TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 723
Previous part

Book: Sir. 
სიბრძნე ისუ ზირაქისა


Chapter: 2 
Verse: 1  Link to sept   შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფოდი შენ მონებად უფალსა, განმზადე თავი შენი ყოვლისაგან განსაცდელისა

Verse: 2  Link to sept   
და წრფელ-ყავ გული შენი და ნუ მოსწრაფე ხარ ჟამსა მას, რომელსა შეგემთხჳოს შენ განსაცდელი

Verse: 3  Link to sept   
მიეახლე უფალსა და ნუ განეშორები, რათა აჰმაღლდე აღსასრულსა მას შენსა

Verse: 4  Link to sept   
ყოველივე, რაცა მოვიდეს შენ ზედა, დაითმინე და სალმობათაგან დამდაბლებისა შენისათა სულგრძელ იყავ

Verse: 5  Link to sept   
რამეთუ ცეცხლითა გამოიცადის ოქრო, ეგრეთვე კაცი შერაცხილი საჴუმილითა მით სიმდაბლისათა

Verse: 6  Link to sept   
გრწმენინ იგი და შეგიწყნაროს შენ და განიგნე გზანი შენნი და ესევდ მას

Verse: 7  Link to sept   
მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ წყალობასა უფლისასა, და ნუ გარდაიქცევით, რათა არა დაეცნეთ

Verse: 8  Link to sept   
მოშიშთა უფლისათა ჰრწმენინ იგი, რათა არა დააკლდეს სასყიდელი მათი

Verse: 9  Link to sept   
მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ კეთილსა უფლისაგან და სიხარულსა და წყალობასა, რამეთუ ნიჭი უფლისა საუკუნე არს და სიხარულით არს მოსაგებელი მისი

Verse: 10  Link to sept   
მიხედეთ პირველთა მათ და ნათესავთა და გუალეთ, ვის ჰრწმენა ღმერთი და ჰრცხუენა? ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან დააგდო იგი მოწყალე

Verse: 11  Link to sept   
და მწყალობელ არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე, მიუტევნის ცოდვანი და აცხოვნის ჟამსა ჭირისასა მოსავნი მისნი

Section:  


იგავი


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.