TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 973
Previous part

Book: Zach. 
წინაწარმეტყველება ზაქარიასი

Text edited by Jost Gippert
in cooperation with Sopiko Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, 2005.



Chapter: 1 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   მერვესა თთუესა, წელიწადისა მეორისასა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ ძისა ბარაქიას, ძისა ადდოას წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
განრისხნა უფალი მამათა თქუენთა ზედა რისხვითა დიდითა

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და თქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი ძალთა, - მე მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი ძალთა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და ნუ იქმნებით, ვითარცა მამანი თქუენნი, რომელთა ესაჯებოდეს მათ წინაწარმეტყუელნი, წინაპარნი მეტყუელნი: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით გზათაგან თქუენთა ბოროტთა და სიმარჯუეთაგან თქუენთა ბოროტთა. და არ შეისმინეს და არ მოიხილეს შესმენად ჩემსა, - იტყჳს უფალი.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
მამანი თქუენნი სადა არიან და წინაწარმეტყუელნი ნუ უკუნისამდე ცოცხალ იყუნენა?

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
გარნა შჯულნი ჩემნი და საშჯულონი ჩემნი შეიწყნარენით, ვითარცა მე ვამცნებ სულითა ჩემითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი ეწინეს მამათა თქუენთა და მიუგეს და ჰრქუეს: ვითარ-იგი განაწესა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ყოფად თქუენდა გზათაებრ თქვენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა, ეგრეთ გიყო თქუენ.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
მეოთხესა და მეოცესა მეათერთმეტისა თთჳსასა, ესე არს თთუე სავატი, მეორესა წელსა დარიოსის ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ, ბარაქიას ძისა, ძისა ადდოჲსა წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
ვიხილე ღამით, და, აჰა, მამაცი აღმავალი ცხენსა ზედა ხსედსა. და ესე დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა და უკუანა მისსა ცხენნი ხსედნი და თეთრნი.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და ვთქუ: რაჲ ესენი, უფალო? და თქუა ჩემდა მომართ ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მე გიჩუენო შენ, რაჲ იყუნენ ესენი.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
და მომიგო მამაცმან მდგომარემან საშუალ ორთა მთათასა და თქუა ჩემდამო: ესენი არიან, რომელი გამოავლინნა უფალმან გარემოვლად ქვეყანისა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და მიუგეს ანგელოზსა უფლისასა, მდგომსა საშუალ მთათასა, და ჰრქუეს: გან-მე-მო-ვლეთ ყოველი ქუეყანაჲ, და, აჰა, ყოველი ქუეყანაჲ მკჳდროვნობს და მყუდროჲს.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და მიუგო ანგელოზმან უფლისამან და თქუა: უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ვიდრე რომლისამდე არ შეიწყალებ იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა, რომელნი უგულებელს-ჰყუენ ამას სამეოცდაათსა წელსა?

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და მიუგნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ანგელოზსა მზრახვალსა ჩემ შორის სიტყუანი კეთილნი და სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე იერუსალჱმსა და სიონსა შური დიდი

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
და რისხვითა დიდითა მე განვრისხენ ნათესავთა ზედა ზედაღდგომილთა მათ წილ, რამეთუ მე ვიდრემე განვრისხენ მცირედ, ხოლო იგინი ზედა დაუჴდეს ბოროტად.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპრობელი: მოვიქცე იერუსალჱმსა ზედა მოწყალებისა მიერ და სახლი ჩემი აღეშენოს მის შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და საზომი განემარტოს მერმე იერუსალჱმსა ზედა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მერმე აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე გარდაეცნენ ქალაქნი კეთილთა მიერ და შეიწყალოს უფალმან სიონი მერმე. და აღირჩიოს მერმე იერუსალჱმი.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი რქანი.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რანი არიან ისინი, უფალო? და თქუა ჩემდამო: ესე რქანი განმაბნეველნი იუდაჲსნი და ისრაჱლისანი.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
და მიჩუენნა მე უფალმან ოთხნი ხურონი

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
და ვთქუ: რაჲსა ქმნად მოვლენ ისინი? და თქუა ჩემდამო: იმათ რქათა იუდაჲ და ისრაჱლი დაამჴუეს და ვერვინ მათგანმან აღიღო თავი თჳსი. და გამოვიდეს ისინი აღმახვად მათდა ჴელთა მიერ მათთა. ოთხნი ესე რქანი ნათესავნი იგი არიან, რომელთა აღიმაღლნეს რქანი ქუეყანასა ზედა უფლისასა განბნევად მისსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.