TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 47
Previous part

Chapter: 47 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   და მივიდა იოსებ, უთხრა ფარაოს და ჰრქუა: მამაჲ ჩემი და ძმანი ჩემი და ყოველი საცხოვარი და ზროხანი მათნი მოსრულ არიან ქუეყანით ქანანისათ და აჰა არიან იგინი ქუეყანასა გესემისასა.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
და ძმათაგანი მისთა წარიყუანა იოსებ ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი, წინაშე ფარაოჲსა.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ფარაო ძმათა იოსებისთა: რაჲ არს საქმე თქუენი? ხოლო მათ ჰრქუეს ფარაოს: მწყემს ვართ ცხოვართა მონანი შენნი სიყრმითგან, ვიდრე აქამომდე, ჩუენ_ცა და მამანი ჩუენნი.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუეს ფარაოს: მწირობად მოსრულ ვართ ჩუენ ქუეყანასა, რამეთუ არა არს საძოვარი საცხოვართათჳს მონათა შენთასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ქანანისასა აწ უკუე დავეშენნეთ მონანი შენნი ქუეყანასა მას გესემისასა.


Section: (b) 
Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა ფარაო იოსებს და ეტყოდა: მამაჲ შენი და ძმანი შენნი მოსრულ არიან შენდა.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
ეგერა, ქუეყანა ეგჳპტისა შენ წინაშე არს, უმჯობესა ქუეყანასა დაამკჳდრენ მამაჲ შენი და ძმანი შენნი, დაემკჳდრნედ ქუეყანასა გესემისასა, უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
შეიყვანა იოსებ მამაჲ თჳსი იაკობ და დაადგინა იგი წინაშე ფარაოჲსა და აკურთხა იაკობ ფარაო.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს.


Section: (g) 
Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
და აკურთხა იაკობ ფარაო და განვიდა მისგან.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და დააშენა იოსებ მამაჲ თჳსი და ძმანი თჳსნი და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა ეგჳპტისასა და უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესესასა, ვითარცა იგი უბრძანა ფარაო.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და იფქლსა უწყვიდა საწყაულით იოსებ მამასა თჳსსა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა იფქლსა თავად-თავად.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რაოდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა იფქლითა მით, რომელსა ჰყიდდეს და იფქლსა უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი ვეცხლი სახლსა ფარაოსსა.


Section: (d) 
Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
და მოაკლდა ვეცხლი ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა ქანანისსა, მოვიდეს ყოველნი ეგჳპტელნი იოსებისა და ეტყოდეს: მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენი და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა, ცხენებისა წილ და ვირებისა ზროხებისა და ცხოვარისა: და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვარისა მათისა. წარჴდა წელიწადი იგი.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და მოვიდეს მისა წელიწადსა მას მეორესა და ჰრქუეს: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი და მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არა დამიშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
რათა არა მოვსწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ ჩვენი მოოჴრდეს, არამედ მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს.


Section: (e) 
Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანა მათი ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგინი სიყმილმან და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა.

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
და ერი იგი დაამონა ფარაოს კირთად კიდითგან საზღურით ეგჳპტისად ვიდრე კიდედმდე მისა თჳნიერ.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო, ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთე ნაწილი ფარაოს, ხოლო ოთხი ნაწილი იყოს თავისა თქუენისა თესლად ქუეყანისა საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა.

Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
და მათ ჰრქუეს: მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყუნეთ მონა ფარაოჲსა.

Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
და დადვა იოსებ ბრძანებაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე: მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა არა იყო ყოველი ფარაოჲსა.

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა გესმეს, და დაეშენნეს მას ზედა და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
და ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ.


Section: (z) 
Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა მოიწივნეს დღენი სიკუდილისა იაკობისნი; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, * დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო.

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.