთხი აქუნ ვითარცა კაცსა მსაჯულსა სოფლისასა, რომელ შეცოდებული თავისა თჳსისა არა მოკლის.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
უპყრიეს მარჯუენითა ლახუარი და ტაპარაკი, ხოლო თავი თჳსი ბრძოლისაგან და ავაზაკთაგან ვერ განირინოს, რომლისაგან საცნაურ არიან არა ღმრთად, ნუ სადა გეშინინ მათა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვითარცა ჭურჭერი კეცისაჲ, რაჟამს შეიმუსრის, და უჴმარ იქმნის,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ეგრე არიან ღმერთნი მათნი, დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა, და თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა ფერჴთაგან შემავალთაჲთა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა შეცოდებულისა ვისი მე მეფისა მიმართ მოჭურვილ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიცემადისანი, სახლნი მათნი განაძნელნიან ქურუმთა მათთა კარებითა და კლიტებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთაგან არა იტყუენნენ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
სანთლები აღანთიან უმრავლჱს<ი> თავისა მათისა, რომელ არა ვისა შემძლებელ არიან ხილვად.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ხოლო არიან იგინი ვითარცა მოსელნი სახლისანი, და გულთა მათთა ჰლოშნიედ ქუე-წარმავალნი ქუეყანისანი, ვითარ თქჳან ღმრთად, და შეჭამნიან იგინი და სამოსელი მათი, და არა აგრძნიან,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
დაშავებაჲ პირისა მათისაჲ კუამლისაგან სახლისაჲსა გუამსა ზედა მათსა,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და თავთა ზედა მათთა ფრინიედ მღამიობნი, <და> მერცხალნი და მფრინველნი ეგრეთცა მრელნი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რომელითა გულის-ჴმა-ჰყოთ, რამეთუ არა არიან ღმერთ, ნუ გეშინინ მათა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ოქროჲცა იგი, როსელ შეაც მათ საშუერად, არა თუ ვინ განჴოცოს გესლი მისი, ვერ ბრწყინვიდეს, არცაღა რაჟამს შეიბერვოდეს გულის-ჴმა-ეყო.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ყოვლითა სასყიდლითა მოსყიდულ Page of ms. J: B55v  არიან, რომელთა თანა არა არს სულ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
უფერჴონი მჴართა/ ზედა მოიხუნიან, შეასწავიან თავისა მათისა გინეგულებაჲ კაცთა: ჰრცხუენოდენ მსახურთა მათ მათთა .

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ და-სადა-მე-ეცნენ ქუეყანასა ზედა, ვერ უძლონ თავით თჳსით <ზე> აღდგომად, არცა მართლ თუ ვინ მე დადგნეს იგინი, თავით მათით შეიძრნენ, არცა და-თუ-სხნენ, აღდგომად უძლონ, არამედ ვითარცა მკუდართა შესაწირავი იგი მათი დაუგიან.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და მსხუერპლი იგი მათი გამს ქურუმთა მათთა საჴმრად თჳსა, ეგრეცა ცოლთა მათთა მისგანი დაიაპოხტიან, და არა სციან გლახაკთა არცა უძლურთა

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
შესაწირავთა მათთაჲ: დაშტანი და მშობიარჱ ჰრევედ მათ პირველად მათ, გულის-ჴმა-მყოფელ ამათგან, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, ნუ გეშინინ მათა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ვინაჲ ითქუნენ იგინი ღმრთად, სადა დედათა დაუგიან ღმერთთა ოქროჲსათა და ვეცხლისათა და ძელისათა:

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და სახლთა მათთა შინა დასხდიან ქურუმნი მათნი კუართ-დაპებულნი, და თავით წუერით ყჳნულნი, რომელთა თავნი დაუბურველ არიან.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
მოვიდიან და ღაღადებენ წინაშე ღმერთთა მათთა, ვითარცა რომელნი იგი პურსა ზედა მკუდრისასა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ხოლო სამოსლისა მათისაგან მოიღიან ქურუმთა მათთა, და შეჰმოსიან ცოლთა მათთა და შვილთა მათთა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
არცაღა ბოროტი თუ ვის მე შეამთხჳონ, ვერცა კეთილი შეუძლონ მიგებად, არცა მეფისა დადგინებად უძლავს, არცაღა მოღებად.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
ეგრეთვე არცა სიმდიდრე და ვეცხილ უძლონ მოცემად, აღნათქუემი თუ ვინ მე აღუთქუას, და არა მისცეს მათ, ვერ მოჰჴადონ მას.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
სიკუდილისაგან კაცი ვერ განარინონ, არცა უსუსურნი მძლავრებისაგან იჴსნნენ.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
კაცი ბრმაჲ მხილვარედ ვერ ავლინონ,

