TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 295
Previous part

Chapter: 46  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   დაეცა ბელი, და დაიმუსრა დაგონი. და იქმნა გამოქანდაკებულები მათი მჴეცად და პირუტყუად: აღიხუნიან იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი, რომელმან დააშრვის.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ვერ ძალ უცნ ტჳრთვად, და ჰმშიინ და დაჰჴსნდის ერთბამად, რომელთა ვერ უძლავს განრინებად ბრძოლისაგან, და იგი თჳთ ტყუედ წარიხუნიან.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ ჩემი სახლმან იაკობისმან, და ყოველმან ნეშტმან ისრაჱლისამან რომელნი გამორჩეულ ხართ დედის მუცლითგან, და სწავლულ სიყრმითგან.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვიდრე სიბერედმდე მე ვარ, და ვიდრემდე დაჰბერდეთ მევე ვარ. მე თავს-ვიდებ თქუენსა. მე ვყავ, და მე გილხინო, და მე აღგამაღლნე, და გაცხოვნნე თქუენ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვის მამსგავსეთ მე. იხილეთ და გამოიკულიეთ ცთომილთა მაგათ,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რომელთა შეჰყვით ოქროჲ პაჲვასიკისაგან, და ვეცხლი უღლითა სასწორისაჲთა აღწონიან, და მოიყიდიან ოქროჲს-მჭედელი, და ქმნიან ჴელით-ქმნულნი, და მოდრკიან, და თაყუანის-სცემედ მათ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და აღიხუნიან იგინი მჴართა მათთა ზედა და წარვიდიან. უკუეთუ დასხნენ იგინი ადგილობანსვე ისხნენ, და ვერ შეიძრნენ. და უკუეთუ ვინ მე ღაღადებდეს მათა მიმართ, მათ ვერ Page of ms. J: A81r  ესმეს, და ბოროტისაგან ვერ განარინნენ იგინი./

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მოიჴსენეთ ესე, და სულთ-ითქუემდით, და შეინანეთ ცთომილთა მაგათ, მოიქეცით გულითა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენეთ პირველი იგი საუკუნითგანი, რამეთუ მე ვარ ღმერთი, და არა არს სხუაჲ ჩემსა გარეშჱ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რომელმან მიუთხრი პირველი და უკუანაჲსკნელი, ვიდრე ყოფადმდე მისა ერთბამად აღესრულოს. და ვთქუ ვითარმედ ყოველივე ზრახვაჲ ჩემი ეგოს, და ყოველი რაოდენი მიზრახავს, ვყო.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მოუწოდი მზის-აღმოსავალით მფრინველსა, და ქუეყანით შორიელით რომელთათჳს ვიზრახე, ვიტყოდე, და მოვიყვანე, <. . .> და წარუმართენ გზანი მისნი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ ჩემი რომელთა წარგიწყმედიეს გული თქუენი, რომელნი შორს ხართ სიმართლისაგან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
მოახლებულ არს სიმართლე ჩემი: და არა განგრძნეს, და მაცხოვარებამან ჩემ-მიერმან არა ყოვნოს. მივეც სიონს შინა მაცხოვარებაჲ ისრაჱლსა სადიდებელად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.