TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 852
Previous part

Chapter: 2 
Verse: 23  Link to oskijer Link to sept   ალეფ. ვითარ დაალმურა რისხვითა მისითა უფალმან ასული სიონისაჲ, გარდამოაგდო ცით ქუეყანად დიდებულება ისრაილისაჲ და არ მოიჴსენა კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ დღესა შინა რისხვისა მისისასა.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept   
ბეთ. დაანთქნა უფალმან არმრიდებელმან ყოველნი შუენიერნი იაკობისნი, დაამჴუნა გულისწყრომისა მიერ მისისა სიმაგრენი ასულისა იუდაჲსნი, აღაქუნა იგინი ქუეყანადმი, შეამწიკულა მეფე მისი და მთავარნი მისნი.

Verse: 25  Link to oskijer Link to sept   
გიმელ. შემუსრა გულისწყრომითა რისხვისა მისისათა ყოველი რქაჲ ისრაილისაჲ, გარემიიქცია უკუანა მარჯუენისა მისისა პირისაგან მტერისა, და აღაგზნა იაკობსა შორის ცეცხლი შემწველი, და შეჭამნა ყოველნი გარემოჲსნი მისნი.

Verse: 26  Link to oskijer Link to sept   
დალეთ. მოირთხა მშჳლდი მისი, ვითარცა მტერმან, განამტკიცა მარჯუენე მისი, ვითარცა წინააღმდგომმან, და მოსრნა ყოველნი გულისათქმელნი თვალთა ჩემთანი, კარავსა შინა ასულისა სიონისასა გარდაჰფინა, ვითარცა ცეცხლი, გულისწყრომაჲ.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept   
ჱე. იქმნა უფალი, ვითარცა მტერი, დაანთქა ისრაილი, დააქცია ყოველი ტაძრები მისი, განხრწნნა ყოველნი სიმაგრენი მისნი, და განამრავლა ასულისა იუდაჲს დამდაბლებული და დამდაბლებულაჲ.

Verse: 28  Link to oskijer Link to sept   
ვავ. აღფხურა ვითარცა ვენაჴი, კარავი თჳსი, განხრწნა დღესასწაული მისი; დაივიწყა უფალმან, რომელი ქმნა შორის სიონსა დღესასწაულისა შაბათთაჲსა, და განაძჳნა მკსინვარებითა რისხვისა მისისაჲთა - მეფე და მღდელი და მთავარი.

Verse: 29  Link to oskijer Link to sept   
ზაინ. განაშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისაჲთა ზღუდე ტაძართა მისთაჲ, ჴმაჲ ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა.

Verse: 30  Link to oskijer Link to sept   
ეთ. იგულისსიტყუა უფალმან განხრწნაჲ ზღუდესა ასულისა სიონისასა. საზომიერად, და არ გარეაქცია ჴელი თჳსი დასათრგუნველობისაგან მისისა. და იგლოვა წინმოზღუდვილობამან, და ზღუდე ერთბამად მოუძლურდა.

Verse: 31  Link to oskijer Link to sept   
ტეთ. დაეკუეთნეს ქუეყანად ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი და მთავარი მისი წარმართთა შორის, და არა არს შჯული, და წინაწარმეტყუელთაცა მისთა არ პოვეს ხილვაჲ უფლისა მიერ.

Verse: 32  Link to oskijer Link to sept   
იოთ. დასხდეს ქუეყანად, დადუმნეს მოხუცებულნი ასულისა სიონისანი, აღიღეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა, მოირტყნეს ძაძანი, შთაიყვანნეს ქუეყანად წინამძღუარნი ქალწულისა ასულისა იერუსალიმისანი.

Verse: 33  Link to oskijer Link to sept   
ხაფ. მოაკლდეს ცრემლთა მიერ თვალნი ჩემნი, შეშფოთნა მუცელი ჩემი, დაითხია ქუეყანად დიდებაჲ ჩემი შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, დაჴსნასა ჩჩჳლთა და მწოართასა უბნებსა შინა ქალაქისასა.

Verse: 34  Link to oskijer Link to sept   
ლამედ. დედათა მათთა ეტყოდეს: სადა იფქლი და ღჳნოჲ დაჴსნასა შინა მათსა, ვითარცა-რაჲ წყლულთა უბნებსა შორის ქალაქისასა, აღმობერვასა შინა სულთა მათთასა შორის წიაღთა დედათა მათთაჲსა.

