TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 37
Previous part

Chapter: 37 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა_ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა, რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ მამასა უყვარს იგი უფროჲს ყოველთა ძეთა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მის თანა რაჲთურთით.


Section: (b) 
Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი_ა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდე ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისი ჩუენებათა მათ მისთათჳს და სიტყუათათჳს მისთა.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს.


Section: (g) 
Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა სჳქემად.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა ზედა. და ჰკითხა მას: ვის ეძიებ?

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მან ჰრქუა: ძმათა ჩემთა ვეძიებ: მითხარ მე სადა აძოებენ?

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმად. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა თჳსთასა და პოვნა იგინი დოთაიმს.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და მათ წინასწარ იხილეს იგი მიმავალი მათა შორის, ვიდრე მიახლებადმდე მათა, მოი_ძმაჲ_ცვეს მოკლვა მისი, ვიდრე მისლვადმდე მისა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა, ჩუენებისმხილველი იგი მოვალს.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
* ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელისაგან მათისა.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მათ: არა მოვჰკლათ იგი მოკლვით, ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა უდაბნოსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რათამცა განარინა იგი ჴელთაგან მათთა და მისცა მამასა თჳსსა.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი, რომელ ემოსა.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა.


Section: (v) 
Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
და დასხდეს ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილნეს, და, აჰა ესერა, მოგზაურნი ისმაელიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალათით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა, შტახსითა და მკურისკევითა და მივიდოდეს შთასლვად ეგჳპტედ.

Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვჰკლათ ძმა ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი?

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
მოდით და მივჰყიდოთ იგი ისმაელიტელთა მათ, ხოლო ჴელი ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
** და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა.

Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
და შთაიყუანეს იგი ეგჳპტედ. მოაქცია რუბენ ჯურღმულსა მას და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
და დაიპო სამოსელი თჳსი და მიაქცია ძმათა თჳსთა და ჰრქუა მათ: ყრმაჲ იგი აქა არა არს და მე ვიდრე მივიდე?

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა.


Section: (z) 
Verse: 32   Link to oskijerLink to sept   
და სამოსელი ჭრელი მიუძღუანეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისა არს, ანუ არა.

Verse: 33   Link to oskijerLink to sept   
და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისა არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იოსებ, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.

Verse: 34   Link to oskijerLink to sept   
და დაიპო იაკობ სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძა წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.

Verse: 35   Link to oskijerLink to sept   
შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი და ასულნი და მოვიდეს ნუგეშინის-ცემად მისა. და არა უნდა ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ: შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად. და ტიროდა მამა თჳსი.

Verse: 36   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მადიამელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა ფარაოსასა მატაკარანსა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.