TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 824
Previous part

Chapter: 26 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყვა ესე უფლისა მიერ მეტყველი.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქვა უფალმან: დადეგ ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და აუწყო ყოველსა იუდასა მომავალთა თაყვანის-ცემად შორის სახლისა უფლისა. ყოველნი სიტყუანი, რომელნი გიბრძანენ შენ უწყებად მათდა, ნუ დააკლებ სიტყვასა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუუკუე ისმინონ და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და დავსცხრე მე ბოროტთაგან, რომელთა ვსიტყუავ მე ყოფად მათდა ბოროტთათჳს სიმარჯვეთა მათთა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სთქვა მათდა მიმართ: ესრეთ იტყჳს უფალი: არა თუ ისმინოთ ჩემი სლვად შჯულთა შინა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირთა თქუენთა,

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სმენად სიტყუებსა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთასა, რომელთა მე მივავლენ თქუენდა განთიად, და მივავლინენ და არა ისმინეთ

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივსცე სახლი ესე, ვითარცა სილომი, და ქალაქი ესე მივსცე საწყევარად ყოველთა წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ისმინეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან იერემიასაგან თქმასა ამათ სიტყუათასა სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყო, და-რაჲ-სცხრა იერემია მეტყუელი ყოველთაჲ, რომელნი უბრძანნა მას უფალმან თხრობად ყოვლისა ერისა, და შეიპყრეს იგი მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან მეტყუელმან: სიკუდილითა მოკუდეს,

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ წინაწარმეტყუელებდი სახელითა უფლისათა მეტყუელი: ვითარცა სილომი იყოს სახლი ესე, და ქალაქი ესე მოოჴრდეს მკჳდრთაგან და განკრბა ყოველი ერი ირემიას ზედა, სახლსა შინა უფლისასა.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ესმა მთავართა იუდაჲსთა სიტყუათა ამათ, და აღვიდეს სახლისაგან მეფისა სახლად უფლისა, და დასხდეს წინა კართა ბჭეთა კარვისა უფლისათასა.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელთა: სასჯელი სიკუდილისაჲ კაცსა ამას, რამეთუ იწინასწარმეტყუელა ძჳნად ქალაქისა ამის, ვითარცა გესმა ყურითა თქუენითა.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა იერემია მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელმან: უფალმან მომავლინა მე წინაწარმეტყუელებად სახლსა ამას ზედა და ქალაქსა ამას ზედა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელნი გესმნესყე.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აწ უმჯობეს-ყვენით გზანი თქუენნი და საქმენი თქუენნი და ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, და დასცხრეს უფალი ძჳრთაგან, რომელნი თქუნა თქუენ ზედა.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და, აჰა, მე ჴელთა შინა თქუენთა, მიყავთ მე, ვითარ შეჰგავს, და ვითარ უმჯობეს-გიჩნსყე თქუენ.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არამედ მცნობელთა ცანთ, მო-თუ-მკლათ მე, ვითარმედ სისხლსა უბრალოსა თქუენ მისცემთ თქუენ ზედა და ქალაქსა ამას და დამკჳდრებულთა ზედა მას შინა, რამეთუ ჭეშმარიტებით მომავლინა მე უფალმან თქუენდა მიმართ თქუმად ყურთა შორის თქუენთა ყოველთა ამათ სიტყუათა.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუეს მთავართა და ყოველმან ერმან მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა მიმართ: არა არს კაცისა ამის სასჯელი სიკუდილისა, რამეთუ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა იტყოდა ჩუენდამო.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აღდგეს კაცნი მოხუცებულთა ქუეყანისათანი და თქუეს ყოველსა შესაკრებელსა ერისასა მეტყუელთა:

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მიქეა მორათელი იყო წინაწარმეტყუელ დღეთა შინა ეზეკია მეფისა იუდაჲსთა, და ჰრქუა ყოველსა ერსა იუდაჲსსა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოერქუნოს და იერუსალემი, ვითარცა ხილისსაცავი, იყოს, და მთაჲ სახლისაჲ იყოს სერტყ მაღნარისა.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ მომკლველმან მოკლა იგი ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველმან იუდამან? არა, რამეთუ შეიშინეს უფლისა და რამეთუ ევედრნეს პირსა უფლისასა, და დასცხრა უფალი ბოროტთაგან, რომელნი თქუნა მათ ზედა, და ჩუენ ვქმნენით ძჳრნი დიდნი სულთა ჩუენთა ზედა.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და კაცი ვინმე იყო მწინაწარმეტყუელებელი სახელითა უფლისათა, ურია, ძე სამეასი, კარიათიარიმით, და წინაწარმეტყუელებდა ქალაქსა ამას ზედა და ქუეყანისა ამისთჳს ყოველთაებრ სიტყუათა იერემიასთა.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ესმა მეფესა იოაკიმს და ყოველთა ძლიერთა მისთა და ყოველთა მთავართა სიტყუანი მისნი, და ეძიებდეს მოკლვად მას. და ესმა ურიას და შეეშინა, და ივლტოდა და შევიდა ეგჳპტედ.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განავლინნა მეფემან იოაკიმ იელდათარ, ძე ოხრისი, და კაცნი მის თანა ეგჳპტედ.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გამოიყვანეს იგი მიერ და მოიყვანეს იგი მეფისა მიმართ იოაკიმისსა. და მოკლა იგი მახჳლითა და შთააგდო იგი სამარესა ძეთა ერისა მისისათასა,

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
გარნა ჴელი აქიკამისი, ძისა საფანისი, იყო იერემიაჲს თანა არამიცემად, იგი ჴელთა ერისათა, არმოკლვად იგი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.