TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 624
Previous part

Chapter: 97 
ფსალმუნი დავითისი


Verse: 1  Link to psa Link to sept   უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

Verse: 2  Link to psa Link to sept   
აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი - სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა;

Verse: 6  Link to psa Link to sept   
ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად;

Verse: 9  Link to psa Link to sept   
მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.