TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 317
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა; მივედ და აღმოუკითხე <ყურთა> ძეთა ისრაჱლისათა; მიუგე და არქუ,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; მოვიჴსენე წყალობით სიჭაბუკე შენი და სიყუარული სრულებისა შენისაჲ შედგომასა შენსა წმიღასა ისრაჱლისასა, თქუა უფალმან, უდაბნასა ქუეყანასა და უთესველსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
წმიდა უფლისა ისრაჱლი, დასაბამ ნაყოფთა მისთა, ყოველნი მჭამელნი მისნი ინანდენ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ სახლმან იაკობისმან, და ყოველთა ტომთა სახლისა ისრაჱლისათა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ, რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად, და შეუდგეს იგინი კუალსა ცუდთასა, და ამაო იქმნნეს,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და არა თქუეს; სადა არს უფალი გამომყვანებელი ჩუენი ქუეყანით ეგჳპტით, რომელი გჳძღოდა ჩუენ უდაგნოსა, ქუეყანასა უცხოსა და უგზოსა, Page of ms. J: A99v  ქუეყანასა ურწყულსა და უნაყოფოსა, და აჩრდილსა სიკუდილისასა,/ ქუეყანასა რომელსა არა სრულ იყო მუნ კაცი, არცა დაიმკჳდრა მუნ ძემან კაცისამან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და შეგიყვანენ თქუენ კარმელსა ჭამად თქუენდა ნაყოფთა მისთა კეთილთა; და შეხუედით და შეაგინეთ ქუეყანაჲ იგი ჩემი, და სამკჳდრებელი ჩემი დასდევით საბილწებელად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მღდელთა არა თქუეს; სადა არს უფალი, <და> მეცნიერთა მათ შჯულისათა არა მიცოდეს მე, და მწყემსნი უღმრთოებდეს ჩემდამო, და წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ბაალისგან, და კუალსა ურგებსა შეუდგეს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს კუალად გეშჯოდი თქუენ, იტყჳს უფალი, და შვილთა მიმართ ძეთა თქუენთასა ვეშჯოდი ვე, თქუა უფალმან

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და აწ წიაღ-ვედით ჭალაკთა ქეტიმისთა, და იხილეთ, და კედარდ წარავლინეთ და ცანთ ფრიად, უკუეთუ იქმნა ესე-მლევანი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ცვალნენ თუ წარმართთა ღმერთნი მათნი, და იგინი არა არიან ღმერთ, ხოლო ერმან ჩემმან ცვალა დიდებაჲ ჩემი, რომლისაგან არა რაჲ ერგოს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და უკჳრდა ცათა ამას ზედა, და შეძრწუნდა უმეტესად ქუეყანაჲ, თქუა უფალმან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ორი ბოროტი ქმნა ერმან ჩემმან, მე დამიტევეს წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და აღმოთხარეს თავისა მათისა ჯურღმული პურელოანი, რომლითა ვერ უძლონ დაპყრობად წყლისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მონაჲ ნუ არს ისრაჱლი, ანუ სტრუკი არს იაკობი, რამეთუ სატყუენველ იქმნა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მის ზედა იბრდღუვნდენ ლომნი, და გამოსცენ ჴმაჲ მათი, რომელთა დადვეს ქუეყანაჲ მისი განსარყუნელად, და ქალაქები მისი დაიქცა უმკჳდროებისაგან. Page of ms. J: A100r 