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
ქურივი ვერ შეიწყალონ, არცა ობოლსა კეთილი უყონ:

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
მთისა ქვათა მიმსგავსებულ არიან ღმერთნი ძელისანი, ვეცხლითა მოსილნი და ოქროჲთ მოსილნი, ხოლო მსახურნი მათნი/ Page of ms. J: B56r  სირცხჳლეულ იქმნ<ნ>ენ

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
ვითარ საგონებელ არს რქუმად მათა ღმრთად.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იგინიცა ქალდეველნი აგინებედვე მათ, რომელთა რაჟამს იხილნიან იგინი განლიგებულნი სიტყუად ვერ შემძლებელნი, რომელთა მიართუან ეზოჲ და ევედრებიედ ვითარცა შემძლებელთა სიტყუად:

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და ვერ უძლიან მათ, გულის-ჴმა-ყვიან და დაუტევნიან იგინი, რამეთუ არა არს მათ თანა გულის-ჴმა.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
ხოლო დედათა საგლები მოიგიან, და დასხდიან გზათა ზედა, და უკუმევედ ქატოსა,

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
ხოლო რაჟამს მათგანთა ვიეთ მე მიჰზიდიან თანა-წარმავალთა გზისათა, და დაწვიან მის თანა, აყუედრებნ მოყუასსა თჳსსა, რამეთუ არა ღირს იქმნა ვითარცა იგი, არცაღა განწყდა საბელი მისი.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
ყოველივე რაჲცა იქმნების მათგან ნაცილ არს, ვითარ საგონებელ არიან იგინი ღმრთად, ანუ სახელის-დებად მათა ღმრთად.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
ხუროთაგან და ოქროჲს-მჭედელთაგან შექმნულ არიან, სხუა არა რაჲ იქმნის, გარნა რაჲცა ჰნებავნ ჴელოვანთა შესაქმედ მათდა.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
იგინი შემოქმედნი მათნი ვერ იქმ<ნ>ნიან დღჱ გრძელ,

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
ვითარ იყვნენ ქმნულნი იგი მათნი ღმერთ, რამეთუ დაუტევეს სიცრუვჱ და ყუედრებაჲ, რომელნი ყოფად არიან,

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
რაჟამს მოიწიის მათ ზედა ბრძოლაჲ და ძჳრი: ზრახვედ ქურუმნი ურთიერთას, სადამცა დაემალნეს იგინი მათ თანა:

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
ვითარ არა გულის-ჴმის-საყოფელ არს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, არამედ ქმნულნი ჴელთა კაცთანი, რომელთა ვერ განარინნენ იგინი არცა ბრძოლისაგან არცა ბოროტისაგან.

Verse: 50   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მონაგებნი ძელისანი ოქროჲთ მოსილნი და ვეცხლით მოსილნი არიან, ცნან ამისა შემდგომად ყოველთა წარმართთა, რამეთუ ნაცილ არიან, ხოლო მეფეთა მიმართ განცხადებულ იყოს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, არამედ ქმნულნი ჴელთა კაცთანი, და რაჲთურთით ღმრთისა საქმჱ არა არს მათ შორის.

Verse: 51   Link to mcat Link to sept   
ვისა უკუჱ არა გულის-ჴმის-საყოფელ არს, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ.

Verse: 52   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მეფჱ სოფლისაჲ ვერ დაადგინონ, არცაღა წჳმაჲ კაცთა Page of ms. J: B56v  მოსცენ,

Verse: 53   Link to mcat Link to sept   
საშჯელით ვერ განსა/ჯონ ერთი მათგანი, არცაღა იჴსნენ ვნებული: უძლურ არიან იგინი.

Verse: 54   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ყუავნი შორის ცისა და ქუეყანისა, ხოლო რაჟამს ცეცხლი დაეცეს სახლსა ღმერთთა ძელისათა ანუ ვეცხლით მოსილთასა ანუ ოქროჲთ მოსილთასა, ქურუმნი იგი მათნი ივლტოდიან და განერნიან, ხოლო იგინი დაიწუნენ საშოვალ ვითარცა მოსელნი.

Verse: 55   Link to mcat Link to sept   
მეფეთა და მბრძოლთა ვერ წინა-დაუდგენ:

Verse: 56   Link to mcat Link to sept   
ვითარ შესაწყნარებელ არს ანუ საგონებელ ვითარმედ ღმერთნი არიან იგინი, არცა მპარავთაგან არცა ავაზაკთაგან განერნენ ღმერთნი ძელისანი ვეცხლით მოსილნი და ოქროჲთ მოსილნი.

