TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 15
Previous part

Chapter: 26  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელი-იგი იყო ჟამთა აბრაჰიმისთა. მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა მის ფილისტიმელთაჲსა, გერარდ.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. დაემკჳდრე ქუეყანასა ამას, რომელსა Page of ms. O: 21v  გრქუა შენ,

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და მწირობდ ქუეყანასა ამას და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ და შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა მიმართ შენისა ყოველნი ტომნი ქუეყანისანი,

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ამისთჳს რამეთუ ერჩდა მამაჲ შენი ჴმასა ჩემსა და დაიმარხნა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი და მშჯავრნი ჩემნი.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და დაეშჱნა ისაკ გერარს.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
ჰკითხეს კაცთა მის ქუეყანისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუემცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა. რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. შთაჰხედა აბიმელიქ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რაჲ რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
მოუწოდა აბიმელიქ ისაკს და ერქუა: ცოლი სამე შენი არს რებეკა. რაჲსათჳს სთქუ, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს? Page of ms. O: 22r  ჰრქუა ისაკ: ნუუკუემცა მოვკუედ მაგის ძლით.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას აბიმელიქ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედ-ღა და წარ-მცა-იტაცა იგი ნათესავისა ჩემისაგანმან და მო-მცა-ჰჴადა ჩუენ ზედა უმეცრებაჲ.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
უბრძანა აბიმელიქ ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა ამას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
სთესა ისაკ ქუეყანასა. მას და იყო მას წელსა ასული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და აღამაღლა კაცი იგი. და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმჱ ფრიადი. ეშურებოდის მას ფილისტიმელნი იგი.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და ყოველი ჯურღმულები, რომელ თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა მათ და აღავსნეს მიწითა.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და წარვიდა მიერ ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშჱნა მუნ.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყლისაჲ, რომელ თხარეს მონათა მამისა მისისათა და დაყვეს იგი ფილისტიმელთა მათ და აღავსნეს მიწითა შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა. და დასდვა მათ Page of ms. O: 22v  სახელები, რაჲცა-იგი დაედვა მამასა მისსა.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული იგი წყლისა ცხოველისაჲ.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და ჰლალვიდეს მწყემსნი გერარელთანი მწყემსთა ისაკისთა და ეტყოდეს, ვითარმედ: ჩუენი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას ვნებაჲ, რამეთუ ავნეს მას.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
წარმოვიდა მიერ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. ეშჯოდეს იგინი მისთჳსცა და დასდვა მას ს1ახელი მტერობა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და წარვიდა მიერ და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს. და დასდვა მას სახელი ფართოება და თქუა: რამეთუ აწ განგჳფართა უფალმან და აღგუაორძინნა ჩუენ ქუეყანასა ზედა.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ფიცისასა.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და ეჩუენა მას უფალი მას ღამესა და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი მამისა შენისაჲ აბრაჰამისი. ნუ გეშინინ შენ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი უფლისაჲ და ჰხადა სახელი უფლისაჲ და აღჰმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერართნისასა.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
და აბიმელექ მოვიდა Page of ms. O: 23r  გერარონით ისკისა და ოქოზათ, ეზოჲს მოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი იგი ძლიერებისა მისისაჲ.

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსა მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე?

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, რამეთუ უფალი შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შოვრის ჩუენსა და შენსა და აღთქუათ აღთქუმაჲ შენ თანა,

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
რაჲთა არა ჰყო ჩუენ თანა ბოროტი, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ და ვითარცა-იგი გიყავთ შენ კეთილად და წარგგზავნეთ მშჳდობით. და აწ კურთხეულ ხარ შენ უფლისა მიერ.

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
და უმზადა პური. ჭამეს და სუეს.

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წ(არგზ)ავნნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს მას ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი.

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
და უწოდა მას ფიცის. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას ფიცის... ვიდრე დღენდელად დღედმდე.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყვანა ცოლი იუდინ, ასული ბერისი ქეტელისაჲ, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ.

Verse: 35   Link to mcatLink to sept   
და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკაჲსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.