Verse: 35  Link to oskijer Link to sept   
მემ. რაჲ გიწამო შენ, ანუ რასა გამსგავსო შენ, ასულო იერუსალიმისაო? ვინ გაცხოვნოს შენ, ანუ ვინ ნუგეშინის-გცეს შენ, ქალწულო სიონისაო! რამეთუ განდიდნა სასუმელი შემუსრვისა შენისაჲ, ვინ განგკურნოს შენ?

Verse: 36  Link to oskijer Link to sept   
ნონ. წინაწარმეტყუელთა შენთა იხილეს შენი ამაოებაჲ და უცნობელობა, და არა განაცხადეს უსამართლოება შენი მოსაქცეველად ტყუეობისა შენისა, და იხილნეს შენნი ნეშტნი ამაონი, და განგაგარეეს შენ.

Verse: 37  Link to oskijer Link to sept   
სარეხ. შეიტყუელნეს შენ ზედა ჴელნი ყოველთა თანაწარმავალთა გზისათა, დაისტჳნეს და შეხარეს თავი მათი ასულსა ზედა იერუსალიმისასა, უკუეთუ ესე არს ქალიქი თქუენი, გჳრგჳნი დიდებისაჲ, კეთილი შუენიერებაჲ, საშუები ყოვლისა ქუეყანისაჲ.

Verse: 38  Link to oskijer Link to sept   
აინ. აღაღეს შენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა შენთა, და ისტჳნეს და დაიღრჭინეს კბილნი მეტყუელთა: შთავნთქათ იგი, გარნა ესე არს დღე, რომელსა მოველოდეთ, ვპოეთ და ვიხილეთ იგი.

Verse: 39  Link to oskijer Link to sept   
ჳე. ქმნა უფალმან, რომელნი თქუნა და მოიგონნა, აღასრულნა სიტყუანი მისნი, რომელნი ამცნნა დღეთაგან პირველთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, და განიშუა შენ ზედა მტერმან, აღამაღლნა თავნი მაჭირვებელისა შენისანი.

Verse: 40  Link to oskijer Link to sept   
სადე. ღაღად-ყო გულმან მათმან უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან, დამოადინენ, ვითარცა ღუარნი, ცრემლნი დღე და ღამე. ნუ სცემ განფრთხობასა თავსა შენსა, ნუ დადუმდებიედ გუგანი თვალთა შენთანი.

Verse: 41  Link to oskijer Link to sept   
კოფ. აღდეგ, ჭრტინევდ ღამესა შინა დასაბამსა საჴმილავთა შენთასა, განჰფინე, ვითარცა წყალი, გული შენი წინაშე პირსა უფლისასა. აღიხუენ მისდამი ჴელნი შენნი სულებისათჳს ჩჩჳლთა შენთაჲსა შეყმედილთა სიყმილისა მიერ დასაბამსა ზედა ყოველთა გამოსლვათასა.

Verse: 42  Link to oskijer Link to sept   
რეს. იხილე, უფალო, და ზედმოიხილე ვისდად მომკუფხლე ესრეთ, უკეთუ ჭამონ დედათა ნაყოფი მუცლისა მათისა. მოკუფხლვა-ყო მზარაულმან, დაიკლნენ ჩჩჳლნი, მწოვნელნი ძუძუთა, უკეთუ მოჰკლავ სიწმიდესა შინა უფლისასა მღდელსა და წინასწარმეტყუელსა.

Verse: 43  Link to oskijer Link to sept   
სინ. დაიძინეს ქუეყანად გამოსავალთა ყრმამან და მოხუცებულმან. ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი. მოასრულენ დღესა შინა რისხვისა შენისასა, ამზარეულენ, არა ჰრიდენ.

Verse: 44  Link to oskijer Link to sept   
თავ. მოუწოდეს ვითარცა დღედ დღესასწაულისა. მსხემთა ჩემთა გარემოჲს, და არა იყო დღესა შინა რისხვისა უფლისასა განრინებული, და დატევებული განვზარდენ, და ვიპყრენ და განვამრავლენ, და მტერმან ჩემმან ყოველნი მოასრულნა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.