TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 334
Previous part

Chapter: 19  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მაშინ მრქუა მე უფალმან, მივედ და მოიგე შენდად ყჳბარი ერთი ქმნული მეკეცისაჲ, და მოიყვანნე მოხუცებულთაგანნი ერისა<თა>ნი და უხუცესთაგანნი მღდელთანი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და განხჳდე შენ სამაროვანსა შვილთა მათთასა, რომელ მომკუდარ არიან, რომელ არს ბჭეთა გარეშჱ ქარსისათა, და წარიკითხნე ყოველნი ესე სიტყუანი მუნ, რომელთა გეტყოდი შენ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, მეფეთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა. ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე მოვავლინო ამას ადგილსა ზედა ძჳრი, რაჲთა ყოველსა, რომელსა ესმეს იგი, აღუქავნენ ყურნი მისნი,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მის წილ, რამეთუ დამიტევეს მე, და უცხო ქმნეს ადგილი ესე, და უკუმევდეს იგინი მას შინა ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდნეს მათ <და მამათა მათთა>, Page of ms. J: A119r  და მეფეთა/ იუდაჲსთა აღავსეს ადგილი ესე სისხლითა უბრალოჲთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და აღაშჱნნეს მაღალნი ბაალისნი, რაჲთამცა დაწუნეს შვილნი მათნი ცეცხლითა მსხუერპლად ბაალისა, რომელ არა ვამცენ მათ, არცა ვთქუ, არცა მომიჴდა გულსა ჩემსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა ერქუას ადგილსა მას მერმე, თქუა უფალმან, დასაცემელ და სამაროვან დასრვის.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მოვსპო ზრახვაჲ იუდაჲსი და ზრახვაჲ იჱრუსალემისაჲ ამას ადგილსა, და დავსცნე იგინი მახჳლითა წინაშე მტერთა მათთა და ჴელითა, რომელნი ეძიებენ სულსა მათსა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დავდვა ქალაქი ესე განსარყუნელად და სასტჳნველად; ყოველი რომელი თანა-წარჰვიდოდის დაწუხნეს მის ზედა, და დაისტჳნოს ყოვლისა მისთჳს წყლულებისა მისისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და შეჭამნენ ჴორცნი ძეთა მათთანი და ჴორცნი ასულთა მათთანი, და კაცად-კაცადმან ჴორცნი მოყუსისა თჳსისანი შეჭამნეს იწროებისაგან და ჭირისა, რომელ აჭირონ მათ მტერთა მათთა, და რომელნი ეძიებდენ სულთა მათთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შეჰმუსრო ყჳბარი იგი წინაშე თუალთა მათ კაცთასა, რომელნი გამოვიდენ შენ თანა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ, ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; ესრე შევმუსრო ერი ესე და ქალაქი ესე, ვითარცა შეიმუსრის ჭურჭელი კეცისაჲ, რომელ ვერღარა შესაძლებელ არნ განკურნებად მერმე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ესრე ვყო მე ამის ადგილისათჳს, იტყჳს უფალი, და რომელნი დამკჳდრებულ არიან მიცემად ქალაქი ესე, ვითარცა ქუეყანაჲ დაცემული.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყოს სახლები იჱრუსალემისაჲ და სახლნი მეფისა იუდაჲსნი ვითარცა ადგილი დაცემული არა-წმიდებისა მათისათჳს, რომელ ყვეს სახლებსა შინა მათსა, რომელთა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა ყოველთა ძალთა ცისათა, და უზორვიდეს საზორველსა ღმერთთა უცხოთა, და თაფეთს დაფლნენ, რამეთუ არა იყოს მათა ადგილი დასაფლველად.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოვიდა Page of ms. J: A119v  იერემია დასასრველით თაფეთისაჲთ, ვიდრე იგი/ მიავლინა უფალმან წინაწარმეტყუელებად, და დადგა ეზოსა სახლისა უფლისასა, და ჰრქუა ყოველსა ერსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე მოვავლინო ქუეყანასა ამას ზედა, და ყოველსა ზედა ქალაქებსა მისსა და დაბნებსა მისსა ყოველი ძჳრი, რომელ ვთქუ მას ზედა, რამეთუ განიფიცხნეს ქედნი მათნი არა სმენად სიტყუათა ჩემთა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.