TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 296
Previous part

Chapter: 47  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   გარდამოჴედ, დაჯედ ქუეყანასა ქალწული ეგე ასული ბაბჳლონისაჲ. დაჯედ ქუეყანასა, რამეთუ არა არს შენდა საჯდომელ. დაჯედ ბნელსა, ასული ეგე ქალდეველთაჲ, რამეთუ არღარა შესძინონ წოდებად შენდა ნუკეულ, ჩჩჳლ, ფუფუნეულ, დედოფალსა მაგას ქალდეველთასა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მოიხუენ ფქველნი, ფქევდ ფქვილსა. აღიძარცუე პირის საფარველი ეგე შენი. გამოაჩინენ მჴცენი შენნი. აღიკრიბე კუბასტი შენი. გამოაჩინენ წჳვნი შენნი. წიაღ-ჴედ მდინარეთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
გამოცხადნეს სარცხჳნელი შენი, და გამოჩნდენ საყუედრელნი შენნი. რამეთუ მოგიღე და განგაშოვრე სამართალი შენი, არღარა მიგცე შენ კაცთა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რომელმან გიჴსნა შენ, უფალმან ღმერთმან ძალთამან სახელი მისი წმიდაჲ ისრაჱლისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
აწ დაჯედ სინანულით, შევედ ბნელსა მას ასული ქალდეველთაო. ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ ძლიერება შარავანდედთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე განრისხებულ ვიყავ, და მე ერისა მის ჩემისათჳს მიგცენ Page of ms. J: A81v  იგინი ჴელთა შენთა, ამისთჳს რამეთუ შეაგინეს სამკჳდრებელი/ იგი ჩემი, და შენ არა ჰყავ მათ ზედა წყალობა არცა ერთ: მოხუცებულთა მათ ზედა, დაამძიმე უღელი ფრიად.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და სთქუ ვითარმედ უკუნისამდე ვიყო მბრძანებელ, და ესე არა სადა დაიდევ გულსა შენსა, და არცა მოიჴსენე უკუანაჲსკნელი იგი შენი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო აწ ისმინე ესე, ფუფუნეულო, რომელი ეგე ჰზი უზრუნველად, თავისა მოსავად და თავის-მოთნედ, რომელმან ეგე სთქუ გულითა შენითა ვითარმედ მე ვარ, და სხუა მყარვე არა ვინ არს. არა დავჯდე ქურიობასა, და არა ვაგრძნეობლობაჲ რაჲთურთით.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აწ უკუჱ მოიწიოს შენ ზედა მეყსეულად ორივე ესე ერთსა შინა დღესა. ქურიობაჲ და ობლობაჲ მოიწინენ შენ ზედა უგრძნულად. დადეგ აწ მრავლითა გრძნებითა შენითა, და ძლიერებითა ულუკთა შენთაჲთა ფრიადითა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და სასოებითა სიძვათა შენთაჲთა, რამეთუ შენ სთქუ, მე ვარ და არა ვინ არს სხუაჲ. ცან, რამეთუ გულის-ხმის-ყოფაჲ ამათი, და სიძვანი შენნი იყვნენ შენდა სირცხჳლ. და სთქუ გულსა შენსა, მე ვარ და არა ვინ არს სხუა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოიწიოს შენ ზედა წარწყმედაჲ, და ვერ აგრძნე, და მღჳმესა შთაჰვარდე, და მოგიჴდეს შენ უბადრუკებაჲ, და ვერ გეძლოს განწმედად. და მოიწიოს შენ ზედა მეყსეულად წარსაწყმედელი და ვერ სცნა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
დადეგ აწ მისნობითა შენითა, და მრავლითა მით გრძნებითა შენითა, რომელსა ისწავებდ სიჭაბუკით შენითგან, უკუეთუ შეუძლო სარგებელ ყოფად თავისა შენისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
დაჰშუერ ზრახვათა შინა შენთა. დადეგ აწ: გიჴსნედ შენ ვარსკულავის-მეტყუელთა ცისათა, რომელნი ჰხედვედ ვარსკულავთა. გითხრედ შენ, რაჲ იგი მოწევნად არს შენ ზედა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ყოველნი ვითარცა ქარქუეტნი ცეცხლითა, ეგრე დაიწუნენ. Page of ms. J: A82r  და ვერ განირინნენ თავნი მათნი ალისა მისგან, რამეთუ ნაკუერ/ცხალთა ზედა ცეცხლისათა დაჰშჯდე შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ესრეთ იყვნენ იგინი შემწე შენდა. დაჰშუერ შენ ვაჭრობითა შენითა სიჭაბუკითგან. კაცი თავით თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა იყოს ცხოვრება.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.