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მერმე ძეთაცა მემფისათა და ტაფნაჲსათა გიცნეს შენ,/ და გეკიცხევდეს შენ, რაჲ ესე გიყო შენ დატევებამან ჩემმან,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და აწ რაჲ ძეს შენი და გზისა ეგჳპტისაჲ სუმად შენდა წყალი გეონისაჲ, და რაჲ ძეს შენი და გზისა ასურეთისაჲ სუმად შენდა წყალი მდინარეთაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
განსწავლენ შენ განდგომილობამან შენმან, და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და გულის-ჴმა-ყავ და იხილე, რამეთუ მწარე და ბოროტ არს შენდა დატევებაჲ, თქუა უფალმან ღმერთმან შენმან, და არა მთნდი შენ, იტყჳს უფალი ღმერთი შენი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დასაბამითგან შეჰმუსრე უღელი შენი, და განჰხეთქენ აპაურნი შენნი, და სთქუ, არა გმონო შენ, არამედ მივიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა, და ქუეშჱ ყოველსა ხესა საგრილსა მუნ განვსცუთე სიძვითა ჩემითა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე დაგნერგე შენ ვენაჴად ნაყოფიერად ყოვლად ჭეშმარიტად; ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი ეგე უცხოჲ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და გან-თუ-იბანო ბავრუკითა, და განამრავლნე შენდად განსაწმედელნი, შეგინებულვე იყო უშჯულოებათა შინა შენთა წინაშე ჩემსა, თქუა უფალმან.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ვითარ იტყჳ ვითარ<მედ> არა შევიგინე, და კუალსა ბაალისსა არა მივედ. იხილენ გზანი შენნი სამარობანსა, და ცან რაჲ გიქმნიეს შენ, მწუხრი ჴმითა თჳსითა გოდებდა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
გზანი მისნი განაფართნა წყალთა ზედა უდაბნოჲსათა, გულის-თქუმითა სულისა თჳსისაჲთა იკრვოდა; მიეცა; ვინ მოაქციოს იგი. ყოველნი რომელნი ეძიებდენ მას არა დაშურენ, სიმდაბლესა შინა მისსა პოვონ იგი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
მოაქციენ ფერჴნი შენნი გზისაგან ფიცხლისა, და ჴორჴი შენი წყურიელისა გან; და მან თქუა, განვძლიერდე და არა გერჩდე შენ, რამეთუ შეიყუარნა უცხონი, და კუალსა მათსა მისდევდა. Page of ms. J: A100v 

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ჰრცხუენინ მპარავსა რაჟამს დაეპყრის, ეგრე ჰრცხუენოდის ძეთა ისრაჱლისათა მათ, და მეფეთა მათთა, და მთავართა/ მათთა, და მღდელთა მათთა, და წინაწარმეტყუელთა მათთა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ჰრქუეს ძელსა, მამაჲ ჩემი ხარი შენ, და ქვასა; შენ გიშობიე მე. და მოიქცინეს ჩემდა ზურგნი და არა პირნი მათნი, და ჟამსა ძჳრისა მათისასა თქჳან, აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და სადა არიან ღმერთნი შენნი რომელ იგი ჰქმენ შენ, აღ-სამე-დგენ და განგარინონ შენ ჟამსა ჭირისა შენისასა, რამეთუ სწორად რიცხუთა ქალაქთა შენთასა იყვნეს ღმერთნი შენნი, იუდა, და სწორად რიცხუთა გამოსავალთა იჱრუსალემისათა უზორვიდეს ბაალსა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
რაჲსა და იტყჳთ ჩემდამო; ყოველნი თქუენ უღმრთო იქმნენით, და თქუენ ყოველნი უშჯულოებდით ჩემდამო, იტყჳს უფალი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ცუდად მოვსრენ შვილნი თქუენნი. მოძღურებაჲ თქუენ არა შეიწყნარეთ, მახჳლმან შეჭამნა წინაწარმეტყუელნი თქუენნი ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არა შეიშინეთ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ. ესრე იტყჳს უფალი; უდაბნო ნუ ვექმენ სახლსა ისრაჱლისასა, ანუ ქუეყანა დაყამირებულ. რაჲსათჳს თქუა ერმან ჩემმან, უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღარა მოვიდეთ მერმე.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და-ნუ-ივიწყოსა სძალმან სამკაული თჳსი, და ქალწულმან მკ<ე>რდის სამკაული ზოსტერი თჳსი, ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთაგან, რომელთა არა არს რიცხჳ.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
აწ რაჲ კეთილ მოიზაკო გზათა შენთა თხოვად სიყუარულისა. არა ესრე, არამედ შენცა უკეთურებდე შებილწებად გზათა შენთა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და ჴელთა შინა შენთა იპოვა სისხლი სულთა უბრალოთაჲ; არა თუ გუერდის თხრასა ვპოვენ იგინი, არამედ ყოველთა თანა მუხანა.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და სთქუ ვითარმედ უბრალო ვარი მე, და გარე-მიიქვცინ გულის-წყრომაჲ მისი ჩემგან. აჰა ესერა მე გეშჯი შენ, რამეთუ სთქუ ვითარმედ არა ვცოდე. Page of ms. J: A101r 

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შეურ/აცხ-ვიყავ ფრიად დარჩოდებად გზათა შენთა, და ეგჳპტითცა სირცხჳლეულ იქმნე, ვითარცა სირცხჳლეულ იქმენ ასურასტანით, რამეთუ ამიერ <სა>დაცა გან-ვე-ხჳდე და ჴელნი შენნი თავსა ზედა შენსა დაისხნე, რამეთუ განიშოვრა უფალმან სასოებაჲ შენი, და არა წარემართო მათ შინა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.