TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 832
Previous part

Chapter: 34 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ; და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ლაშქარი მისი, და ყოველნი მეფობანი ქუეყანისა მთავრობისა მისისანი, და ყოველნი ერნი ჰბრძოდეს რაჲ იერუსალიმსა ზედა და ყოველთა ქალაქთა იუდაჲსთა მეტყუელი:

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ისრაილისამან: ვლე სედეკიაჲას მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, და არქუ მას: მათდამი ესრეთ თქუა უფალმან: განცემით განეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და გამოიღოს იგი და დაწუას იგი ცეცხლითა;

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ არ განერე ჴელისაგან მისისა, რამეთუ შეპყრობით შეპყრობილ იქმნა და ჴელთა მისთა მიეცე, და თვალთა შენთა თვალნი მისნი იხილნენ, და პირი მისი პირისა შენისა თანა იტყოდის, და ბაბილონად შეხჳდე.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, სედეკია, მეფეო იუდაჲსო! ესრეთ თქუა უფალმან: არა მოჰკუდე მახჳლითა;

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მშჳდობით მოჰკუდე, და ვითარცა სტიროდეს მამათა შენთა, მეფეყოფილთა, უპირატეს შენსა, ეგრეთ გტიროდიან შენცა: "ვაჲ, ვაჲ, უფალო". და ჯოჯოხეთამდე გეტყებდენ შენ, რამეთუ დიდნი ვსთქუენ, - თქვა უფალმან

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იტყოდა იერემია წინაწარმეტყუელი სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსასა, ყოველთა ამათ სიტყვათა იერუსალიმს შინა.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ძალი მეფისა ბაბილონისა ჰბრძოდა იერუსალიმს ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსათა, დაშთომილთა ლაქისსა ზედა და აზიკასსა, რამეთუ ესენი დაშთეს ქალაქთა შორის იუდაჲსათა ქალაქნი მტკიცენი.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, შემდგომად სრულყოფისა მეფისა სედეკიაჲსაგან, აღთქუმასა ერისა მიმართ იერუსალიმს შინაჲსა წოდებისათჳს მიტევებისა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რაჲთა განავლინოს კაცმან ყრმაჲ თჳსი და კაცადმან ყრმააჲ თჳსი, ებრაელნი და ებრაელაჲ თავისუფალნი, რაჲთა არა ჰმონებდენ იგინი კაცსა იუდასაგან, ძმასა მათსა.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოიქცეს ყოველნი დიდებულნი და ყოველი ერი შესრულნი აღქმასა თანა განვლინებად კაცადი ყრმისა თჳსისა და კაცადი ყრმააჲსა თჳსისა, კაცი ებრაელი, დედაკაცი ებრაელი, რაჲთა არ დაიმონნენ იგინი მერმე, და ისმინეს და განავლინნეს.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოაქციეს შემდგომად განვლინებისა მის და უკუნიქცნეს ყრმანი და ყრმაანი, რომელნი განევლინნეს თავისუფლად და დაუტევებდეს მათ ყრმებად და ყრმააებად.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი ესრეთ:

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: მე დავდევ აღთქმაჲ მამათა თქუენთა მიმართ, რომელთა დღესა განვარინებ მათ ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა, სახლისაგან მონებისა, მეტყუელი:

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
"ოდეს განესრულოს შჳდი წელი, განავლინო ძმაჲ შენი ებრაელი, რომელ მიგეყიდოს შენ და გიქმოდის შენ ექუს წელ, და განავლინო იგი თავისუფლად შენგან"; და არა მერჩდეს მე მამანი თქუენნი და არა მოყვეს ყური მათი.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოიქეცით დღეს ქმნად სიწრფოჲ წინაშე თვალთა ჩემთა, წოდებად კაცადისაგან მიტევება მოყუსისა თჳსისა, და სრულ-ჰყავთ აღთქმაჲ წინაშე პირსა ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა;

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მიაქციეთ და შეაბილწეთ სახელი ჩემი უკუნქცევით კაცადისაგან ყრმისა თჳსისა და კაცადისაგან ყრმააჲსა თჳსისა, რომელნი განავლინენით თავისუფლად სული მათი, და დაიმორჩილენით იგინი ყოფად თქუენდა ყრმებად და ყრმააებად.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: თქუენ არა ისმინეთ ჩემი წოდებად-მიტევება კაცადმან ძმისა თჳსისა და კაცადმან მოყუსისა თჳსისა! აჰა, მე გიწოდ თქუენ მიტევებად, - თქუა უფალმან, - მახჳლისადმი და სიკუდილისა და სიყმილისა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მიგცნე თქუენ განსათესველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და მივსცნე კაცნი იგი გარდამავალნი მცნებისა ჩემისანი, არდამამტკიცებელნი სიტყუათა აღთქუმისა ჩემისათა, რომელ ყვეს წინაშე პირსა ჩემსა, ჴბოჲ, რომელ ქმნეს საქმედ მისსა, და გარდამავალნი შორის ორგანკუეთილებასა მისსა,

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მთავართა იუდაჲსათა და მთავართა იერუსალიმისათა ძლიერთა, და მღდელთა და ყოველმან ერმან ქუეყანისამან, განმვლელთა საშუალ ორგანკუეთებათა ჴბოჲსათა.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივსცნე იგინი ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა მტერთა მათთასა; და მივსცნე მძორნი მათნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სედეკიაჲ, მეფე იუდაჲსა, და მთავარნი მისნი მივსცნე ჴელსა მტერთა მათთასა და ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისასა და ჴელსა ძალისა მეფისა ბაბილონისასა, მლტოლველნი მათგან.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, მე მიუწესო მათ, - იტყჳს უფალი, - და უკმოვაქცინე იგინი ქალაქად ამად, და მბრძოლის-მყოფელთა მის ზედა დაიპყრან იგი და დაწუან ცეცხლითა; და ქალაქნი იუდაჲსანი მივსცნე განსაქარვებელად არყოფისათჳს მკჳდრთაჲსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.