TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 246
Previous part

Book: Mal. 
Malachia

Ⴋალაქია წინაწარმეტყუელისაჲ

e codice I (Jerusalem) (A)


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcat Link to sept   Page of ms. J: A31v  ბრძანებაჲ სიტყჳსა უფლისაჲ ისრაჱლისა მიმართ ჴელითა ანგელოზისა მისისაჲთა; დაისხენ<ი>თ ესე გულთა თქუენთა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
შეგიყუარენ თქუენ, იტყჳს უფალი, და სთქუათ; რაჲთა შემიყუარენ ჩუენ, არა ძმაჲ იყოა ესავ იაკობისი, იტყჳს უფალი, და შევიყუარე იაკობი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ხოლო ესავი მოვიძულე და განვაწესენ საზღვარნი მისნი განსარყუნელად, და სამკჳდრებელი მისი მისაცემელად ოჴრებისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თქუას; იდუმეაჲ დაქცეულ არს და მოვიქცეთ, და აღვაშჱნოთ მოოჴრებული იგი. ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, იგინი აშჱნებდენ, და მე დავარღუევდე, <და> ეწოდოს მათ საზღვარი უშჯულოებისაჲ, და ერი რომელსა ზედა განწყობილ არს უფალი ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და თუალთა თქუენთა იხილონ, და თქუენ სთქუათ, განდიდნა უფალი ზედა უფროჲს საზღვართა ისრაჱლისათა. Page of ms. J: A32r 

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ძემან ადიდის მამაჲ,/ და მონამან უფალი თჳსი, და უკუეთუ მამაჲ ვარი მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი. და უკუეთუ უფალი ვარი მე, სადა არს შიში ჩემი, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი. აწ თქუენ მღდელნი ეგე, რომელნი განაქარვებთ სახ<ე>ლსა ჩემსა, და სთქუთ, რაჲთა განვაქარვებთ სახ<ე>ლსა შენსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოგაქუს საკურთხეველსა ჩემსა, და შემოსწირავთ პურთა შეგინებულთა, და სთქუათ; რაჲთა შევაგინათ იგი. ამისთჳს რამეთუ სთქუთ; ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხი არს, და მას ზედა დაგებული იგი შეურაცხ-ჰყავთ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ შემოსწიროთ საკურთხეველსა ჩემსა ბრმაჲ, არა ბოროტ, და უკუეთუ შემოსწიროთ მკელობელი გინა სნეული, არა ბოროტ, მო-ღა-ჰგუარე იგი მთავარსა შენსა, უკუეთუ მიიღოს, გინა თუ თუალ გახუნეს შენ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და აწ ევედრენით წინაშე პირსა ღმრთისა თქუენისასა, და ლხინება ყოს თქუენთჳს, ჴელითა თქუენითა იქმნა ესე, უკუეთუ თუალ გახუნე თქუენგანსა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თქუენ შორისცა დაეჴშნენ კარნი, და არა აღანთოთ საკურთხეველსა ჩემსა ცუდად, არა არს ნებაჲ ჩემი თქუენ შორის, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და მსხუერპლი არა შევიწირო ჴელთაგან თქუენთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე დიდებულ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა, და მსხუერპლი წმიდაჲ, რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ შეაგინებთ მას, რამეთუ სთქუთ თქუენ, ტაბლაჲ უფლისაჲ შეგინებულ არს, და ზედა დაგებული მისი შეურაცხ არს საზრდელი მას ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და სთქუთ; ესე ძჳრის-ხილვისა/გან Page of ms. J: A32v  არს, და განანქრიეთ იგი, იტყჳს უფალი/ ყოვლისა-მპყრობელი, და შემოგაქუნდა ჩემდა ნატაცები და მკელობელი და ხაშმი, და შემოსწირევდით მსხუერპლად. არა შევიწირო იგი ჴელთაგან თქუენთა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელსა ძალ ედვას, და ედგას სამწყსოსა მისსა ვერძი, და აღთქუმაჲ მისი მის ზედა იყოს, და შეწიროს მან განრყუნილი უფლისა. რამეთუ მეუფჱ დიდი ვარი მე, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და სახელი ჩემი გამოჩინებულ არს წარმართთა შორის.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.