TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 736
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   და შეიპყრან შჳდთა დედათა ერთი მამაცი მეტყუელთა: პური ჩუენი ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენნი შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა, მომისპე ყუედრება ჩვენი.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
ხოლო მას დღესა ზედგამობრწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა, ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაილისასა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და იყოს დატევებული სიონს და დაშთომილი იერუსალიმს შინა, წმიდად იწოდებოდიან ყოველნი დაწერილნი ცხოვრებად იერუსალიმს შინა,

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ განჰრცხის უფალი მწიკულსა ძეთა და ასულთა სიონისათასა და სისხლსა იერუსალიმისასა განსწმედს, საშუალისაგან მისისა სულითა განკითხვისათა და სულითა დაწუვისათა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და მოვიდეს და იყოს ყოველი ადგილი მთისა სიონისაჲსა და ყოველნი გარემონი მისნი, აგრილობდეს ღრუბელი დღისი და ვითარცა კუამლითა და ნათლითა ცეცხლისა მგზებარისათა - ღამე, დიდებითა დაფაროს ყოველი.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და იყოს საჩრდილობელად სიცხისაგან, დასაფარველისა შორის და დაფარულსა შინა სიფიცხისაგან და წჳმისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.