TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 335
Previous part

Chapter: 20  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ესმა პასქორს, ძესა ემერისსა, მღდელსა, რომელი იყო მთავარ სახლსა შინა უფლისასა, იერემიაჲს წინაწარმეტყუელებაჲ ამათ სიტყუათაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და სცა პასქორ იერემიას წინაწარმეტყუელსა, და შთააგდო იგი მღჳმესა, რომელ იყო ბჭესა ბენიამ<ენ>ისსა სახლსა მას ქორედსა, რომელ იყო სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იყო ხვალისაგან გამოიყვანა პასქორ იერემია მღჳმისა მისგან, და ჰრქუა მას იერემია; არა პასქორ გიწოდა უფალმან სახელი შენი, არამედ ტყუე გარემო;

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე მიგცე შენ წარსატყუენველად, და ყოველნი მეგობარნი შენნი, და დაეცნენ იგინი მახჳლითა მტერთა მათთაჲთა, და თუალთა შენთა იხილონ, და შენ და ყოველი იუდაჲ მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და წარტყუენნენ იგინი ბაბილონდ, და მოსწყჳდნენ იგინი მახჳლითა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მივსცე ყოველი სიმდიდრე ამის ქალაქისაჲ, და ყოველნი ნაშრომნი მისნი, და ყოველი პატივი მისი, და ყოველნი საფასენი მეფისა იუდაჲსნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, და იავარ ყვნენ იგინი, და წარიხუნენ იგინი, და მიიხუნენ იგინი ბაბილონდ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და შენ პასქორ და ყოველნი მკჳდრნი სახლისა შენისანი წარხჳდეთ ტყუედ, და ბაბილონდ მიხჳდეთ, და მუნ მოჰკუდეთ, და მუნ დაეფლნეთ შენ და ყოველნი მეგობარნი შენნი, რომელთა იგი უწინაწარმეტყუელებდ ცრუსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
შემიტყუვე მე უფალო და შევსცეთ; შემიპყარ მე, და მძლე; ვიქმენ მე საცინელ; ყოველნი დღენი აღვასრულენ კიცხევით.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ განმწარებულითა სიტყჳთა Page of ms. J: A120r  ვიცინოდი, სიცრუვესა და უბადოებასა ვხადოდი, რამეთუ მექმნა/ მე სიტყუაჲ უფლისაჲ საყუედრელ და საგიობელ ყოველთა დღეთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ; არღარა სახელ ვსდვა სახელსა უფლისასა, და არღარა ვიტყოდი სახელითა მისითა, და იქმნა გულსა შინა ჩემსა ვითარცა ცეცხლი აღგზებული, შემწუველი და შემყენებელი ძუალთა შინა ჩემთა. შეუცავ გარემო, და ვერ შეუძლებ თავს-დებად.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მესმა გმობაჲ მრავალთა<ჲ>, რომელნი შეკრბებოდეს გარემო ჩემსა; აღდეგით და აღვდგეთ მის ზედა, ყოველნი კაცნი მიყუარნი მისნი, და უმზიროთ ზრახვასა მისსა, ცთეს ხოლო თუ; და ვსძლოთ მას, და მოვიგოთ შური ჩუენი მისგან.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და უფალი ჩემ თანა ვითარცა მბრძოლი ძლიერი, ამისთჳს მდევნეს, და ცნობად ვერ შეუძლეს, და ჰრცხუენა ფრიად, რამეთუ არა გულის-ჴმა-ყვნეს შეურაცხებანი მათნი, რომელნი მიმდემი ვერ დაივიწყნენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
უფალო ძალთაო, გამომცდელო სიმართლისაო და მცნობელო გულთა და თირკუმელთა, მიხილავსმცა შენ-მიერი შურის-გებაჲ მათ შორის, რამეთუ შენდამი განვაცხადენ ვედრებანი ჩემნი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უგალობდით უფალსა; აქებდით მას, რამეთუ განარინა სული გლახაკისაჲ ჴელთაგან უკეთურთასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ დღჱ იგი, რომელსა ვიშევ მას შინა. დღჱ იგი რომელსა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, ნუ იყოფინ სალოცველ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან ახარა მამასა ჩემსა, და ჰრქუა, გესუა შენ წულ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მხიარულმცა არს კაცი იგი ვითარცა ქალაქნი, რომელ დააქცინა უფალმან გულის-წყრომით, და არა შეინანა, ესმოდენ ვალალაებაჲ დილითი და ღაღადებაჲ სამხრის,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა მომკლა მე საშოსა შინა, და მექმნამცა დედაჲ ჩემი სამარე ჩემდა, და საშო მიდგომის საუკუნო.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რაჲსა მე გამოვედ საშოჲთ ხილვად შრომისა და ლმობისა, და აღესრულნეს სირცხჳლით დღენი ჩემნი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.