TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 39
Previous part

Chapter: 39 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   ხოლო იოსებ შთაიყუანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრი, საჭურისმან ფარაოსმან, მზარაულთა მთავარმან, კაცმან ეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაელიტელთასა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა, და რაოდენსა-რას იქმს, უფალი წარმართებს ჴელთა შინა მისთა.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თჳსისა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე რაჲცა იყო, მისცა ჴელთა იოსებისთა, და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა, რაჲცა იყო მისი, აკურთხონ სახლი ეგჳპტელისა მის იოსებისათჳს.


Section: (b) 
Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა. სახლსა შინა და აგარაკსა. და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
და არღარა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ კეთილ სახითა, შუენიერ ქმნულობითა.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, თუალ-აგნა ცოლმან უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არა უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და ყოველივე, რაჲცა არს მისი, მომცა ჴელთა ჩემთა და არარაჲთ ვინ მმატს მე სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, არცა თჳნიერ ხოლო შენსა, რამეთუ ცოლი ხარ შენ მისი, და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?


Section: (g) 
Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
და რაჟამს ეტყჳნ იგი დღითი დღედ, არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და თანა-ყოფად მას.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და იყო ეგე ვითარ რაჲმე დღე და შევიდა იოსებ სახიდ საქმედ საქმესა თჳსსა, და არა ვინ იყო სახლსა მას შინა.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
შებმა-უყო სამოსელსა მისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
მოუწოდა, რომელნი-იგი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა ჩუენ მონაჲ ებრაელი საკიცხევად ჩუენდა: შემოვიდა დაწოლად ჩემ თანა. და მე ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და ღაღად-ვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, და ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
და დაიყენა სამოსელი იგი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი იგი სახიდ თჳსად. და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა:

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, კიცხევად შენდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
ვითარცა ესმა, რამეთუ ღაღად-ვყავ და აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, დაუტევა სამოსელი თჳსი და ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და იყო, ვითარცა ესმა უფალსა მისსა სიტყუანი იგი ცოლისა მისისანი, რაოდენ-იგი უთხრა მას და ჰრქუა, ვითარმედ ესე მიყო მე მონამან შენმან, განრისხნა პეტეფრე გულისწყრომით.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და მოიყუანა იოსებ * და შესუა იგი საპყრობილესა, სადაცა პყრობილნი იგი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა.

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მისა მესაპყრობილეთა მოძღურისა მის.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
და მისცა მესაპყრობილეთ მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა, რა ყოველივე, რაჲცა ქმნიან მუნ შინა.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა შინა იოსებისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.