TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 825
Previous part

Chapter: 27 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყუაჲ ესე იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ მეტყუელი.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: უქმნენ თავსა შენსა შესაკრავნი და საჴივნი, და მოისხენ გარემოჲს ქედსა შენსა,

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და წარჰგზავნნე იგინი მეფისა მიმართ იდუმიაჲსა, და მეფისა მიმართ მოაბისა, და მეფისა მიმართ ძეთა ამმონისთაჲსა, და მეფისა მიმართ ტჳროსისა, და მეფისა მიმართ სიდონისა, ჴელითა მიმთხრობელთა მათთა მომავალთაჲთ შემთხუევად მათდა იერუსალემს სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მიუმცნო მათ უფალთა მათთა მიმართ თქმად: ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ თქუთ უფალთა მიმართ თქუენთა.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვითარმედ შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი და საცხოვარნი, რაოდენნი არიან პირსა ზედა ქუეყანისა ძალითა ჩემითა დიდითა და მკლავისა მიერ ჩემისა მაღლისა. და მივსცე იგი, რომლისაჲცა სთნდეს თუალთა ჩემთა.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აწ მე ვარ, რომელი მივეც ქუეყანაჲ ნაბუქოდონოსორს მონებად მისსა, და მჴეცნი ველისანი საქმრად მივცენ მას,

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მონებად მისსა ყოველნი ნათესავნი და ძესა მისსა და ძესა ძისა მისისასა, ვიდრემდისცა მოიწიოს ჟამი რისხვისა მისისაჲ, და ჰმონონ მას ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს ნათესავი და მეფობაჲ, რომელმან არა ჰმონოს ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილოვნისასა, და რომელთა არა თუ განყონ ქედი მათი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილოვნისასა, მახჳლისა მიერ და სიყმილისა ზედმივიხილო მათდა, - თქუა უფალმან, - ვიდრემდის მოაკლდენ ჴელსა შინა მისსა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუან: ნუ ისმენთ ცრუწინაწარმეტყუელთა თქუენთასა, და მემისნეთა თქუენთასა, და მეძილისშინაეთა თქუენთასა, და მზმნელთა თქუენთასა და მეწამლეთა თქუენთა მეტყუელთასა თქუენდამი: ნუ უქმთ მეფესა ბაბილოვნისასა,

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ტყუილით გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ იგინი განშორებისათჳს თქუენისა ქუეყანისაგან თქუენისა, და მიმოგთესნენ თქუენ, და წარგწყმიდნენ თქუენ.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ნათესავმან, რომელმანცა განუყოს ქედი მისი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისასა, და უქმოდის მას, და დაუტეო იგი ქუეყანასა ზედა მისსა, - თქუა უფალმან, - და იქმოდის მას ზედა, და დაეშენოს მას ზედა.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, ვიტყოდე ყოველთა ამათ სიტყუათაებრ მეტყუელი: შეყავთ ქედი თქუენი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისასა, და ჰმონეთ მას და ერსა მისსა და ცოცხლებდეთ.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და რაჲსათჳს მოჰკუდებით შენ და ერი შენი მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, ვითარცა თქუა უფალმან ნათესავისა მიმართ, რომელმან არაჰმონოს მეფისა ბაბილონისასა.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ნუ ისმენთ ცრუწინაწარმეტყუელთა მეტყუელთასა თქუენდამი: არა უქმოდით მეფესა ბაბილონისასა, რამეთუ ცრუთა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ იგინი.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ არ მივავლინენ იგინი, - იტყჳს უფალი, - და გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა სიცრუით წარწყმედისათჳს თქუენისა. და წარსწყმდეთ თქუენ და წინაწარმეტყუელნი, წინაჲსწარმეტყუელებანი თქუენნი უსამართლოდ სიცრუესა.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
თქუენ და მღდელთა და ყოველსა ამას ესა - გარქუ მეტყუელმან: ესრეთ თქვა უფალმან: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთა მწინაწარმეტყუელებთა თქუენთა მეტყუელთასა. აჰა, ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ მოიქცეს ბაბილონით მალიად აწ, რამეთუ ცრუთა გიწინაწარმეტყუელებენ იგინი თქუენ და არ მივავლინენ იგინი. და არა არს სიტყვა უფლისაჲ მათ შორის.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ უსმენთ მათ, ჰმსახურეთ მეფესა ბაბილოვნისასა და ცოცხლებდით და რაჲსათჳს იქმნების ქალაქი ესე ოჴერ?

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ხოლო წინაწარმეტყუელნი თუ არიან და არს სიტყვა უფლისაჲ მათ შორის, შემემთხჳნედ მე, რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან: და ნეშტნი ჭურჭელნი, რომელი არა მიუღო მეფემან ბაბილონელთამან, რაჟამს წარტყუენა იექონია, იერუსალიმით ბაბილონად მივიდეს, - იტყვის უფალი ძალთა, არამედ არა მისრულთათჳს ნეშტთა ჭურჭელთა სახლისა უფლისა და სახლისა მეფისა იუდაჲსა და იერუსალიმისა ბაბილოვნად,

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ იტყჳს უფალი ძალთაჲ: სუეტთათჳს და ზღჳსათჳს და მექონოთთათჳს და ნეშტთა ზედა ჭურჭელთა, რომელნი დაშთომილ არიან ქალაქსა ამას შინა,

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რომელნი არა წარიხუნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილოვანისამან, ოდეს წარტყუენნა იექონია და იოაკიმ, მეფენი იუდაჲსნი, იერუსალიმით ბაბილონად და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი და იერუსალიმი,

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: ჭურჭელთა ზედა დაშთომილთა სახლსა შინა უფლისასა და სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა და იერუსალიმს შინა.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ბაბილონად წარიხუნენ და მუნ იყვნენ, ვიდრე დღედმდე მოძიებისა მათისა, - ესრეთ იტყჳს უფალი, - და აღმოვიხუნე იგინი და მოვაქცინე ამას ადგილსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.