TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 748
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ნუ კლდე ოხრებისა არსა მთა ასული სიონისა?

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლილი ასული მოაბისა?

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ხოლო ამისა შემდგომად არონოსათჳს უმრავლესთა განიზრახევდ: ყავთ საფარველი გოდებისა მათისა სამარადისოდ სამხრისა, შორის სიბნელედ ივლტიან.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
განჰკრთეს, ნუ შესწუხნები, მსხემ გექმნებიან შენ ლტოლვილნი მოაბისანი. იყვნენ საფარველ თქვენდა პირისაგან მდევარისა, რამეთუ წარჴდა თანამბრძოლები შენი და მთავარი წარწყმდა, რომელი თრგუნვიდა ქუეყანასა ზედა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და განემართოს წყალობით საყდარი და დაჯდეს მას ზედა ჭეშმარიტებისა თანა კარავსა შინა დავითისსა განმკითხველი და გამომეძიებელი მშჯავრსა და მოსწრაფე სიმართლესა ზედა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
გუესმა გინება მოაბისა, მაგინებელი ფრიად. ამპარტავანება მისი აღვიღე და გინება მისი და ბორგა მისი, არა ესრეთ მისნობა შენი,

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
არა ესრეთ, - ვალალაებს მოაბ, - რამეთუ მოაბელას თანა ყოველნი ვალალაებენ დამკჳდრებულთა სელეკისათა წურთასა, და არა ჰრცხუენეს.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
ველთა ესებონისათა, იგლოოს ვენაჴმან სევამაჲსმან, შთამნთქმელთა წარმართთა დათრგუნენით ვენაჴნი მისნი, ვიდრე იაზირამდე არა შეიყვანეთ, შესცთეთ უდაბნოს, მოვლინებულნი მის მიერ დაშთომილ იქმნეს, რამეთუ წიაღჴდეს ზღუასა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს ვსტიროდი, ვითარცა ტირილსა იაზირისსა, ვენაჴსა სევამაჲისსა. ხევნარნი შენნი დაამჴუნა ესსებონ და ელეალი, რამეთუ სამკალსა ზედა და სასთულებელსა ზედა შენსა მწყობრი დამთრგუნველთა დაეცა და ყოველი დაეცეს.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
და აღებულ იქმნეს შუებაჲ და სიხარული ვენაჴთაგან და ვენაჴთა შინა შენთა არა იშუებდენ და არ დაიწნიხონ ღვინო საწნეხელთა შინა, რამეთუ დასცხრა ბრძანება.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს მუცელი ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ქნარი ჴმისაჲ სცემდეს, და შინაგანნი ჩემნი, ვითარცა ზდუდე, რომელი განაახლე.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და იყო ვიდრე შერცხჳნებული შენ, რამეთუ დაშურა მოაბაჲ ბომონთა მისთა ზედა და შევიდეს ჴელითქმნულთა მიმართ მისთა ზედა, რაჲთა ილოცოს და ვერ შეუძლონ განრინებად მისსა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან მოაბსა ზედა, ოდეს-იგი თქუა, და აწცა თქუა უფალმან მეტყუელმან:

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
სამთა წელთა შინა მოსასყიდლისათა უპატივო იქმნას დიდებაჲ მოაბისა ყოველსა შინა სიმდიდრესა მრავალსა, და დატევებულ იქმნეს შემცირებული და არა პატივცემული.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.