TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 377
Previous part

Chapter: 4  
Verse: 67   Link to mcat Link to sept   ჲზ̂. ალეფვითარ მრუმე იქმნა ოქროჲ: გარდაიქცა ვეცხლი კეთილი: განიბნინეს ქვანი ნოიდანი დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.

Verse: 68   Link to mcat Link to sept   
ჲჱ̂. ბეთ ძენი სიონისანი აღმაღლებულნი უფროჲს ოქროჲსა ვითარ შეირაცხნეს ჭურჭრად კეცისად ქმნულად ჴელითა მეკეცისაჲთა.

Verse: 69   Link to mcat Link to sept   
ჲთ̂. გამელ და ვეშაპთაცა განიძარცუნეს ძუძუნი, აწოებდეს ლეკუთა მათთა: ასულნი ერისა ჩემისანი უკურნებელ იქმნნეს ვითარცა სირნი უდაბნოსა შინა.

Verse: 70   Link to mcat Link to sept   
ო̂. დალეთ განექუა ენაჲ სასასა მათსა წყურილითა: ნინველნი ითხოვდეს პურსა, და არა ვინ იყო განმყოფელ მათა.

Verse: 71   Link to mcat Link to sept   
ოა̂. ჰჱ რომელნი ჭამდეს საჭმელსა ფუფუნებისასა, განირყუნნეს იგინი გამოსავალთა ზედა, განპოხილნი მეწამულსა ზედა შეიბღალნეს სკორესა.

Verse: 72   Link to mcat Link to sept   
ობ̂. ვავ და განდიდნა უშჯულოებაჲ ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროჲს სოდომეთისაჲ, რომელ დააქცია დაქცევითა საუკუნოჲთა, და არა ვინ ილმნა ჴელნი მას შინა.

Verse: 73   Link to mcat Link to sept   
ოგ̂. ზჱ განწმიდნეს მლოცველნი მისნი უფროჲს თოვლისა: განსპეტაკნეს უფროჲს სძისა, და განწითნა ფერი მათი უფროჲს ქვისა საფირონისა.

Verse: 74   Link to mcat Link to sept   
ოდ̂. ხეთ დაშავნა უფროჲს ნაჴშირისა ფერი მათი: უცნაურ იქმნნეს გამოსავალთა ზედა მათთა, და ექუა ტყავი მათი ძუალთა ზედა მათთა: განჴმეს და დაიმუსრნეს ვითარცა შეშანი.

Verse: 75   Link to mcat Link to sept   
ოე̂. ტეთ Page of ms. J: B53v  კეთილ იყვნეს წყლულებანი/ მახჳლისანი ვიდრე წყლულებასა სიყმილისასა, ვზრუნავ დაგუმერილთა ზედა ნაშობთაგან ხეთა მაღნარისათა.

Verse: 76   Link to mcat Link to sept   
ოვ̂. ჲოდ ჴელითა დედათა მოწყალეთაჲთა შეიგბნეს ყრმანი მათნი, იქმნნეს იგინი საჭმლად მათა შემუსრვასა ასულისა ერისა ჩემისასა.

Verse: 77   Link to mcat Link to sept   
ოზ̂. ქაფ აღასრულა უფალმან გულის-წყროსაჲ თჳსი, მიჰფინა რისხვაჲ თჳსი: აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა, და შეჭამნა საფუძველნი მისნი.

Verse: 78   Link to mcat Link to sept   
ოჱ̂. ლამედ არა ჰრწმენა მეფეთა ქუეყანისათა და ყოველთა მკჳდრთა სოფლისათა, რამეთუ შევიდოდა მტერი და მაჭირვებელი ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 79   Link to mcat Link to sept   
ოთ̂. მემ ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთასა და უშჯულოებათაგან მღდელთა მისთასა, რომელნი დასთხევდეს სისხლსა მართალსა.

Verse: 80   Link to mcat Link to sept   
პ̂. ნოჳნ დაეცნეს ჭაბუკნი მისნი გამოსავალთა მისთა: შეიბღალნეს სისხლითა, უძლურებითა მათითა შეიჭამნეს სამოსლითურთ მათით.

Verse: 81   Link to mcat Link to sept   
პა̂. სამქათ განეშორენით არა-წმიდათაგან არა-წმიდად. მრქუეს ჩუენ, განეშორენით არა-წმიდათაგან, განეშორენით, და ნუ შეეხეგით მათ, რამეთუ განარისხეს. არქუთ წარმართთა შორის, არღარა შესძინოთ მწირობად წინაშე პირსა უფლისასა.

Verse: 82   Link to mcat Link to sept   
პბ̂. ეჲ თუალთა ჩუენთა მოაკლდა შეწევნისაგან ჩუენისა ცუდად სტუანვისაგან ჩუენისა, რამეთუ ვხედევდით ნათესავსა ვერ განმარინებელსა.

Verse: 83   Link to mcat Link to sept   
პგ̂. ფჱ პირი უფლისაჲ ნაწილ მათა, არღარა შესძინოს მოხილვად მათა, რამეთუ არა თუალ-ახუნეს მღდელთა, და არცა შეიწყალნეს მოხუცებულნი.

Verse: 84   Link to mcat Link to sept   
პდ̂. წადე მონადირნეს ყრმანი ჩუენნი, რაჲთა არა შევიდოდიან უბნებსა ჩუენსა, კუალნი ჩუენნი უჩინო იქმნ<ნ>ეს, და მოგუეახლა ჟამი ჩუენი: აღესრულნეს დღენი ჩუენნი, მოიწია უოხჭნოებაჲ ჩუენი.

Verse: 85   Link to mcat Link to sept   
პე̂. კოფ მალე არიან მდევარნი ჩუენნი უფროჲს ორბთა ცისათა: მთათა ზედა განითხინნეს, უდაბნოსა ზედა გჳმზირდეს ჩუენ.

Verse: 86   Link to mcat Link to sept   
პვ̂. რეშ სულ პირისა ჩუენისა ქრისტჱ უფალი, შეიპყრა იგი განპრწნილებათა შინა მათთა, რომლისა ვთქუთ: საგრილსა მისსა ქუეშჱ ვცხონდებოდით შორის წარმართთა.

Verse: 87   Link to mcat Link to sept   
პზ̂. შინ/ Page of ms. J: B54r  იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმიაჲსო, რომელ დამკჳდრებულ ხარ ქუეყანასა უზისს, რამეთუ შენ ზედაცა მოიწიოს სასუმელი უფლისაჲ: ჰსუა და დაითრო და წარმოსთხიო.

Verse: 88   Link to mcat Link to sept   
პჱ̂. თავ მოაკლდა უშჯულოებაჲ შენი, ასულო სიონისაო, არღარა შესძინოს წარტყუენვად მერმე: აღხილვა ვყო უშჯულოებათა შენთა, ასულო სიონისაო, განცხადნა უღმრთოებანი შენნი. . .
Page of ms. J:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.