TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 831
Previous part

Chapter: 33 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ იერემიაჲს მიმართ, და იგი იყო კრულ ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყუელი:

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან, შემქმნელმან ქვეყანისამან და განმზელელმან მისმან, აღმართებად იგი, - უფალ სახელი მისი.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ხოლო ჴმა-ყავ ჩემდამო, და მოგიგო მე შენ და მიგითხრნე შენ დიდნი და ძლიერნი, რომელნი არა იცოდენ იგინი,

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან, სახლთათჳს ამის ქალაქისათა და სახლისათჳს მეფისა იუდაჲსასა, დარღუეულთათჳს პატნეზებად და წინსაბრძოლებად, და მახჳლისათჳს.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მომავალისა ბრძოლად ქალდეველთა მიმართ, და აღვსებად იგი მკუდართაგან კაცთა, რომელნი მოვსრენ რისხვითა ჩემითა და გულისწყრომითა ჩემითა, და მივიქციე პირი ჩემი მათგან ყოველთა უკეთურებათა მათთათჳს.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, მე აღვიღებ მათ ზედა მახჳლსა და აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნებაჲ, და განვკურნნე იგინი, და ვყო მათთჳს მშჳდობა და სარწმუნოებაჲ.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოვაქციო განსახლვა იუდაჲსი და განსახლვაჲ იერუსალიმისა, და აღვაშენნე იგინი, ვითარცა პირველ.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განვწმიდნე იგინი ყოველთაგან სიცრუეთა მათთა, რომელნი შემცოდნეს მე და არ მოვიჴსენო ცოდვათა მათთაჲ, რომელნი შემცოდნეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა მიერ განდგეს ჩემგან.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყვნენ ჩემდა სახელად სიხარულისა და საქებელად და განსადიდებელად ყოველთა მიერ ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმნენ ყოველნი კეთილნი, რომელთა მე უყოფ მათ და განჰკრთენ და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისათჳს მშჳდობისა, რომელსა მე უყოფ მათ.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან: მერმეცა ისმეს ადგილსა ამას, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ: უდაბნო არსო კაცთაგან და საცხოვართა ქალაქებსა შინა იუდაჲსასა და გარემოჲს იერუსალიმისა მოოჴრებულთა არყოფისაგან კაცთა და საცხოვართასა.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ჴმაჲ სიხარულისა და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, ჴმაჲ მეტყუელთა: აღუვარებდით უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რამეთუ სახიერ უფალი, რამეთუ საუკუნეთა არს წყალობაჲ მისი. და შეიხუნენ ძღუენნი ლხინებისათჳს სახიდ უფლისა, რამეთუ მოვაქციო განსახლვაჲ ქუეყანისაჲ, მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ; მერმეცა იყოს ადგილსა ამას უდაბნო ქმნილსა არყოფითა კაცთა და საცხოვართაჲთა, და ყოველთა შინა ქალაქთა მისთა, სავანებთა მწყემსთასა, დამაწვენელთა სამწყსოთა მათთასა,

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ქალაქთა შორის მთით კერძოთა და ქალაქთა სეფილაჲსთა და ქალაქთა ნაგევისათა, და ქუეყანასა შინა ბენიამენისსა, და გარემოჲსთა შორის იერუსალემისათა და ქალაქთა შორის იუდაჲსთა. მერმე წარჴდენ ცხოვარნი ჴელსა ზედა მრიცხველისასა, - თქუა უფალმან.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღვადგინო სიტყუაჲ ჩემი კეთილი, რომელი ვთქუ სახლსა ზედა ჩემსა ისრაელსა და სახლსა ზედა იუდაჲსასა.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი და ქმნას მსჯავრი და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მათ დღეთა შინა ცხონდეს იუდეა, და იერუსალემი დაემკჳდროს სასოებით. და ესე სახელი, რომელი ეწოდოს: "უფალი სიმართლე ჩუენი".

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: არა მოაკლდეს დავითს მამაკაცი, მჯდომარე საყდარსა ზედა სახლისა ისრაჱლისასა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მღდელთა ლევიტელთა არა მოაკლდეს მამაკაცი პირისაგან ჩემისა, აღმომრთმელი ყოვლად დასაწველისაჲ და მკუმეველი საკუმეველისაჲ და მყოფელი საკუერთხსა ყოველთა დღეთა.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიას მიმართ მეტყუელი:

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: უკეთუ განქარდეს აღთქმაჲ ჩემი დღისაჲ და აღთქმაჲ ჩემი ღამისაჲ არყოფითა დღისა და ღამისაჲთა ჟამსა შინა მათსა.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აღთქმაცა ჩემი განქარდეს დავითის თანა, მონისა ჩემისა, არყოფად მისსა ძე, მმეფობი საყდარსა ზედა მისსა, და მღდელთა მიმართ და ლევიტელთა, მწირველთა ჩემთა.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვითარცა ვერ აღირაცხვის ძალი ცისაჲ, ვერცა აღითვალვის ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ეგრეთ განვამრავლო თესლი დავითის, მონისა ჩემისაჲ, და ლევიტელთა მწირველთა ჩემთა.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ, იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არა სადმე იხილეა, რაჲ ერმან ამან თქუა მეტყუელმან: "ორნი ტომნი, რომელნი გამოირჩინა უფალმან მათ შორის და, აჰა, განიშორნა იგინი"? და განაძჳნეს ერი ჩემი არყოფად მერმე ნათესავად წინაშე მათსა.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ აღთქმაჲ ჩემი დღისა და ღამისა, სიმკაცრენი ცისა და ქუეყანისანი არ განვაწესენ.

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
თესლიცა სადმე იაკობისი და დავით, მონისა ჩემისაჲ გამოუცდელ-ვყო, არმოყვანებად მთავარი თესლისაგან მისისა, ნათესავისა მიმართ აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა, რამეთუ მოვაქციო მოქცევაჲ მათი და შევიწყალნე იგინი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.