TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 491
Previous part

Chapter: 7 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა და ვითარცა მორეწისა მდევრისა ჟამი მისი?

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
ანუ ვითარცა მსახური, რომელი მოშიშ არს უფლისა თჳსისა და ძრწინ აჩრდილისა მისისაგან და ვითარცა მოსასყიდლე, რომელი მოელინ სასყიდელსა თჳსსა,

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
ეგრეცა მე დავითმინენ თთუენი ცუდნი და ღამენი სალმობათანი მოცემულ არიან ჩემდა.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
ოდეს დავწვი, ვთქჳ: ოდესმე იყოს დღე? და აღ-რა-ვდგი, კუალად: ოდესმე მწუხრი? რამეთუ აღვივსი სალმობითა მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
შესუარულ არიან ჴორცნი ჩემნი საძაგელებითა მატლთათა, დავადნობ მძორთა ქუეყანისათა წუთხისა ხუეტითა.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ცხორებაჲ ჩემი არს უსულმცირე სიტყჳსა, წარწყმდა ცუდითა სასოებითა.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
მო-უკუე-იჴსენე, რამეთუ სული არს ცხორებაჲ ესე ჩემი და არღარა მოქცევად არს თუალი ჩემი ხილვად კეთილისა.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
ვერ განმიცდის მე თუალი ჩემი ხილვად ჩემდა, თუალნი შენნი ჩემზედა, და არღარა ვარ,

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
ვითარცა ღრუბელი რა გარდაწმდის ცით. უკუეთუ შთავიდეს კაცი ჯოჯოხეთად, არღარა აღმოჴდეს.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
არცა მოიქცეს სახლსა თჳსსა მერმე, არცაღა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
აწ უკუე არცაღა მე ვერიდო პირითა ჩემითა, არამედ ვიტყოდე, რამეთუ ურვასა შინა ვარ, აღვაღო სიმწარითა სულისა ჩემისათა პირი ჩემი.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
აწ უკუე ზღუაჲ მე ვარ ანუ ვეშაპი, რამეთუ დააწესე ჩემ ზედა საცოჲ?

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
ვთქუ, ვითარმედ: ნუგეშინის-მცეს მე ცხედარმან ჩემმან. და აღვიხუნე თავით ჩემით თჳსაგან სიტყუანი სასუენებელსა ჩემსა ზედა.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
მაშინებ მე ძილსა შინა და საჩუენებელითა მწყლავ მე.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
განმაშორებ სულისაგან ჩემისა საშუმინველსა ჩემსა და სიკუდილითა ძუალთა ჩემთა.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
არა უკუე ცხოველ-ყოფად ვარ, რათამცა დავითმინე განმეშოვრე ჩემგან, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ ჩემი.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
რა არს კაცისა, რამეთუ განადიდე იგი, ანუ რამეთუ ერჩი გონებასა მისსა?

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
ანუ მოხედვაჲ მისი ჰყოა განთიადმდე და განსუენებად მოიყვანო იგი?

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
ვიდრემდე არა მიტევებ მე, არცა მაცადებ მე, ვიდრემდე შთავნთქნე ნერწყუანი ჩემნი სალმობით?

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
უკუეთუ მე ვცოდე, რაჲმე ძალ-მიც შენდა ყოფად, რომელმან-ეგე იცნი გონებანი კაცთანი. რაჲსათჳს მყავ მე მოქენე შენდა? და ვარ შენდა ტჳრთად!

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
ანუ რად არა ჰყვენ უსჯულოებათა ჩემთა დავიწყებანი და განწმედაჲ ცოდვათა ჩემთაჲ? აწ, ესერა, მიწად მივიქცევი განთიადმდე და არღარა ვიყო.

Section:  

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.