TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 232
Previous part

Book: Zach. 
Zacharia

Ⴆაქარია წინაწარმეტყუელისაჲ

e codice I (Jerusalem) (A)


On the basis of the edition
The Old Georgian Version of the Prophets,
(ed.) R.P. Blake and M. Brière,
Paris 1962 (Text edition) and 1963 (Apparatus criticus),
(Patrologia Orientalis 29/6 and 30/3)




Chapter: 1 
Verse: 1  Link to mcat Link to sept   Page of ms. J: A21r  მერვესა თუესა წელსა მეორესა დარიოს მეფისასა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ზაქარიაჲსა მიმართ ბარაქიანისა ძისა ადოაჲსა წინაწარმეტყუელისა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
განრისხნა უფალი მამათა თქუენთა ზედა რისხვითა დიდითა, და ჰრქუა მათ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი ძალთაჲ, და მოვიქცე თქუენდა, იტყჳს უფალი ძალთაჲ;

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ნუ იქმნებით ვითარცა მამანი თქუენნი, რომელთა იგი აბრალებდეს წინაწარმეტყუელნი პირველნი და იტყოდეს; ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; მოიქეცით აწ გზათაგან თქუენთა ბოროტთა, და საქმეთაგან თქუენთა არა კეთილთა; და არა ისმინეს ჩემი და არა მერჩდეს სმენად ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
სადა არიან მამანი თქუენნი და წინაწარმეტყუელნი, ნუ უკუნისამდე ცხოველ იყვნენ,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
არამედ სიტყუანი ჩემნი და შჯული ჩემი შეიწყნარეთ, რაოდენი მე ვამცნო მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი მიეწიფნეს მამათა თქუენთა, და მიუგეს და ჰრქუეს, ვითარცა განწყობილ არს უფალი ყოვლისა-მპყრობელი ყოფად ჩუენდა გზათა-ებრ ჩუენთა, და სლვათა-ებრ ჩუენთა, ეგრეთ მიყო Page of ms. J: A21v  ჩუენ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ოც და ოთხსა თჳსა მის მეათერთმეტისასა, ესე/ იგი არს თუჱ საბატი, მეორესა წელსა დარიოს მეფისასა იყო სიტყუაჲ ყფლისაჲ ზაქარიაჲსა მიმართ ბარაქიანისა ძისა ადოჲსა წინაწარმეტყუელისა, და თქუა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ვიხილე ჩუენებასა ღამისასა, და აჰა ესერა კაცი აღმჴედრებული ცხენსა ზედა წითელსა; და ესე დგა შორის ორთა მთათა ჩრდილოჲსათა, და შემდგომად მისა ცხენნი წითელ-ჭრელნი და სპეტაკნი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ; რაჲ არიან ესე უფალო. და მრქუა მე ანგელოზმან მან, რომელი მეტყოდა მე; მე გიჩუენო შენ რაჲ არიან ესე.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მომიგო მე კაცმან მან, რომელი იგი დგა შორის ორთა მათ მთათა, და მრქუა მე; ესენი არიან რომელნი გამოავლინნა უფალმან მიმოსლვად ქუეყანისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მიუგეს ანგელოზსა მას უფლისასა, რომელი იგი დგა შორის ორთა მათ მთათა, და ჰრქუეს, მოვლეთ ყოველი ქუეყანაჲ. და აჰა ესერა ყოველი ქუეყანაჲ დაშჱნებულ არს და დაყუდებულ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მიუგო ანგელოზმან უფლისამან, და ჰრქუა; უფალო ყოვლისა-მპყრობელო ვიდრემდე არა შეიწყალო იჱრუსალემი და ქალაქები იუდაჲსი, რომელნი უგულებელს გიყოფიან; ესე სამეოც და ათი წელი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მოუგო უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან ანგელოზსა მას, რომელი მეტყოდა მე, სიტყუანი კეთილნი და სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე ანგელოზმან მან რომელი მეტყოდა მე; ღაღად-ყავ და თქუ; ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, შევიშურე იჱრუსალემისათჳს და სიონისათჳს შური დიდი,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და რისხვითა დიდითა მე განვრისხენ ნათესავთა მათ ზედა, რომელნი აღდგეს მათ ზედა, ამისთჳს რამეთუ მე განვრისხენ მცირედ, ხოლო იგინი შეკრბეს მათ ზედა ბოროტად.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, მოვაქციო იჱრუსალემსა ზედა მოწყალებით; სახლი ჩემი აღეშენოს მას შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და მერმე საზომი გან-ვე-ღა-ემარტოს იჱრუსალემსა ზედა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე Page of ms. J: A22r  ანგელოზმან, რომელი მეტყ/ოდა მე; ღაღად-ყავ და თქუ; ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, მერმეცა გან-ვე-ეფინ<ნ>ენ ქალაქნი კეთილთა შინა, და შე-ვე-იწყალოს უფალმან სიონი, და სათნო იყოს მერმე იჱრუსალემი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და აღვიხილენ თუალნი ჩემნი, და ვიხილენ ოთხნი რქანი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ ანგელოზსა მას, რომელი მეტყოდა მე; რაჲ არიან ესე უფალო; და მრქუა მე; ესე რქანი არიან რომელთა განაბნიეს იუდაჲ და იჱრუსალემი და ისრაჱლი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მიჩუვნნა მე უფალმან ოთხნი ხურონი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ მას, რასა საქმედ მოვლენ ესენი, და თქუა; ესე რქანი არიან რომელთა დამუსრნეს იგინი, და არა ვინ მათგანმან აღიპყრა თავი; და გამოვიდეს ესენი აღმახუვად მათდა ჴელთა შინა მათთა. ოთხნი ესე რქანი ნათესავნი იგი არიან, რომელთა აღიმაღლნეს ქუეყანასა მას ზედა უფლისასა რქანი მათნი განბნევად მისა.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.