TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 749
Previous part

Chapter: 17 
სიტყვა დამასკისა:


Verse: 1  Link to oskijer Link to sept   აჰა, დამასკოჲ აღებულ იქმნეს ქალაქთაგან და იყოს დაცემულებად

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
დატევებული უკუნისამდე საწოლად სამწყსოთა და განსასუენებელად, და არა იყოს მდევარი.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და არა მერმეცა იყოს მაგარ, მისალტოლველად მუნ ეფრემისსა და არღა მერმე იყო მეფობა დამასკეს შინა და ნეშტი ასურთა, რამეთუ არა შენ უმჯობეს ხარ ძეთა ისრაჱლისათასა და დიდებისა მათისა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
_ იყოს მას დღესა შინა მოკლება დიდებისა იაკობისი და სიპოხენი დიდებისა მისისანი შეირყინენ.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ძნასა მდვბარესა მკლავსა ზედა თჳსსა და თესლი ჴუვილისა გამოქუცნის; და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ჴუვილთა ჴევნებსა შინა მყარსა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და დაშთის მას შინა ლელწამი, ანუ ვითარცა კუფხალნი მოსთულებულისა ზეთისხილისანი ორნი, ანუ სამნი მწუერვალსა ზედა ზენაკიდესა, ანუ ოთხნი, ანუ ხუთნი, რომელთა ზედა მისთა დაშთომილნი ზენაკიდეთა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა:

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
მას დღესა შინა მოსავ იყოს კაცი შემოქმედისა მიმართ თჳსისა, ხოლო თვალნი მისნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა ჰხედვიდენ.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და არ მოსავ იყვნენ ბომონთა ზედა და საქმეთა ზედა ჴელთა მათთასა, რომელნი ქმნეს თითთა მათთა, და არ მიხედვიდენ ხეთა, არცა საძაგელთა მათთა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
მას დღესა იყვნენ ქალაქნი შენნი დატევებულებ, ვითარსახედ დაუტევნეს ამორრეველთა და ეველთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და იყვნენ მოოჴრებულ

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ დაუტევე ღმერთი, მაცხოვარი შენი, და უფლისა შემწისა შენისა არ მოიჴსენე. ამისთჳს დაჰნერგო სანერგე ურწმუნოჲ და თესლი ურწმუნოჲ.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ხოლო დღესა, რომელსა დანერგო, სცთე და, განთიად თუ სთესო, ყუაოდის სამკალად. რომელსა დღესა მოიმკო, დაუმკჳდრო და ვითარცა მამამან კაცისამან, დაუმკჳდრო ძეთა შენთა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
ვაჲ სიმრავლესა ნათესავთა მრავალთასა, ვითარცა ზღუა მღელვარე, ეგრეთ აღიძრნეთ და ჩრდილომან ნათესავთა მრავალთამან, ვითარცა წყალმან, იოხროს.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
ვითარცა წყალი მრავალი, ნათესავნი მრავალნი, ვითარცა ოხრაჲ წყლისა მრავლისა იძულებით ყვანებულისა. და გაჴადნეს იგინი და შორად წარდევნნეს იგინი, ვითარცა მტუერი ბზისა განმფიწლველთასა პირისპირ ქარისა და ვითარცა ქარტლსა ურმისთვალისასა მომღებელი ნიავქარი.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
მიმწუხრი იყოს გოდება პირველ ვიდრე ცისკრამდე და არა მერმე იყოს ესე ნაწილი წარმტყუენველთა თქვენთა და სამკჳდრებელი თქვენთა დამამკჳდრებულთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.