TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 692
Previous part

Chapter: 15 
Verse: 1  Link to sept   ხოლო სიტყჳს-გებითა შევრდომილითა გარემიიქცეს რისხვაჲ, სიტყუამან ფიცხელმან აღადგინნის რისხვანი.

Verse: 2  Link to sept   
ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან უგუნურთამან მიუთხრის ძჳრი.

Verse: 3  Link to sept   
ყოველთა ადგილთა თუალნი უფლისანი ხედვენ კეთილთა და ბოროტთა.

Verse: 4  Link to sept   
კურნებაჲ ენისა ხე ცხორებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს იგი, განძღეს სულითა.

Verse: 5  Link to sept   
უგუნურმან შეურაცხ-ყვის სწავლაჲ მამისა, ხოლო, რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უბრძნეს იყოს. განმრავლებასა სიმართლისასა არნ ფრიად ძლიერებაჲ, ხოლო უკეთურნი ყოვლად წარწყმდენ ქუეყანით.

Verse: 6  Link to sept   
სახლსა შინა მართალთასა ძალი მრავალი, ხოლო ნაყოფნი უღმრთოთანი წარწყმდენ.

Verse: 7  Link to sept   
ბაგეთა ბრძენთა ჰმოსია მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი უკეთურთანი არა კრძალულ.

Verse: 8  Link to sept   
მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი შეწირულ მისა.

Verse: 9  Link to sept   
საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ხედვიდენ სიმართლესა, იგინი უყუარან.

Verse: 10  Link to sept   
სწავლულებაჲ უმანკოჲსა საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან, ხოლო, რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად.

Verse: 11  Link to sept   
ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს გულნი კაცთანი.

Verse: 12  Link to sept   
ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.

Verse: 13  Link to sept   
გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ.

Verse: 14  Link to sept   
გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი; ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის.

Verse: 15  Link to sept   
შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა ღმრთისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშოებით.

Verse: 16  Link to sept   
შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან დაკლულთა მტერობით.

Verse: 17  Link to sept   
კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის.

Verse: 18  Link to sept   
სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან - აღაგზნის უფროჲს.

Verse: 19  Link to sept   
გზანი უღმრთოთანი დაფენილ არიან ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ არიან.

Verse: 20  Link to sept   
ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო შვილმან ურჩმან შეურაცხყვის დედაჲ თჳსი.

Verse: 21  Link to sept   
უცნობელი გულითა ნაკლულევან იქმნის ცნობითა, ხოლო კაცი გონიერი წარმართებულად ვალნ.

Verse: 22  Link to sept   
დროებედ სიტყუასა, რომელნი არა პატივს-სცემენ კრებულსა; ხოლო გულსა მზრახვალთასა დაადგრეს ზრახვაჲ.

Verse: 23  Link to sept   
არა ერჩდეს მას უკეთური, არცა თქუას სრული რამე და შუენიერი ზოგადი,

Verse: 25  Link to sept   
სახლნი მაგინებელთანი დაამჴუნეს უფალმან; დაამტკიცნა საზღვარნი ქვრივთა და ობოლთანი.

Verse: 26  Link to sept   
საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი, ხოლო წმიდა და პატიოსან გულისსიტყუანი უბიწონი.

Verse: 27  Link to sept   
წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი - იგი ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშისათჳს უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან.

Verse: 28  Link to sept   
გულითა მართალთა უყუარს სარწმუნოებაჲ, ხოლო პირმან უღმრთოთამან მოიღოს ბოროტი. შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მოყუარე იქმნებიან.

Verse: 29  Link to sept   
შორად განშორებულ არს უფალი უღმრთოთაგან, ხოლო ლოცვანი მართალთანი ისმინნეს. უმჯობეს არს მცირედი მისაგებელი სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი სიცრუვით. გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რომელთა ღმრთისა მიმართ წარემართნენ სლვანი მათნი.

Verse: 30  Link to sept   
ჰხედავ რაჲ თუალი კეთილსა, ახარის გულსა, ჰამბავმან კეთილმან დააპოხნის ძუალნი.

Verse: 31  Link to sept   
რომელმან ისმინოს მხილებაჲ ცხორებისაჲ, შორის ბრძენთასა განისუენოს მან.

Verse: 32  Link to sept   
ხოლო რომელი განიშორებდეს სწავლასა, სძულს მას თავი თჳსი, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უყვარს მას სული თჳსი.

Verse: 33  Link to sept   
შიში უფლისაჲ სწავლულებაჲ და სიბრძნე. და მთავრობაჲ დიდებისა მოიგოს მან და წინაშე მდაბლისა ვიდოდის დიდებაჲ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.