TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 370
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და აღასრულა უფალმან სიტყუაჲ მისი, რომელ თქუა ჩუენ ზედა და მსაჯულთა ჩუენთა ზედა, რომელნი შჯიღეს ისრაჱლსა, და მეფეთა <ზედა> Page of ms. J: B45r  ჩუენთა, და მთავართა ზედა/ ჩუენთა, და კაცთა ზედა ისრაჱლისათა და იუდაჲსთა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მოვლინებად ჩუენ ზედა ძჳრი დიდი, რომელ არა სადა ყოფილ არს ცასა ქუეშჱ, ვითარ იგი ყო იჱრუსალემს შინა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რაჲთა ვჭამდეთ ჩუენ კაცი ჴორცთა ძისა თჳსისათა და კაცი ჴორცთა ასულისა თჳსისათა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მისცნა იგინი საწუნელად ყოველთა მეუფებათა გარემოთა ჩუენთა საყუედრელად, და უგზოდ შორის ყოველთა ერთა გარემოთა ჩუენთა, სადა განაბნინა იგინი უფალმან მუნ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იქმნნეს იგინი ქუემო და არა ზემო, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა არა სმენითა ჴმისა მისისაჲთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლჱ, ხოლო ჩუენ და მამათა ჩუენთა სირცხჳლი პირთა ჩუენთაჲ, ვითარცა ესე დღეს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ძჳრი, რომელ თქუა უფალმან ჩუენთჳს, მოიწია ყოველი ჩუენ ზედა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და არა ვევედრენით პირსა უფლისასა, მოქცევად გონებათა გულისა თჳსისა უკეთურისათა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და განიღჳძა უფალმან ბოროტებად ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელ გუამცნო ჩუენ;

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელ მოგუცა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და აწ, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, ვითარცა გამოიყვანე ერი შენი ქუეყანით ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და სასწაულებითა და ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა, და ჰყავ შენდა სახელ ვითარცა დღჱ ესე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვცოდეთ, და უღმრთო ვიქმნენით, და უშჯულოჲ ვყავთ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთათჳს სამართალთა შენთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
გარე-მიიქეცინ გულის-წყრომაჲ შენი ჩუენგან, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან შორის წარმართთა, სადა იგი განგუაბნიენ ჩუენ მუნ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ისმინე, უფალო, ლოცვისა ჩუენისაჲ და თაყუანის-ცემისა ჩუენისაჲ, და განგუარინენ ჩუენ შენთჳს, და მეც ჩუენ მადლი წინაშე პირსა წარმტყუენველთა ჩუენთასა,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რაჲთა გულის-ჴმა-ყოს ყოველმან ქუეყანამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და სახელი შენი წოდებულ არს ისრაჱლსა ზედა და ნათესავსა მი<ს>სა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
უფალო, გარდამოიხილე ტაძრით წმიდით შენით, და მოგუხედენ ჩუენ, მოყავ, უფალო, ყური შენი, და ისმინე <ჩუენი>;

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
აღახუენ, უფალო, თუალნი Page of ms. J: B46v  შენნი, და იხილე რამეთუ არა მკუდართა მიგცენ დიდებაჲ და/ სამართალი უფალსა, რომელნი არიან ჯოჯოხეთს შინა, რომელთანი მიხუმულ არიან სულნი მათნი გონებათა მათთაგან.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და სული ჭუენიერი სიმდიდრესა ზედა, რომელ ვალნ იღუნალ, და უძლურებითა თუალთა მოკლებულთა, და სულმან მშიერმან მიგცენ შენ დიდებაჲ და სამართალი უფალსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა სამართალთა ზედა მამათა ჩუენთასა და მეფეთა ჩუენთასა ჩუენ განვჰფენთ წყალობასა ჩუენსა წინაშე პირსა შენსა, უფალო ღმერთო ჩუენო;

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოიღე გულის-წყრომაჲ და რისხვაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა სთქუ ჴელითა მომათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲთა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფალმან; მოიდრიკენ<ი>თ ბეჭნი თქუენნი, და ჰმსახურეთ მეფესა ბაბილონისასა, და დაეშჱნენით ქუეყანასა ზედა, რომელ მივეც მამათა თქუენთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და თუ არა ისმინოთ ჴმაჲ უფლისაჲ მსახურებად მეფესა ბაბილონისასა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
მოკლება ვყო ქალაქთა <გან> იუდაჲსთა და გარემო იჱრუსალემსა, ჴმაჲ შუებისაჲ <და> ჴმაჲ სიხარულისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ <და> ჴმაჲ სძლისაჲ, და იყოს ყოველი ქუეყანაჲ უგზო უმკჳდროებისაგან.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
დ<ა> არა ვისმინეთ ჴმისა შენისაჲ მსახურებად მეფესა ბაბილონისასა, და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რომელ სთქუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲთა, გამოხუმად ძუალნი მეფეთა ჩუენთანი და ძუალნი მამათა ჩუენთანი ადგილით მათით.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და აჰა ესერა განბნეულ არიან იგინი სიცხესა ქუეშჱ დღისასა და ნეფხვასა ღამისასა, რამეთუ მიისრნეს იგინი სალმობითა, სიყმილითა, და მახჳლითა და ტყუეობითა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და დასდევ სახლი იგი, რომელსა ზედა წოდებულ იყო სახელი შენი მუნ, ოჴრად, ვითარცა ესე დღეს, უკეთურებისათჳს სახლისა ისრაჱლისა და სახლისა იუდაჲსისა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და <ჰ>ყავ ჩუენთჳს, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა ყუდროებითა შენითა, <და მოწყალებითა შენითა> დიდითა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ვითარცა სთქუ ჴელითა მონისა შენისა მოსესითა დღესა მას, რომელსა უბრძანე შენ მას, დაწერად შჯულისა შენისა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და სთქუ;

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
არა თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ, ნუ უკუე სადა ორხაჲ ეგე დიდი და მრავალი უკუნ-იქცენ შორად/ Page of ms. J: B46r  წარმართთა შორის, სადა განვაბნიენ იგინი მუნ,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უწყი ვითარმედ არა ისმინონ ჩემი, რამეთუ ერი ქედ-ფიცხელი არს, და მოიქცენ გულითა მათითა ქუეყანასა მას ტყუეობისა მათისასა,

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და გულის-ჴმა-ყონ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, და ვსცე მათ გული გონიერი და ყურნი მორჩილნი,

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და მაქებდენ მე ქუეყანასა მას ტყუეობისასა, და მოიჴსენონ სახელი ჩემი,

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და მოიქცენ ქედ-ფიცხელობისაგან მათისა და უკეთურთაგან საქმეთა მათთა, რამეთუ მოიჴსენონ გზისა მამათა მათთაჲსაჲ, რომელნი ცოდვიდეს წინაშე უფლისა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და მოვაქცინე იგინი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს; და ეუფლნენ მას, და განვამრავლნე იგინი, და არღარა შემცირდენ.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცო მათ თანა აღთქუმაჲ საუკუნოჲ, რაჲთა ვიყო მე მათა ღმრთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად; და არღარა შევარყიო მერმე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით მისით, რომელ მივეც მას.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.