TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 143
Previous part

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და დასცხრა აღსარებისაგან ტობი.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
იყო ორმეოცდაათექუსმეტის, ოდეს წარწყმიდნა თუალნი და შემდგომად რვისა წლისა აღიხილნა და იქმოდა ქველის-საქმესა, და შესძინა შიში უფლისა ღმრთისა და აუარებდა მას.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და ფრიად დაბერდა და მოუწოდა ძესა თჳსსა ტობიას და ექუსთა ძის-წულთა თჳსთა და ჰრქუა მათ; წარიყვანენ ძენი შენნი, რამეთუ განსლვასა ცხორებისასა ზედა ვდგა მე,

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და წარვედ ხუჟიკეთა შვილითურთ; მრწამს მე, რამეთუ რაოდენსა იტყოდა იონა წინაწარმეტყუელი ნინევისათჳს: იყოს დაქცევად არს; ხოლო ხუჟიკეთს იყოს მშჳდობაჲ ვიდრე ჟამად რაოდენადმდე. რამეთუ ძმანი ჩუენნი ყოველსა ქუეყანასა განიბნინენ ქუეყანისა მისგან კეთილისა. და იერუსალემი იყოს ოჴერ, და სახლი ღმრთისაჲ, რომელ არს მუნ შინა, დაიწუეს და ოჴერ იყოს ვიდრე ჟამ რაოდენმე.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
და კუალად შეიწყალნეს იგინი ღმერთმან და მოიქცინეს ქუეყანასა მათსა, და აღაშენონ სახლი იგი; არამედ არა ვითარ პირველ, ვიდრემდე აღივსნენ ჟამნი საუკუნენი. და ამისა შემდგომად მოიქცენ ტყუეობისაბან და აღაშენონ იერუსალემი პატიოსნად. და სახლი ღმრთისაჲ მას შინა აღეშენოს ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნეთა შენებულითა დიდებულითა; ვითარცა იტყოდეს მისთჳს წინაწარმეტყუელნი.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და ყოველნი წარმართნი მოიქცენ ჭეშმარიტად და ეშინოდის უფლისა ღმრთისა. და დაჰფლნე კერპნი მათნი ქუეყანასა. და აკურთხევდეს ყოველი თესლები უფალსა.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
და ერი მათი აკურთხევდეს ღმერთსა და აღამაღლოს უფალმან ერი Page of ms. J: 103r  თჳსი და უხაროდის ყოველთა მოყუარეთა უფლისა ღმრთისათა ჭეშმარიტებით და სიმართლით, და ჰყოფდენ წყალობასა ძმათა ჩუენთასა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
და აწ, შვილო, წარვედ ნინევით და ნანდჳლვე იყოს, რომელსა იტყოდა წინაწარმეტყუელი.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
ხოლო შენ დაიმარხენ სჯულნი და ბრძანებანი, და შენ, შვილო, იყავ მოწყალების-მოყუარე და მართალ, რაჲთა კეთილი გეყოს შენ. დამფალ მე და დედაშენი კეთილად და ნუღარა იყოფი ნინევს შინა,

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
შვილო, უწყი, რაჲ-იგი უყო ადამ აქიაკაროსს, მპოხელსა თჳსსა, ვითარ-იგი ნათლისაგან შეიყვანა ბნელად; და ვითარ-იგი მიაგო მას უფალმან -- და აქიაკაროს განარინა, ხოლო მას მისაგებელი მიაგო და შთაჴდა იგი ბნელსა. მანასე იქმოდა ქველის-საქმესა და განერა იგი საბრჴისაგან სიკუდილისა, რომელი დაარწყუა მან თავისა თჳსისა; ხოლო ადამ შევარდა საბრჴესა და წარწყმდა.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და აწ, შვილო, იხილე მოწყალებაჲ რასა იქმს, და ვითარ-იგი სიმართლე იჴსნის. ხოლო ვითარ იგი ამას იტყოდა, მოაკლდა სული მისი ცხედარსა ზედა. და იყო იგი ას ორმეოცდაათექუსმეტის წლის. და დაჰფლეს იგი პატიოსნად.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და ოდეს მოკუდა ანა, დედამისი, დაჰფლა იგი მამისა თჳსისა თანა. ხოლო ტობია წარვიდა სარაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, და ძეთა მისთა თანა ეკბატანად ჰრაგუელისა, სიმამრისა თჳსისა.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და დაბერდა პატიოსნად და დაჰფლა სიმამრი და სიდედრი თჳსი დიდებულად და დაიმკჳდრა ნაყოფი მათი და ტობისი, მამისა თჳსისაჲ.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და მოკუდა იგი ას ოცდაშჳდისა წლისაჲ ეკბატანს ხუჟიკეთისასა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და ესმა უწინარეს სიკუდილისა მისისა წარწყმედაჲ ნინევისაჲ, რამეთუ წარტყუენა იგი ნაბუქოდონოსორ და ასუიეროს. და განიხარა ვიდრე სიკუდიდმდე მისა.
Page of ms. O:   
Page of ms. J:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.