TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 247
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელნო.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა ისმინოთ, და უკუეთუ არა დაიდვათ გულთა თქუენთა მოცემად დიდებაჲ სახელსა ჩემსა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ, და ვწყეო კურთხევაჲ თქუენი, და დავწყეო იგი, და განვაქარვო კურთხევაჲ თქუენი, და დავწყევო იგი, და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არა დაიდევ<ი>თ გულთა თქუენთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე განგიჩემო თქუენ მჴარი, და განვაბნიო საჴნჱ წინაშე პირსა თქუენსა, საჴსნჱ დღესასწაულთა თქუენთაჲ, და მოგიყვანნე თქუენ მასვე ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და სცნათ რამეთუ მე გამოგავლინე თქუენდა მცნებაჲ ესე, რაჲთა იყოს აღთქუმაჲ ჩემი ლევიტელთა მიმართ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი იყოს მის თანა ცხოვრებისაჲ და მშჳდობისაჲ, და მივსცე მას შიში, რაჲთა ეშინოდის ჩემდა და პირისაგან სახელისა ჩემისა კრძალვად დიდად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ რჩული ჭეშმარიტებისაჲ იყო პირსა შინა მისსა, და სიცრუვჱ არა იპოვა ბაგეთა მისთა; მშჳდობით წარმართებულად ვიდოდიან იგინი ჩემ თანა, და მრავალნი მოაქცინა გზისაგან სიცრუისაჲსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ბაგეთა მღდელისათა Page of ms. J: A33r  დაიმარხიან გონიერებაჲ, და/ შჯულსა ეძიებედ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ არს იგი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ გარდააქციეთ გზისაგან, და მოაუძლურენით მრავალნი შჯულისაგან, და განაქარვეთ აღთქუმაჲ იგი ლევისი, თქუა უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და აწ მე მიგცნე თქუენ დატეობილად და შეურაცხად ყოველთა შორის წარმართთა, მის წილ რამეთუ არა დაიცვენით გზანი ჩემნი, არამედ თუალთ-აღებდით პირთა შჯულსა შინა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აწ არა მე ერთ არსა მამაჲ თქუენ<ი> ყოველთაჲ, ანუ არა მე ერთ არსა ღმერთი, რომელმან დაგბადნა თქუენ. რაჲსათჳს დაუტევეთ კაცად-კაცადმან ძმაჲ თჳსი შეგინებად აღთქუმისა მის შჯულისა მამათა თქუენთაჲსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
დაშთა იუდაჲ, და საძაგელ იქმნა ისრაჱლსა შორის, და იჱრუსალემსა, რამეთუ შეაგინა იუდა სიწმიდჱ უფლისაჲ, რომლითა შეიყუარა, და მოიპოვა ღმერთთა მიმართ უცხოთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
აღჴოცოს უფალმან კაცი იგი, რომელმან ყო ესე, ვიდრემდე დამდაბლდეს საყოფელთაგან იაკობისთა, და მათგან რომელნი მოართუმენ უფალსა ყოვლისა-მპყრობელსა შესაწირავთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ესე რომელი მძულდა მას იქმოდეთ, და ალტობდით ცრემლითა საკურთხეველსა უფლისასა, და ტირილითა და სულ-თქუმითა განიკუეთა, მერმე ღირსა მიხედვად მსხუერპლსა, გინა მოღებად შესაწირავი სათნოდ ჴელთაგან თქუენთა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და სთქუათ; რაჲსათჳს რამეთუ <უფალი> გიწამებდა შორის შენსა და შორის ცოლსა სიჭაბუკისა შენისაჲსა, რომელ დაუტევე; და ეგე ზიარი შენი, და ცოლი აღთქუმისა შენისაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და არა სხუამან ეგრე ყო, და ნეშტმან სულისა მისისამან, და სთქუთ, სხუაჲ რაჲ არამედ გარნა თესლსა ეძიებს ღმერთი, და დაიცევ<ი>თ სულითა თქუენითა, და ცოლსა სიჭაბუკისა შენისასა ნუ დაუტეობ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ მოიძულო და განაძო, იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, Page of ms. J: A33v  და დაფარნეს უღმრთოებამან გან/ზრახვათა შენთა ზედა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და დაიცევით სულითა თქუენითა, და არა დაუტეოთ

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რომელნი განარისხებთ ღმერთსა სიტყჳთა თქუენითა, და იტყჳთ; რაჲთა განგარისხეთ შენ, რამეთუ სთქუთ თქუენ; ყოველმან რომელმან ქმნეს ბოროტი იგი კეთილ არს წინაშე უფლისა, და ამათ შინა მან სათნა იყო, <და> სადა არს ღმერთი სიმართლისაჲ.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.