Verse: 57   Link to mcat Link to sept   
რომელთა მრავალთა განსძარცჳან ოქროჲ და ვეცხლი, და სამოსელი როსელ ჰმოსიედ მათ წარიღიან, და ვერ შეეწინიან თავთა თჳსთა.

Verse: 58   Link to mcat Link to sept   
უმჯობჱს არს მეუფჱ რომელმან გამოაჩინოს თჳსი სიმჴნჱ, ანუ ჭურჭერი საჴმარი სახლსა შინა, როსელ იმსახურის მომგებელმან ვიდრე არა ნაცილთა მათ ღმერთთა, რამეთუ კარიცა სახლსა შინა სცავნ, რაოდენი იგი არნ მას შინა, ვიდრე ნაცილნი იგი ღმერთნი, და სუეტიცა ძელისაჲ ტაძარსა შინა სამეუფოსა ვიდრე ნაცილნი იგი ღმერთნი.

Verse: 59   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი მბრწყინვალე არიან, და მოივლინნიან იგინი საჴმრად, და მორჩილ არიან.

Verse: 60   Link to mcat Link to sept   
ეგრეცა ელვაჲ მბრწყინვალე არს და სახილველ, ხოლო იგივე სული ყოველსა ადგილსა განეფინების.

Verse: 61   Link to mcat Link to sept   
და ღრუბელთა, რაჟამს უბრძანის ღმერთმან მისლვად ყოველსა ზედა სოფელსა, აღასრულიან ბრძანებაჲ იგი.

Verse: 62   Link to mcat Link to sept   
ეგრეცა ცეცხლი გამოივლინის ზეგარდამო დაწუვად მთათა და ბორცუთა და მაღნართა, და ყვის ბრძანებული: ხოლო ესენი არცა ჰასაკთა არცა ძალთა ერთისათა მ<იმ>სგავსებულ არიან.

Verse: 63   Link to mcat Link to sept   
რომლითა არცა სათქუმელ არცა საგონებელ არიან იგინი ღმრთად, ვერ შემძლებელ არიან იგინი შჯად საშჯელისა, არცა კეთილის-ყოფად კაცთა.

Verse: 64   Link to mcat Link to sept   
Page of ms. J: B57r  გულის-ჴმა-ყავთ, რამეთუ/ არა არიან იგინი ღმერთ, ნუ გეშინინ მათა.

Verse: 65   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვერ წყეონ მეფჱ ვერცა აკურთხონ,

Verse: 66   Link to mcat Link to sept   
სასწაული შორის წარმართთა ცით ვერ აჩუენონ, არცა ვითარცა მზჱ ბრწყინვიდენ, არცა ნათობდენ ვითარცა მთოვარჱ.

Verse: 67   Link to mcat Link to sept   
მჴეცნი უმჯობჱს არიან მათსა, როსელნი შემძლებელ არიან განრინებად საყოფელსა შინა, სარგებელად თავისა თჳსისა.

Verse: 68   Link to mcat Link to sept   
რომლითავე სახითა ვერ გამოგჳჩნდებიან ჩუენ ვითარმედ არიან იგინი ღმერთ, ამისთჳს ნუ გეშინინ მათა.

Verse: 69   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვითარცა სახილესა შინა საფრთხოლმან ვერარაჲ დაჰმარხის, ეგრეცა ღმერთნი იგი მათნი არიან ძელისანი ვეცხლოვანნი და ოქროვანნი.

Verse: 70   Link to mcat Link to sept   
ეგრევე სახედ არიან რომელ ზღუდესა მტილისასა ძეძჳ, რომელსა ზედა ყოველნი და მფრინველნი დაადგრე ბიედ, ეგრეთვე მკუდარსა ბნელსა შინა დაგდებულსა მიმსგავსებულ არიან ღმერთნი მათნი ძელისანი ოქროვანნი და ვეცხლოვანნი,

Verse: 71   Link to mcat Link to sept   
ძოწეულისაგან და მარმარინოჲსა რომელ მათ ზედა დალპების, გულის-ჴმა-ჰყოთ, რამეთუ არა არიან იგინი ღმერთ, და იგინიცა უკუანაჲსკნელ შეიჭამნენ და იყვნენ საყუედრელად სოფელსა შინა.

Verse: 72   Link to mcat Link to sept   
უმჯობეს არს უკუჱ კაცი მართალი, რომელსა არა ესხნენ კერპ, რამეთუ იყოს იგი შოვრს ყუედრებათაგან. .
Page of ms. J:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.